როდესაც იუპიტერი სატურნს თხის რქის ნიშანში ხვდება, თვითონ სტრუქტურის რეორგანიზაცია ხდება, დგინდება მსოფლიო გლობალური თამაშის ახალი წესები.
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით>>
ჰოროსკოპი და კარანტინი
კორონავირუსი ოფიციალურად 2019 წლის 8 დეკემბერს დარეგისტრირდა და ამ თემის აქტივაცია საახალწლო დაბნელებების დერეფანთან ახლო თარიღების მიხედვით მიმდინარეობდა.
ეს თარიღებია: 19, 26 დეკემბერი – ოფიციალური განცხადებები ჩინური პრობლემის შესახებ, 13 იანვარი – დარეგისტრირდა პირველი შემთხვევა ჩინეთის საზღვრების გარეთ, და 11 მარტი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს პრობლემა საყოველთაო პრობლემად აღიარა.
ამ თარიღების მიხედვით ვლინდება 2020 წელს სიტუაციის განვითარების ზოგადი ტენდენცია და შემდგომი თემატური მოვლენების დრო.
კარანტინის აქტივაციის მომენტში თხის რქაში „შეხვდნენ“ მარსი, სატურნი, პლუტონი და იუპიტერი.
ამიტომ ვხედავთ ამ მოვლენაში სატურნის მრავალ გავლენას, რაც გაძლიერებულია თხის რქაში მყოფი დანარჩენი პლანეტებით.
როგორ იწყებოდა პანდემია, ანუ კაცობრიობის უშეღავათო ბრძოლა „უხილავ მტერთან“>>
პლანეტების აღლუმი თხის რქაში მიმდინარე მოვლენების სურათს შემდეგი პუნქტებით წარმოგვიდგენს:
- პრობლემის სერიოზულობა და გლობალიზმი
- კორონავირუსის მიმართ მოხუცების დაუცველობა
- უმრავლესობის მიერ წესების დაცვა ყოველგვარი კამათის გარეშე, შეზღუდვების უსიტყვოდ მიღება კარანტინის პერიოდში
- კორონავირუსისა და გლობალური კარანტინის შეუქცევადი შედეგების წინაშე სევდისა და შიშის საერთო ფონი
ეს ყველაფერი პირდაპირ თუ ირიბად იმოქმედებს ყველაზე. ვიღაც უკანა პლანზე გადაიწევს, ხოლო ვიღაც – პირიქით, წინ წაიწევს.
ყოველთვის არის და იქნებიან ის ადამიანები და ის სფეროები, რომლებიც კრიზისის დროს იგებენ: ფარმაკოლოგიური კომპანიები, მიწოდების სერვისები, ტაქსი, დამხმარე პროფესიები – ექიმები, ფსიქოლოგები და სხვ.
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>
ეს პრობლემა შეეხო ყველა სფეროს: მედიცინა, ბიზნესი პოლიტიკა, გეოპოლიტიკა, სასულიერო სფერო, ფსიქოლოგიური ურთიერთობები.
პრობლემი მასშტაბის ფონზე ნორმის ზოგადი ცნება შეიცვალა. ამჟამად მთელი კაცობრიობისთვის მაკრო–ტრანსფორმაციული პროცესები მიმდინარეობს. კაცობრიობა გადის ინიციაციას და ახალი სახით იბადება. დგება მერწყულის ერა და Homo Deus–ის ეპოქა.
ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვერძი, სასწორი და კირჩხიბი – ამ ნიშნების წარმომადგენლებს კარდინალურად მოუწევთ გადაწყობა. ისინი განიცდიან, რომ უწევთ ახალი უნარებისა და მათთვის არატიპური ქცევის სწრაფი შესწავლა. მათთვის, უბრალოდ, აუცილებელია შთაგონების, ახალი აზრის პოვნა. ძველი აზრები და ძველი პარტნიორები, დიდი ალბათობით, წარსულს ჩაბარდება. მათ შორის განსხვავებაა ის, რომ ვერძებს ეს გააბრაზებს, კირჩხიბებს – დაანაღვლიანებს, ხოლო სასწორებს – გაახარებს ახალი გახსნილი ინფორმაციები, ახალი ჰობის გაჩენისა და ახალი უნარების ათვისების შესაძლებლობები.
მიწის ყველა ნიშნისთვის (თხის რქა, კურო და ქალწული) ვითარება სრულიად ნორმალური აღმოჩნდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ცნება ნორმა კარანტინამდე სხვა იყო. მათი დანაკარგები დანარჩენების ფონზე მინიმალური იქნება, თუ ასევე გამოავლენენ მათთვის დამახასიათებელ გულმოდგინებას, დაამატებენ მიზანსწრაფულობას, გაააქტიურებენ ვარსკვლავების მიერ დაპირებულ წინსვლის პროცესს. განახლებულ საქმიანობაში ჩაბმულ თხის რქებზე, კუროებსა და ქალწულებზე დიდი მოთხოვნა იქნება.
თხის რქები და მერწყულები საერთოდ ვერ ახერხებენ ერთ ადგილზე ჯდომას. მათ, თითოეულმა თავის მასშტაბში, ცვლილებებს ზოგადი ტონი უნდა მისცენ. უნდა იყვნენ კომუნიკაციების სისტემის განახლების მოწინავე ხაზზე, გაახმიანონ ახალი აზრები და ფასეულობები. შესაძლოა, პასუხისმგებლობის ტვირთისგან განგაშის გრძნობა მოემატოთ, მაგრამ ამან მათ გეგმებს ხელი ვერ უნდა შეუშალოს. შფოთვა და საქმე – ეს მათთვის ნორმალური სამუშაო მდგომარეობა იქნება.
ტყუპებს, ლომებსა და მორიელებს შემოქმედება გაამხნევებს, თან ისე, რომ აბსოლუტურად ახალი სამყაროს აშენება არ დასჭირდებათ. კარგი იქნება, თუ გააკეთებენ იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობენ, და პროფესიული თვალსაზრისით „გადაიტვირთებიან“ ამ გლობალურად ცვალებად სამყაროში.
თევზები თუ ძიების პროცესში იქნებიან და ექსპერიმენტებს არ შეწყვეტენ, შეძლებენ ზედაპირზე დარჩენას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის ცდუნება, რომ დაიწყონ საკუთარი თავის შეცოდება და ყველაფერში გადაამეტონ, სანამ რესურსი ეყოფათ. მაგრამ ვითარება მათ სიახლეზე ნადირობის გამოცხადებას აიძულებს და ეს მათ პერპექტივებს დაანახებს.
მშვილდოსნები, თუ ზემოთ ჩამოთვლილ პროფესიებს უკავშირდებიან, წინ წავლენ და წარმატებებს მიაღწევენ. ნებისმიერ შემთხვევაში გაუხარდებათ ცვლილებები, თუმცა, შესაძლოა, გლობალური ცვლილებების უპირატესობანი სწრაფად ვერ შეაფასონ. მათი დრო დადგა, მაგრამ ამას მოგვიანებით გააცნობიერებენ, როდესაც შეზღუდვები მოიხსნება.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც არანაირი კრიზისი არ აშინებს>>
2020 წლის პროგნოზი ყველასთვის
აპრილის დააწყისში ყველამ თითქოსდა ერთგვარი შვება იგრძნო, რაღაც შეგუებისა და მიღებისმაგვარი, ან მდგომარეობა, როგორც ასეთი – უკან დარჩა შიში, პანიკური შეტევები, მიმდინარე მოვლენების სიმძიმე ახლის ხედვამ ჩაანაცვლა.
ვისაც მარტის ბოლოს პირადი განცდები ჰქონდა, დიდი ალბათობით, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებზეც დრო იმედებს ამყარებს. მათ მოუწევთ კრიზისიდან გამოსვლის გზების ძებნა.
ივნისის ბოლოს კრიზისის კიდევ ერთი ტალღაა მოსალოდნელი – ახლა გლობალურ მკურნალობას ეკონომიკური შრეები მოითხოვს.
სექტემბრის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, მიღებული იქნება კრიზისის შედეგების ხელახალი რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილება – ძალაუფლების გადანაწილება ფასეულ რესურსებზე, რაც, თავისთავად, სტრესის კიდევ ერთი მიზეზი იქნება.
ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>
ხალხი კასტებად დაიყოფა, მაგრამ ახლა უკვე განათლები, ან, თუ გნებავთ, სულიერი და ფასეული პრინციპების მიხედვით. ცხადია, რომ თითოეული შრე იარსებებს რაღაც პარალელურ ცალკეულ რეალობაში, ექნება თავისი კომპეტენტურობა და ენა, რაც სხვებისთვის გაუგებარი იქნება.
რა უნდა გავაკეთოთ იმუნიტეტის, განწყობის ასამაღლებლად და სწრაფი და მსუბუქი ტრანსფორმაცია–ადაპტაციისთვის:
- ძალზე სასარგებლოა სუფთა სახით წყლის მიღება
- აქტიურობა, სეირნობა
- ყვითელი ფერის ტარება
- განწყობის ვარდნის დროს სუნთქვის ვარჯიშები (ღრმა ჩასუნთქვა–ამოსუნთქვა 5–7–ჯერ, დღეში 5–10–ჯერ).