დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ოქტომბერი

© Facebook / Travelerქუაქანცალია
ქუაქანცალია   - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 9ოქტომბერია, შაბათი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
წარმატებაა მოსალოდნელი ყველა საქმეში, რომელსაც ხელს მთელი სიმტკიცით მოჰკიდებთ. გზაზე სირთულეებიც გაჩნდება, მაგრამ გადაულახავი ბარიერი არ გელოდებათ. კარგი დღეა ურთიერთობების, ძველი კავშიურების აღსადგენად, სახლის საქმეების გასაკეთებლად, საოჯახო ნივთების – ავეჯის, ტექნიკისა და ა.შ. შესაძენად, სახლის ინტერიერის განსაახლებლად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ოქტომბერი>>
ვერძი: დილა საკმაოდ უიღბლო შეიძლება მოგეჩვენოთ და იფიქროთ, რომ მარცხენა ფეხზე ადექით, ამის გამო გარკვეული დროის განმავლობაში განწყობა არასათანადო გექნებათ. მაგრამ მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და იგრძნობთ, რომ ცხოვრება იცვლება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები. ბევრი თვალსაზრისით ძალიან წარმატებული იქნება დღის მეორე ნახევარი. შესაძლებელია ფინანსური საკითხების გადაჭრა.
კოქტეილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
კურო: არცთუ ნაყოფიერი დღე გელოდებათ, ჩვეული საქმეებიც კი შეიძლება მარტივად ვერ შეასრულოთ. მაგრამ ბედზე არ ჩივით, რადგან ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ, მათ შორის ძველ მეგობრებთან შეხვედრა, ასევე თქვენთვის სიმპათიურ ადამიანთან. გექნებათ დამეგობრების შანსი იმასთან, ვისზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ. კარგად ჩაივლის დაგეგმილი ნივთების შეძენა. მნიშვნელოვანზე ეკონომიას არ გასწევთ, წვრილმანებზე კი ფულს არ დახარჯავთ.
ტყუპი: დღე ფუჭად არ ჩაივლის. შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ იქ, სადაც სხვები ვერაფერს გახდნენ. ყურადღებას მიაქცევთ დეტალებს, რომლებიც მოგვიანებით ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. მხედველობიდან არც ერთი წვრილმანი არ გეპარებათ. კარგი დღეა შეხვედრებისთვის, თუ ვინმეზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ, ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით. თქვენი ბუნებრივი მომხიბვლელობის წყალობით საკმარისი იქნება, თუ თავს ბუნებრივად დაიჭერთ.
კირჩხიბი: კარგი დღეა დასვენებისა და გართობისთვის და არა სერიოზული საქმიანობისთვის. რთული იქნება ყურადღების კონცენტრაცია. სამაგიეროდ, თავს ძალიან მხნედ იგრძნობთ, როგორც კი მეგობრებთან შეხვედრის, სადმე წასვლის შესაძლებლობა გაჩნდება. არ არის გამორიცხული, რომ კარგი სიახლე გაიგოთ. ამან შესაძლოა, თქვენს გეგმებზე იმოქმედოს. საღამოს შეგიძლიათ ძველ მეგობრებს შეხვდეთ და წარსული გაიხსენოთ, ეს ძალიან წაგადგებათ.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ
ლომი: დღეს სასიამოვნო შეხვედრები გელოდებათ. კარგი შთაბეჭდილებას მოახდენთ მათზე, ვისაც გინდათ, რომ მოეწონოთ. შესაძლებელია შემთხვევითი ნაცნობობა, რომლითაც რომანტიკულ ისტორიას დაედება საფუძველი. ადვილად იპყრობთ გარშემომყოფების ყურადღებას. საქმეები რთულად გამოგდით, ძალიან მოსაწყენი და დამღლელია თქვენთვის. ხანდახან დიდი ძალისხმევა გჭირდებათ იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
ქალწული: დილით ტაქტიანად და დელიკატურად უნდა მოიქცეთ, რომ ირგვლივ მყოფებთან დაძაბული მომენტები აიცილოთ თავიდან. აჯობებს, თუ სერიოზულ ლაპარაკს გადადებთ, არ შეეხებით თემებს, რომელთა გამო ადრე უთანხმოებები გქონდათ. ასეთ საკითხებზე საუბრის დრო უფრო მოგვიანებით დადგება. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თქვენი განწყობა, საქმიანობა ბევრად გაუმჯობესდება.
სასწორი: ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ. დღე ძალზე ნაყოფიერი იქნება. შეგიძლიათ დაასრულოთ ძველი საქმეები და ასევე ახალიც წამოიწყოთ. მალე გაუმკლავდებით საქმეებს და დრო თქვენთვის უფრო საინტერესოსთვისაც დაგრჩებათ. მეგობრებისგან სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. შესაძლოა, მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ. საღამო შესანიშნავი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს
მორიელი: შესანიშნავად გაუმკლავდებით რთულ საქმეს, გადაჭრის საკითხს, რომელიც თქვენც გაწუხებდათ და თქვენს ახლობლებსაც. იქნება შანსი, დაუმეგობრდეთ ადამიანს, რომელსაც აქამდე მხოლოდ შორდიან იცნობდით და მასთან დაახლოება გინდოდათ. ასევე არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც თავბრუდამხვევად განვითარდება. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად.
მშვილდოსანი: არ დაელოდებით არც განგების წყალობას, არც მეგობრების დახმარებას და შეეცდებით, რომ მიზნებს დამოუკიდებლად მიაღწიოთ. ყველაფერი გამოგივათ და თქვენი წარმატებები ბევრზე მოახდენს შთაბეჭდილებას. ბევრი მოისურვებს თქვენს გაცნობას, დამეგობრებას თქვენთან და ასევე არაა გამორიცხული, რომ ვინმეს ერთი ნახვით შეუყვარდეთ. ერთადერთი, სადაც მცირე სირთულეებია მოსალოდნელი, ეს ფინანსური სფეროა.
თხის რქა: გაჩნდება ძველი შეცდომების გამოსწორების შანსი და თქვენ ამას ხელიდან არ გაუშვებთ. დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება დიდი როლი შეასრულოს თქვენს ცხოვრებაში. ამის გაცნობიერებით არ აჩქარდებით, შეაგროვებთ მეტ ინფორმაციას სიტუაციასთან დაკავშირებით და ყველაფერტს კარგად მოიფიქრებთ. მოაგვარებთ ფინანსურ საქმეებსაც. გადაწყვეტთ,რისი ყიდვაა აუცილებელი და რისი – მოიცდის.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2018
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები ხდებიან ყველაზე ხშირად პოპულარული
მერწყული: დღევანდელი მოვლენები სამომავლო გეგმების განსაზღვრაში, პრიორიტეტების განაწილებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ აქცენტი გასაკეთებელია ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამეზე. შესაძლებელია ურთიერთობების შეცვლა გარშემომყოფებთან. ადამიანები, რომლებიც აქამდე არ გაფასებდნენ, ახლა შეიცვლიან თავიანთ აზრს. დღის პირველ ნახევარში შეიძლება ქაოსმა გაგაღიზიანოთ, მაგრამ მეორე ნახევარი ბევრად მშვიდი და სასიამოვნო იქნება.
თევზები: ბევრს მოასწრებთ დღის პირველ ნახევარში. მიხვდებით, როგორ გადაჭრათ დაგროვებული საკითხები, დაამთავროთ დაწყებული საქმეები. მიიღებთ შესანიშნავ შედეგებს. დღის მეორე ნახევარში გარკვეული უთანხმოებებია მოსალოდნელი ოჯახში, თუმცა შეძლებთ ხანგრძლივი კამათის თავიდან აცილებას და ისეთი გადაწყვეტილების მოძებნას, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად დაისადგურებს ოჯახში სიმშვიდე.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური