დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ოქტომბერი

© Pixabay / enriquelopezgarreყვავილები ზღვის სანაპიროზე
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 6 ოქტომბერია, ოთხშაბათი. ახალმთვარეობა სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დიდი შესაძლებლობების დღეა და შანსები ხელიდან რომ არ გაუშვათ, საქმეები სამომავლოდ არ გადადოთ. სიზარმაცესა და უინიციატიგვობას გამართლებას ნუ მოუძებნით, თავდაჯერებულად შეუდექით საქმიანობას, რადგან მომდევნო დღეს, შესაძლოა, მიზანს უკვე ვეღარ მიაღწიოთ. თუ შეძლებთ და ამ დღის ინერტულობას გადალახავთ, თქვენ წინაშე საოცარი პერსპექტივები გაიხსნება. ეს ეხება როგორც სამუშაოს, ისე ფულს, სიყვარულსა და ჯანმრთელობას.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ოქტომბერი>>
ვერძი: მძლავრი სტიმული გჭირდებათ იმისთვის, რომ ნორმალურად შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები. ამის გარეშე შეიძლება მთელი დღე უქმად გაატაროთ. სტიმული კი შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს – თავზე საყრელი საქმეები სამსახურში, კარგი თანხის მიღების შანსი, ცნობისმოყვარეობა ან სხვა რამე დაინტერესება. ასევე სტიმულის როლი შეიძლება შეასრულოს ვინმეს განრისხების შიშმაც – ეს უცბად დაგაბრუნებთ მწყობრში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2018
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წყვილებს აქვთ გამდიდრების ყველაზე დიდი შანსი
კურო: დღეს შრომითი თერაპია წაგადგებათ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამაზე სხვა წარმოდგენა შეიძლება გქონდეთ. სამწუხაროდ, თქვენი აქტიურობა და ენერგიულობა არასათანადო დონეზეა, მაგრამ როგორც კი საქმიანობას დაიწყებთ, ეს გამოსწორდება. დღეს ძალიან პასიური ხართ, სიზარმაცეს მიძალებული, მაგრამ ამას თუ არ შეეწინააღმდეგებით, მთელი დღე ფუჭად, ხოლო თუ გააქტიურდებით, დღე ძალიან საინტერესოდ ჩაივლის.
ტყუპი: მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად შეიძლება ოცნებებს მიეძალოთ, მაგრამ სიტუაცია ღრუბლებიდან მიწაზე დაგაბრუნებთ. საიროა არა მხოლოდ სწრაფად და მკაფიოდ მოქმედება ჩვეული საქმეების შესრულებისას, არამედ ასევე თვალყურის მიდევნება ხშირად ცვალებად გარემოებებსა და გარშემომყოფების რეაქციისთვის. თუ შეძლებთ და აქტიურ რეჟიმს დაუბრუნდებით, დღე ძალზე პროდუქტიულად ჩაივლის, წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომები და ჩავარდნებია მოსალოდნელი.
კირჩხიბი: ყურადღების კონცენტრირება ძალიან გაგიჭირდებათ. იქნებათ გონებაგაფანტული, ნებისმიერ რამეს შეუძლია თქვენი გულისყურის სხვა მიმარტულებით გადატანა. შესაძლოა, თქვენი გონება წვრილმან საზრუნავზე ფიქრით იყოს გაჯერებული, ან მომავალ შვებულებაზე აზრებით. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივზე ნაკლები საქმის გაკეთებას შეძლებთ, ხოლო რასაც გააკეთებთ, ისიც შესამოწმებელი იქნება.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2019
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
ლომი: ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე მოლაპარაკებებს დაუთმოთ და ყველაფერს, რაც მასთან არის დაკავშირებული. თუ ამ კვირაში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გაქვთ დაგეგმილი, ამის გაკეთება სწორედ დღეს ჯობია. თუ თქვენი სამუშაო არ უკავშირდება ხელმძღვანელობას შუამავლობას, კლიენტებთან მუშაობას და ა.შ. მაშინ გამონახეთ დრო გარშემომყოფებთან ყველაზე დელიკატური თემების განსახილველად. ამ თვალსაზრისით დღეს საოცრებები შეიძლება მოხდეს.
ქალწული: არ ღირს მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ყოფნა, შესაძლოა, ვინმეს დახმარება ან რჩევა დაგჭირდეთ. ძალიან ბევრი საქმე გექნებათ და სავარაუდოდ, ნაწილის გადაბარება სხვებისთვის მოგიწევთ. თუ არ იცით, როგორ იმოქმედოთ, არ მოგერიდოთ რჩევის კითხვა. დღეს სხვა ადამიანებზე დაყრდნობით – მათთან კარგ ურთიერთობებზე, პროფესიონალიზმზე, გამოცდილებაზე, კავშირებზე – შეძლებთ შეცდომების თავიდან არიდებას და ჩანაფიქრის განხორციელებას.
სასწორი: დღეს მოულოდნელად ლიდერის თვისებების „შემოტევა“ გექნებათ. და ეს უსაფუძვლოდ არ ხდება – მართლაც ხართ განწყობილი, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობა იკისროთ. ეს, ერთი მხრივ, არაკეთილმოსურნეების სამიზნედ გაქცევთ, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ თქვენი გადაწყვეტილებები კარგად აწონილ–დაწონილი იქნება, გაქვთ შესანიშნავი შედეგების ჩვენების შანსი, ასევე ამით მოშურნეებსა და კონკურენდებს დაადუმებთ.
მისტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2020
ასტროლოგია და კარანტინი – ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მორიელი: შეიძლება მოულოდნელად იგრძნობთ, რაღაც გეპარებათ მხედველობიდან. შესაძლოა, ირგვლივ განვითარებული მოვლენების საქმის კურსში არ ხართ, ან რაქვთ ინფორმაცია იმ საქმეზე, რომელსაც აკეთებთ. ასეა თუ ისე, საშიში არაფერია. ყველაფრის საქმის კურსში ნამდვილად ვერ იქნებით, ამიტომ მოდუნდით და იმოქმედეთ იმის მიხედვით, რაც ზუსტად იცით, ანუ გააკეთეთ მიმდინარე ჩვეული საქმეები.
მშვილდოსანი: მთლიანობაში ვითარება თქვენთვის შესანიშნავად აეწყობა, თან დიდი ძალისხმევის გარეშე. ასეა, ცხოვრება მათემატიკა არ არის, ხანდახან მოქმედებს ისეთი ფაქტორი, როგორიცაა „იღბალი“. დღეს გაქვთ შანსი, რომ ამაში დარწმუნდეთ. ბედის ბორბალმა, შესაძლოა, მწვერვალზე აგიყვანოთ, მოგიტანოთ სასიამოვნო სიურპრიზების მთელი რიგი. თქვენს არაკეთილმოსურნეებს კი პირიქით, ბედი ზურგს აქცევს. გამოიყენეთ დღევანდელი შესაძლებლობები.
თხის რქა: იმის ნაცვლად, რომ მიმდინარე საქმეებში მთელი თავით გადაეშვათ, აჯობებს, თუ სიტუაციას მთლიანობაში შეხედავთ. ხომ არ დაგავიწყდათ მიზანი, რისკენაც მიდიხართ, ან გახსოვთ მოძრაობის სტრატეგია? ან, იქნებ დროსა და ძალებს რუტინული საქმეები გართმევთ? ცნობილია, რომ მხატვრის ნამუშევრის აღსაქმელად მას ცოტა მოშორებიდან უნდა შეხედოთ. ასე მოიქეცით დღეს – შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი შტრიხები გაკლიათ.
გულის კლიტე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
რომანტიკა, სიყვარული და ზოდიაქოს ნიშნები ოქტომბერში – თვის ასტროპროგნოზი
მერწყული: თუ დაინტერესებული ხართ, ნებისმიერი დარწმუნებას შეძლებთ ნებისმიერ რამეში. თქვენი კომუნიკაციური და სხვისი დარწმუნების უნარები უმაღლეს დონეზე იქნება. მშრაფ ფაქტებსა და ციფრებს ისე წარადგენთ, თითქოს ეს სულისშემძვრელი დეტექტივია. ასე რომ, შესანმიშნავი დღე გელოდებათ, რომ მიიღოთ ირგვლივ მყოფების მხარდაჭერა ან კარიერაში წაიწიოთ წინ. თუ არის მოლაპარაკებების აუცილებლობა, ამაზე უკეთეს დროს ვერ ნახავთ.
თევზები: დღეს თქვენი მოქმედებების ხაზი უნდა გაატაროთ, წინ წახვიდეთ დაბრკოლებების მიუხედავად. შესაძლოა, გზაზე რამე წინააღმდეგობებს წააწყდეთ, ღია დაპირისპირებასაც კი. გარშემომყოფებმა, შესაძლოა, თქვენი თხოვნა „ვერ გაიგონ“, იდეა ძირშივე აღმოფხვრან, ხოლო წინადადებას ბოიკოტი გამოუცხადონ. თუმცა ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ არ დაიხევთ უკან, ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევთ. გწამდეთ წარმატებისა და ყველაფერი გამოგივათ.
ყველა ახალი ამბავი
0