რომანტიკა, სიყვარული და ზოდიაქოს ნიშნები ოქტომბერში – თვის ასტროპროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliგულის კლიტე
გულის კლიტე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
ოქტომბერი საკმაოდ ხელსაყრელი თვეა რომანტიკისთვის, თუმცა მტკიცე მოქმედებებს მამაკაცებისგან ნუ დაელოდებით
სიყვარულის, ურთიერთობების, ჰარმონიის პლანეტა ვენერა 7 ოქტომბრამდე მორიელის ნიშანშია. ეს მდგომარეობა რამდენადმე არაკომფორტულია. ქალები ამ პერიოდში მომთხოვნი და ჭირვეული არიან. ოქტომბრის პირველი კვირა, შეიძლება ითქვას, კრიზისული პერიოდია პარტნიორობისთვის. თითქმის მთელი თვე მარსი, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება და ლიბიდოზე მოქმედებს, სასწორის ნიშნით მოძრაობს. ბევრი ქალი დარჩება გაკვირვებული მამაკაცების მოქმედებით, უკმაყოფილება იქნება მათი პასიურობის, განწყობის ცვლილებისა და სიზარმაცის გამო.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
ვენერა 7 ოქტომბრიდან ოპტიმისტურ მშვილდოსანში გადავა. გაიოლდება ჰარმონიის მიღწევა სასიყვარულო ურთიერთობებში, მაგრამ მამაკაცებისგან ბევრი რამის მოთხოვნა მაინც არ ღირს – მათ ახლა რთული პერიოდი უდგათ – მარსი 31 ოქტომბრამდე შესუსტებულია, მაგრამ მერე თავისი მართვის ნიშან მორიელში გადავა და ძლიერი სქესის ადამიანები კვლავ იგრძნობენ თქვიანთ ძალას.
19 ოქტომბრამდე რეტროგრადული მერკური სასწორის ნიშანშია, რომელსაც სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს. შესანიშნავი დროა ძველი კავშირების განახლების, სიყვარულის დაბრუნების, შეცდომების გამოსწორებისა და მიმქრალ ურთიერთობებში ცეცხლის აგიზგიზებისთვის.
ვერძი
მიუხედავად ძლიერი ფიზიკური ლტოლვისა საყვარელი ადამიანისადმი, დაახლოების გზაზე ბევრი დაბრკოლება ჩნდება. ამასთან, ურთიერთობების ძლიერად გამოხატული სურვილი აფრთხობს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს – ასეთი ურთიერთობები შეიძლება სულაც არ დამთავრდეს ქორწინებით. იცხოვრეთ ამ მომენტით და ნუ დააწყობთ შორს მიმავალ გეგმებს – ასეთ შემთხვევაში თქვენი პირადი ცხოვრება მრავალფეროვანი და ჰარმონიული იქნება. მოერიდეთ ჩხუბს, ეჭვიანობას, ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების თვალში პოპულარული ხართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცური და ქალური პრინციპების ჰარმონიულად შეთავსება ისწავლოთ.
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2019
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე
კურო
ხშირად გაიხსენებთ წარსულ ვნებიან კავშირებს. ქორწინებაში შეიძლება პრობლემები გაჩნდეს. ზოგიერთი ურთიერთობების განზე დაწყებაზეც არ იტყვის უარს. პრობლემაა სასიყვარულო ურთიერთობებში, რომელიც უზარმაზარ ენერგიაში იმალება და ამ ენერგიას გათავისუფლება სჭირდება, მაგრამ არა ჩხუბისა და კონფლიქტების, აგრესიის, უხეში დაპირისპირებების გზით. ვნებების დაცლის შემდეგ შესაძლებელია დაახლოება, მაგრამ სტაბილურობა, დიდი ალბათობით, დიდხანს არ გაგრძელდება. მთელმა ოქტომბერმა შეიძლება სწორედ ამგვარად გაიაროს – ჩხუბი, შერიგება, ჩხუბი, შერიგება...
ტყუპი
გაუგებარი მიზეზების გამო მატულობს ეჭვიანობის სცენები, იზრდება მომთხოვნელობა პარტნიორის მიმართ. გინდათ, რომ სიყვარული დაგიმტკიცონ და თუ ამას ვერ აღწევთ, აგრესიული ხდებით, ჩნდება პირქუში ფიქრები, რაც რომანტიკულ სფეროზე ნამდვილად არ აისახება სასიკეთოდ. ამ სიტუაციაში კარგი კომპენსაცია შეიძლება გახდეს კრიზისგადალახული ურთიერთობების კარგი მაგალითი. ოქტომბრის მეორე ნახევარი უფრო ხელსაყრელია. შესაძლებელი გახდება ზოგიერთი ნეგატიური გავლენის მოგერიება და პრობლემების გადაჭრა. ეს თვე ძალზე მნიშვნელოვანია თქვენთვის, რადგან მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში წარსულის უხერხულ თემებს წამოწევს წინა პლანზე.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
კირჩხიბი
პარტნიორთან შინაგანი თანხმობაა, შესაძლებელია დანგრეული ურთიერთობების აღდგენა. ქალი კირჩხიბები განსაკუთრებულად მომხიბვლელნი ხდებიან – გაჩნდება შარმი, გაძლიერდება ქალურობა. კარგი დროა სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად ან ქორწინებისთვის, ასევე თანაცხოვრების დასაწყებად, ბავშვის დაგეგმვის, ოჯახის გაფართოებაზე ფიქრისთვის. ასევე ხელსაყრელი დროა პარტნიორის ოჯახთან, ნათესავებთან ურთიერთობების მოგვარებისთვის. მამაკაცები ქალებში პოპულარობას მოიხვეჭენ. მარტოხელები იპოვიან ქალს, რომელიც სრულად შეესაბამება მათ წარმოდგენას მშვენიერ სქესზე.
ლომი
შინაგანი სამყაროს დაუბალანსებლობა სირთულეებს გამოიწვევს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებში. რაც უფრო მეტად გაინტერესებთ საკუთარი თავი, მით უფრო ძლიერად შორდებით პარტნიორს. ირგვლივ მყოფები ამჩნევენ, რომ მუდმივად უკმაყოფილო ხართ. ხანდახან შეიძლება შენიშვნაც მოგცენ, ან რამე გირჩიონ. მოუსმინეთ მათ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ცვლილებები უკეთესობისკენ, ურთიერთობების დასტაბილურება, არსებულ ურთიერთობებში ახალი გრძნობებისა და ვნებების გაჩენა. უფრო ხელსაყრელია ოქტომბრის მეორე ნახევარი, რადგან პრობლემის გაჩენის შემთხვევაში მისი გამოსწორების რეალური შანსი ბევრია.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
ქალწული
რთული პერიოდია 19 ოქტომბრამდე, ამ დროს მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება, რაღაცის დათმობა, კომპრომისზე წასვლა. იმისთვის, რომ არსებულმა ურთიერთობებმა თავი არ ამოწუროს, მუდმივად გიწევთ რაღაც ახლის მოფიქრება, გამრავალფეროვნება. მოსაბეზრებელი შეიძლება გახდეს სერიოზული ურთიერთობებიც და გაჩნდეს სხვა ადამიანის პოვნის ცდუნება, რომელთანაც უფრო საინტერესო იქნება ურთიერთობა. ასევე შესაძლებელია დაბრუნება პარტნიორთან წარსულიდან. დეკემბრის მესამე დეკადა კი ხელსაყრელი პერიოდი იქნება. შეიძლება გაჩნდეს მსუბუქი, ზედაპირული ურთიერთობები. ბევრი თქვენგანი არაპროგნოზირებადი შეიძლება გახდეს და სიყვარული თამაშად აღიქვას.
სასწორი
ღრმა გრძნობების საჭიროება არ არის – სიყვარული, პირველ რიგში, უკავშირდება ენერგიის პარტნიორთან ურთიერთგაცვლას. ზედაპირული კავშირი გაცნობიერებულ დონეზე ხელს უწყობს ინდივიდუალური უნარების, ფარული ნიჭის აქტივაციას, მაგრამ თქვენი პარტნიორი, დიდი ალბათობით, ვერ შეეგუება თქვენი პიროვნების წარმოჩენას. სრულიად შესაძლებელია კარგი ურთიერთგაგება პარტნიორთან, მაგრამ ახლა ძლიერი ემოციებისა და ვნებების განწყობა არ გაქვთ, რაც სერიოზული ურთიერთობებისთვის არის საჭირო. არ არის გამორიცხული, რომ არსებული რომანტიკული კავშირი მეგობრულ, „დაძმურ“ კავშირში გადაიზარდოს. პარტნიორისკენ სწრაფვის არარსებობის გამო შესაძლებელია კონფლიქტები და კავშირის გაწყვეტა.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ
მორიელი
ოქტომბერი დიდხანს დაგამახსოვრდებათ – გელოდებათ საინტერესო შეხვედრები, ვნებები და პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა შორის. შესაძლოა, შექმნილი გარემოებების გამო ყოფილ პარტნიორთან მოგიწიოთ შეხვედრა, ან გაიხსენოთ ძველი ვნებიანი კავშირები. არაა გამორიცხული, რომ თქვენი მომხიბვლელობა კარიერული წინსვლისთვისაც გამოიყენოთ – თუ თქვენი ხელმძღვანელი საწინააღმდეგო სქესისაა, იოლად მოიპოვებთ დამატებით ბონუსებს, მოგეცემათ ახალი შანსები. გამოიყენეთ ეს დრო მომგებიანად – არ მოგერიდოთ საკუთარ სურვილებზე ხმამაღლა საუბარი და ინტერესების გატანა. შესაძლებელია სამსახურებრივი რომანი, რომანტიკული კავშირი საქმიან პარტნიორთან.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი თვეა მოგზაურობისთვის, უცხოეთში წასვლისთვის – იქ შეიძლება თქვენი სიყვარული, საიმედო პარტნიორი იპოვოთ. ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარულში მორალური პრინციპების დაცვა, არსებული ურთიერთობების შენარჩუნება, ცდუნებებისა და პროვოკატორების მოგერიება. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება თქვენი ქორწინება ან სასიყვარულო ურთიერთობები დაანგრიოს. ბევრისთვის ოქტომბერი პირად ურთიერთობებში გარკვეული ეტაპის დასრულების თვე იქნება – ზოგისთვის ის დასრულდება, ზოგისთვის კი ახალი სტადია დაიწყება. მარტოხელებს შესანიშნავი შანსი ექნებათ, იპოვონ თავიანთი მეორე ნახევარი, თუ საზოგადოებაში, ყურადღების ცენტრში იტრიალებენ.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
თხის რქა
შესანიშნავი თვე გელოდებათ – სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება სტაბილურ ქორწინებაში გადაიზარდოს – დრო თქვენზე და თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაზე მუშაობს. სტაბილურობასთან ერთად მეტად სერიოზული ხდებით, რამაც ურთიერთობებში მონოტონურობა შეიძლება შემოიტანოს, ამან კი პარტნიორის უკმაყოფილება გამოიწვიოს. თუ ურთიერთობები ახალი დაწყებულია, ფაქიზად გამოავლინეთ თქვენი სიყვარული – დროთა განმავლობაში ის შეიძლება უფრო კაშკაშა და მტკიცე გახდეს. შესაძლებელია შეხვედრა პოტენციურ რომანტიკულ პარტნიორთან დიდი ასაკობრივი სხვაობით, მაგრამ თუ სწორად შეაფასებთ ყველაფერს, ეს ასაკობრივი სხვაობა საგრძნობი არ იქნება. კარგი დროა, რომ მყარი და მეგობრული ოჯახის შექმნისთვის საძირკველი გაამზადოთ.
მერწყული
რთული თვეა: სიყვარულში კმაყოფილება მცირდება, გემატებათ განცდები. პასუხისმგებლობას გრძნობთ პარტნიორის გამო, იძულებული ხართ მისი ამოცანები გადაწყვიტოთ. ეს გზღუდავთ სურვილებსა და შესაძლებლობებში. დაუკმაყოფილებლობა ურთიერთობებში თვის მეორე ნახევარში თანდათანობით გაქრება და ახლებურად შეხედავთ თქვენს პარტნიორს. ასევე შეიძლება ისეც იყოს, რომ, რაც უფრო დიდხანს გრძელდება თქვენი ქორწინება, მით უფრო იტანჯებით. ასეთი ვითარებიდან გამოსავალი შეიძლება იყოს გარემოს – სამუშაოს, ქვეყნის – შეცვლა. სრულიად შესაძლებელია, რომ აღადგინოთ ურთიერთობები, თუ შემორჩენილია პატივისცემა და მადლიერება ერთმანეთის მიმართ.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
თევზები
გარემოებები თქვენთვის საუკეთესოდ ეწყობა – მნიშვნელოვანი სასიამოვნო სიურპრიზები სიყვარულში ხელს შეუწყობს თქვენი თვითშეფასების ამაღლებას. მაგრამ ოქტომბერში დაწყებული ურთიერთობები ხანგრძლივი შეიძლება არ იყოს – სჯობს, ახალ პარტნიორთან არაფერი დაგეგმოთ, უბრალოდ, ნება მიეცით ცხოვრებას, მოგიძღვნათ სიურპრიზები და დატკბით რომანტიკით. თუ პარტნიორს მიეჩვევით და სტაბილურობის ძებნას დაიწყებთ, დაიწყება უსიამოვნებები, რომლებიც მთლიანად შეცვლის მოვლენების მსვლელობას. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, შორეული სიყვარული, რომელსაც აქვს შანსი, რომ რეალური გახდეს, მხოლოდ პლატონურ სიყვარულად დარჩეს.
ყველა ახალი ამბავი
0