12:33 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
867520

აღლუმის ასტროლოგიური აზრი ძალზე მნიშვნელოვანია. უძველესი დროიდან მოყოლებული დაკვირვებების შედეგად დასტურდება, რომ ასეთ პერიოდებში შესაძლებელია ბუნებრივი კატასტროფები, ამინდის ცვლილებები, ასევე, პრობლემები ადამიანებს შორის ურთიერთობებში.

პლანეტების აღლუმი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ასტრონომიასა და ასტროლოგიაში. აღლუმი ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ 2020 წელს პლანეტების ასეთი განლაგება – ერთ რიგში ჩამწკრივება ორჯერ გველოდება.

2020 წელს 12–13 იანვარსა და ივლისის დასაწყისში პლანეტების მცირე და დიდი აღლუმი მოეწყობა. ასტრონომიულად ეს ნიშნავს პლანეტების ერთ რიგში გამწკრივებას, ანუ, ციური სხეულები – რამდენიმე ან ყველა – მზიდან ერთმანეთთან შედარებით სიახლოვეში, ერთ მხარესა და ერთ მწკრივში დაეწყობიან. პლანეტების რაოდენობიდან გამომდინარე, არის მცირე და დიდი აღლუმები.

12–13 იანვარს პლანეტები მცირე აღლუმს აწყობენ, რომელშიც მონაწილეობენ მერკური, იუპიტერი, სატურნი და ასევე პლუტონი; ხოლო ივლისის დასაწყისში, დიდი აღლუმის დროს, ერთ ხაზში ჩამწკრივდებიან მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, ნეპტუნი ურანთან ერთად.

12–13 იანვარს ნელი პლანეტები – პლუტონი და სატურნი თხის რქის ნიშანში შეერთდებიან. ამგვარ შეერთებას შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე მზე მერკურისთან ერთად, იუპიტერი და სატურნი. ასეთმა ასტროლოგიურმა ასპექტმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ასევე ფინანსური სისტემების გარდაქმნა.

ამ აღლუმზე ძლიერ გავლენას მოახდენს ის, რომ 10 იანვარს, ანუ ცოტა ხნის წინ მთვარის დაბნელება იყო. როგორც ცნობილია, ასეთი მოვლენა ადამიანებზე ერთ დღეზე მეტხანს მოქმედებს. მოსალოდნელია განწყობების ხშირი ცვლა და კონფლიქტები.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

12–13 იანვრის აღლუმი მეხის გავარდნასავით იქნება მოწმენდილ ცაზე – მოვარდება, ატეხს გნიასს და გაქრება. ადამიანების უმეტესობა იგრძნობს, რომ რაღაც საბედისწერო ხდება, რაც, პრინციპში, არცთუ შორს დგას ჭეშმარიტებისგან.

როგორ იმოქმედების ცხოვრების სფეროებზე პლანეტების აღლუმი

 

მთავარი თემები