დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ოქტომბერი

© Pixabay / AdinaVoicuგოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით ხელში
გოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 7ოქტომბერია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ეცადეთ, წვრილმანების გამო არ გაღიზიანდეთ, თუ მხოლოდ რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება გინდათ. მიმდინარე საქმეებიც ყურადღებას მოითხოვს და რაც უფრო მალე მორჩებით მათ, მით უფრო მეტი დრო დაგრჩებათ რაღაც მართლა საინტერესოზე. ამიტომ აჯობებს, თუ არაფერს გადადებთ დიდი ხნით. ნებისმიერი ურთიერთობა დღეს მოთმინებასა და დელიკატურობას მოითხოვს. რატომღაც ადამიანების ნაკლოვანებები ძალზე შესამჩნევი ხდება. თუ თავს შეიკავებთ კრიტიკული გამონათქვამებისგან, დღე უფრო მშვიდი და სასიამოვნო იქნება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ოქტომბერი>>
ვერძი: ძალიან კარგი დღეა სასარგებლო საქმეების გასაკეთებლად, ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. საჭირო შედეგის მიღება ყოველთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ დაწყებულზე უარი არანაირმა სირთულემ არ უნდა გათქმევინოთ. შესანიშნავად ეწყობით ადამიანებს. კარგად განეწყობიან ისინიც, ვისაც აქამდე თქვენ მიმართ მხოლოდ პრეტენზიები ჰქონდა.
გულის კლიტე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
რომანტიკა, სიყვარული და ზოდიაქოს ნიშნები ოქტომბერში – თვის ასტროპროგნოზი
კურო: ეცადეთ, კამათსა და ჩხუბს თავი აარიდოთ. ეს ადვილი არ იქნება, რადგან ბევრი ცდილობს თქვენზე ზემოქმედების მოხდენას, რამეში დარწმუნებას. მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია კომპრომისის მოძებნა და არა ჯიუტად ერთ პოზიციაზე დგომა. კარგი დღეა ფინანსების თვალსაზრისით. შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ფულთან ან ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, დადოთ მომგებიანი გარიგებები.
ტყუპი: იმოქმედეთ მტკიცედ, კატეგორიულად. არ ღირს დროის დახარჯვა ფუჭად, რადგან არის რაღაც მნიშვნელოვანის მიღწევის შანსი, იმის, რისკენაც დიდი ხანია მიისწრაფვით. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, პროფესიული საკითხების განხილვა ისე დამთავრდება, როგორც თქვენ გინდათ. სხვადასხვა ადამიანთან საერთო ენის გამონახვა არ გიჭირთ. შესაძლებელია დამეგობრება ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია, თქვენს სიმპათიას იწვევს.
კირჩხიბი: მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა დღის მეორე ნახევრამდე გადადეთ. დილით გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია, იმის გადაწყვეტა, თუ რომელი საქმეა პირველ რიგში გასაკეთებელი. სამაგიეროდ, შესანმიშნავი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისა და მათთან სამომავლო გეგმების გახილვისთვის. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. გელოდებათ საკმაოდ საინტერესო საქმიანობა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
ლომი: არ აჰყვეთ პროვოკაციებს. დღის პირველი ნახევარი ურთიერთობების მხრივ რთული პერიოდია – ადამიანები ხშირად სწორად ვერ იგებენ თქვენს სიტყვებს, შეიძლება დაუფიქრებლად რაღაც შენიშვნები მოგცენ. საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებთ და მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი გექნებათ. დღის მეორე ნახევარში კარგი სიახლეები გელოდებათ. კარგად ჩაივლის საოჯახო ღონისძიებები.
ქალწული: კარგი დღეა სერიოზული საკითხების განსახილველად, რომელთა გამო აქამდე უთანხმოებები გქონდათ. არ შეუშინდეთ იმას, რომ საუბარი შეიძლება ჩხუბით ან წყენით დამთავრდეს. დღეს სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან შეგიძლიათ ურთიერთობების აწყობა. სამუშაოს მხრივ წარმატებები გელოდებათ. ადვილად გაუმკლავდებით რთულ საქმეებსაც. ბევრ რამეში ინტუიცია გეხმარებათ. ჰარმონიულად ეწყობა პირადი ურთიერთობებიც.
სასწორი: ყურადღემა მიაქციეთ წვრილმანებს. ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მოგვიანებით ამან შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ხშირად დაგეხმარებათ გამოცდილება, რისი წყალობითაც სწრაფად მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, დროს არ დაკარგავთ ხანგრძლივ ფიქრზე, გარშემომყოფები ითვალისწინებენ თქვენს მოსაზრებებსა და რჩევებს. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო ნაცნობაბსა და უჩვეულო შეხვედრებს გპირდებათ.
მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2019
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღეს ბევრი რამ შეგიძლიათ. თქვენი ძალისხმევის წყალობით გადაწყდება პრობლემები, რომლებიც სერიოზულად აშფოთებდა გარშემომყოფებს ბოლო დროს. მოსალოდნელია უჩვეულო წინადადებები. იქნება შესაძლებლობა, რომ შეუერთდეთ რამე პერსპექტიულ პროექტს ან დაიწყოთ იმის შესწავლა, რაც დიდი ხანია გაინტერესებთ. კარგი დღეა მგზავრობისთვის, დღის მეორე ნახევარი – შოპინგისთვის.
მშვილდოსანი: მნიშვნელოვანი საქმეები გელოდებათ, ამიტომ კარგი იქნება, თუ დამხარეებს იპოვით, რადგან მარტოს გაგიჭირდებათ. მხარს სიამოვნებით დაგიჭერენ ძველი ნაცნობებიც და ახლებიც. საერთო საქმეები დაგაახლოებთ. არაა გამორიცხული, რომ დღევანდელი მოკავშირეები ხვალ ნამდვილი მეგობრები გახდნენ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ინტუიციას ენდეთ.
თხის რქა: არ იზარმაცოთ. როგორც არ უნდა გინდოდეთ საქმეების სამომავლოდ გადადება, ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება. ზოგიერთი საკითხი დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს და რაც უფრო მალე მიხედავთ მას, მით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ. შესაძლებელია შეთანხმება თანამშრომლობაზე. ახალ ნაცნობებთან ფრთხილად იყავით. მოსალოდნელია თანხის მიღება. შეიძლება დაგიბრუნონ ძველი ვალი, ან ადრე შესრულებული სამუშაოსთვის ახლა გადაგიხადონ.
ვარსკვლავი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2018
ზოდიაქოს მამაკაცური და ქალური ნიშნები და მათი თავისებურებანი
მერწყული: იბრძოლეთ რთული და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. დღეს ეს კარგად გამოგივათ, მიიღებთ საჭირო შედეგებს, არ დაუშვებთ შეცდომებს. გამოგივათ არა მხოლოდ წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად, არამედ იმის ჩვენებაც, რომ სხვების ხელმძღვანელობაც შეგიძლიათ. ამის წყალობით შეიძლება საკმაოდ საინტერესო წინადადებები მიიღოთ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. საერთო ენის გამონახვა არ გიჭირთ არავისთან, ახლად გაცნობილებთანაც კი.
თევზები: ეცადეთ, თავი აკონტროლოთ. დღე გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღებას, კარგად მოფიქრებულ ნაბიჯებს მოითხოვს. სწორედ ამის წყალობით შეძლებთ მიზნების მიღწევას. კარგი იქნება, თუ გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც რჩევას ჰკითხავთ, განიხილავთ მასთან თქვენთვის მღელვარე საკითხებს. დღის პირველ ნახევარში შფოთვა და დაძაბული მომენტებია მოსალოდნელი, მაგრამ მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად ჩაივლის და განწყობაც გაუმჯობესდება.
ყველა ახალი ამბავი
0