დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ოქტომბერი

© Sputnik / STRINGERსაბადურის ტყე
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 8ოქტომბერია, პარასკევი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღის დასაწყისში შესაძლებელია დასანანი გაუგებრობები, მცირე უსიამოვნებები, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს, რადგან ვითარება მალე შეიცვლება უკეთესობისკენ, გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო მოვლენები გელოდებათ. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ოქტომბერი>>
ვერძი: თუ დროს უქმად არ დაკარგავთ და საქმეებს სამომავლოდ არ გადადებთ, ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ. სჯობს, დღე რთული საკითხების მოგვარებით დაიწყოთ. შეძლებთ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის მიღებას. დღის მეორე ნახევარში სიურპრიზებია მოსალოდნელი საჩუქრების ან თანხის მიღების სახით. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის, იმ ადამიანთან შესახვედრად, ვისზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2018
ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: მოულოდნელი მოვლენები გელოდებათ. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. მაგრამ ნერვიულობა არ ღირს. გარემოებები თქვენთვის სასიკეთოდ ეწყობა. მიღებული გადაწყვეტილებები სწორი აღმოჩნდება. ფულის დახარჯვა არ იჩქაროთ, რადგან რისკია, რომ გამოუსადეგარი ნივთი შეიძინოთ და ფული ქარს გაატანოთ. დანარჩენს რაც შეეხება, საკმაოდ ხელსაყრელი დღეა. პოზიტიურად განვითარდება პირადი ურთიერთობები.
ტყუპი: შეიძლება გაგიჭირდეთ საქმეებზე ყურადღების კონცენრაცია, დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. ბევრი ცდუნება გელოდებათ და მათთან გამკლავება ყოველთვის ადვილი არ იქნება. წაგადგებათ, თუ გვერდით ისეთი ადამიანი გეყოლებათ, როემლიც მცდარი ნაბიჯებისგან დაგიცავთ. შესაძლოა, გაჩნდეს ახალი იდეები და ამის გამო გეგმები შეცვალოთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრები გელოდებათ, მათ შორის ადამიანებთან, რომლებზეც მხოლოდ კარგი გსმენიათ.
კირჩხიბი: დღის დასაწყისში დიდი შრომა მოგიწევთ. საჭირო იქნება რამდენიმე პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტა, რთულ კითხვებზე პასუხების პოვნა. ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით, თუმცა ეს დიდ ენერგიას წაიღებს. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო მოვლენებია მოსალოდნელი. კარგი დროა სერიოზული საუბრებისთვის. შესაძლოა, ისეთი რამ მოისმინოთ, რაც თქვენს გეგმებზე იმოქმედებს. შესაძლებელია რომანტიკული სიურპრიზები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2018
ზოდიაქოს რომელი ნიშნების ქალებს შეაქვთ ლომის წილი მამაკაცების წარმატებაში
ლომი: შეძლებთ საერთო ენის გამონახვას მათთან, ვისაც აქამდე ვერ ეწყობოდით და უთანხმოებები გქონდათ, ასევე შეთანხმებას მეტოქეებთან. თქვენი იდეები ბევრს მოეწონება. არაა გამორიცხული, რომ გავლენიანმა ადამიანებმა მხარდაჭერა შემოგთავაზონ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესამჩნევი იქნება პირად ურთიერთობებშიც. მოძებნით საშუალებას, რომ გაახაროთ ახლობელი ადამიანები, დაეხმაროთ გაჭირვებაში ჩავარდნილ მეგობრებს.
ქალწული: შეძლებთ დიდი ხნის ჩანაფიქრის რეალიზებას, რამე თამამი იდეის განხორციელებას. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ სწორი ნაბიჯები მოძებნოთ სამოქმედოდ, იპოვოთ ადამიანი, რომელსაც დახმარებისთვის მიმართავთ. რაც შეეხება ნაცნობების რჩევებს, მაინცდამაინც ნუ დაეყრდნობით, განსაკუთრებით, თუ ამ რეკომენდაციებს საქმეში ჩაუხედავი ადამიანი გაძლევთ. საღამოს იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული შეხვედრა.
სასწორი: მზად იყავით მოულოდნელობებისთვის, რომლებიც დღეს მრავლადაა მოსალოდნელი. ეს ის დღეა, როდესაც გეგმის მიხედვით მოქმედება ძალიან რთული იქნება. ხშირად მოგიწევთ იმპროვიზირება, გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება. ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მოგენატრათ. სასაუბროდ საინტერესო თემები გაჩნდება, მოისმენთ სასარგებლო ინფორმაციას ან პასუხს კითხვაზე, რომელიც გაინტერესებთ.
გულის კლიტე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
რომანტიკა, სიყვარული და ზოდიაქოს ნიშნები ოქტომბერში – თვის ასტროპროგნოზი
მორიელი: უნდა იჩქაროთ. შეიძლება გაჩნდეს სასწრაფო საქმეები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ყველა გამოცდას შესანიშნავად გაართმევთ თავს. თუ დროს ფუჭად არ დაკარგავთ, იმაზე მეტს მოასწრებთ, ვიდრე დაგეგმილი გაქვთ. შეგიძლიათ რჩევებისთვის საიმედო მეგობრებსა და მოკავშირეებს მიმართოთ. არ იჩქაროთ რამე ძვირად ღირებული ნივთის შეძენისას – ნამდვილად გჭირდებათ დრო, რომ შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის საუკეთესო შეარჩიოთ.
მშვილდოსანი: დღის პირველ ნახევარში რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. უმნიშვნელო შემთხვევებსაც კი თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია, მცირე პრობლემები შეიძლება უზარმაზარ პრობლემებად მოგეჩვენოთ. საბედნიეროდ, გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ და თქვენში ოპტიმისტურ განწყობას გააღვიძებს. დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იქნება. შეძლებთ რამდენიმე რთულ საქმესთან გამკლავებას.
თხის რქა: დღის პირველ ნახევარში ბევრი საინტერესო იდეა გაგიჩნდებათ. შესაძლოა, მათი რეალიზება მალევე ვერ შეძლოთ, მაგრამ მოგვიანებით დაუბრუნდებით. ეცადეთ, არ დაარღვიოთ ძველი შეთანხმებები, იმედი არ გაუცრუოთ მათ, ვისაც დახმარებას დაჰპირდით. ასე ბევრ უსიამოვნო მომენტს აიცილებთ თავიდან. დღის მეორე ნახევარში არ გადაიღალოთ. ეს კარგი პერიოდია დასვენებისთვის.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ
მერწყული: დღის დასაწყისში სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ნერვიულობა მაინც მოგიწევთ. საჭირო გახდება სიტუაციაში სწრაფი ორიენტირება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეცადეთ, კამათში დრო არ დაკარგოთ. უფრო ეფექტური მარტო მოქმედება იქნება, ვიდრე ვინმესთან შეთანხმების მცდელობა. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნოდ და მარტივად აეწყობა. არ არის გამორიცხული რომანტიკული ნაცნობობა.
თევზები: დღის დასაწყისი საკმაოდ მშფოთვარე იქნება. მოგიწევთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი საქმეების გაკეთებაც. მიუხედავად ამისა, შეძლებთ კარგი განწყობის შენარჩუნებას. დღის მეორე ნახევარი ახალი იდეებისა და თამამი გეგმების დროა. გექნებათ მომგებიანი გარიგებების დადების შესაძლებლობა, რომლითაც თქვენი შემოსავლები გაიზრდება. გაგიმართლებთ სიყვარულშიც – შესაძლებელია ნაცნობობა, რომელსაც რომანტიკული გაგრძელება მოჰყვება.
ყველა ახალი ამბავი
0