Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორ იწყებოდა პანდემია, ანუ კაცობრიობის უშეღავათო ბრძოლა „უხილავ მტერთან“

© REUTERS / Chalinee Thirasupaსოციალური დისტანცირება
სოციალური დისტანცირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ ზოგად და საინტერესო მიმოხილვას, თუ როდის და სად იფეთქა „იდუმალმა შტამმა“, ვინ იყო ადამიანი, ვინც პირველი დაავადდა მსოფლიოში და როგორ განვითარდა მოვლენები.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქ უჰანში განუწყვეტლად ვლინდებოდა უცნობი წარმოშობის პნევმონიის შემთხვევები, და რომ უკვე 27 დავადებული იყო დაფიქსირებული. რის გამოც ქალაქის ხელისუფლებამ დაავალა სამედიცინო დაწესებულებებს, ეწარმოებინათ სტატისტიკა და დაუყოვნებლივ ეცნობებინათ ჯანდაცვის კომიტეტისთვის თითოეული შემთხვევის შესახებ. 

ეპიდემიოლოგები - Sputnik საქართველო
ჩინეთში უცნობი წარმოშობის პნევმონიამ იფეთქა

შემოწმებით დადგინდა, რომ დაავადებამ თავდაპირველად ზღვის პროდუქტების ბაზარზე იფეთქა. სპეციალისტები ცდილობდნენ დაედგინათ, რომელ სახეობას განეკუთვნებოდა იგი. პარალელურად მოსახლეობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ეს შესაძლოა SARS-ი (მწვავე მძიმე რესპირატორული სინდრომი) ყოფილიყო, ხელისუფლება კი მოუწოდებდა მოსახლეობას, არ აჰყოლოდნენ პანიკას. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უჰანის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ლი ვენლიანმა 30 დეკემბერს ჩინეთის სოციალური ქსელის WeChat-ის მეშვეობით კოლეგებს შეატყობინა, რომ უჰანის თევზის ბაზარზე SARS-ის (მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელიც 2002 წელს დარეგისტრირდა ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში) შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ახალი კორონავირუსი სხვა შტამს განეკუთვნებოდა. ვენლიანის პოსტი ჩინეთის სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ის მალე ვირუსულად იქცა, ვინაიდან ადამიანებს ეშინოდათ SARS-ის დაბრუნებისა. 

მეორე დღეს ლი ვენლიანი და კიდევ შვიდი ექიმი, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ვირუსის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელეს, უჰანის პოლიციაში დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ შეეწყვიტათ ცრუ განცხადებების გავრცელება ინტერნეტით, რაც საზოგადოებრივ წესრიგს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. 

სამწუხაროდ, ექიმი, რომელმაც მსოფლიოს პირველმა აცნობა ახალი ინფექციის აფეთქების თაობაზე, ამ ინფექციითვე გარდაიცვალა თებერვლის დასაწყისში.

​მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ ღიად დაიწყო საუბარი ახალი, დაუდგენელი ვირუსის შესახებ, მოვლენები სწრაფად განვითარდა. 7 იანვრისთვის ჩინეთში „იდუმალი შტამით“ დაავადებულთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 59 პაციენტს შეადგენდა. 22 იანვრისთვის კი უცნობი დაავადება უკვე დაფიქსირდა აშშ–ში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდსა და ავსტრალიაში.

ჩინეთის ხელისუფლება უკვე ოფიციალურად ადასტურებდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა, და რომ ინფექციის ძირითადი სიმპტომები იყო: მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა და ხველება მცირე სისველით.  

ადამიანები ნიღბებით - Sputnik საქართველო
ემუქრება თუ არა საქართველოს კორონავირუსი

იმავე დღეს (22 იანვარს) საქართველოს დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ტიპის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პანიკის საფუძველი არ ჰქონდა. 

„დღეისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ჩინეთთან სავაჭრო ან სატრანსპორტო შეზღუდვებთან დაკავშირებით რაიმე სახის რეკომენდაციები არ არის. ჩვენ ვერ მივბაძავთ ჩრდილოეთ კორეას, რომელმაც საზღვარი ყველა ტურისტისთვის დაკეტა. ჩვენთვის რეალური რისკი, პრაქტიკულად, არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უჰანთან არა გვაქვს", – განმარტა იმნაძემ.

მისი მაშინდელი განცხადების თანახმად, ეს ვირუსები, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს და იწვევს რესპირატორულ დაავადებებს, მაგრამ პერიოდულად ახალი კორონავირუსები ჩნდება, რომლებიც ადამიანებზე ცხოველებიდან ვრცელდება.

მეორე დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მოუწოდა ბოლო პერიოდში ჩინეთში ნამყოფ მოქალაქეებს, ვირუსის პირველი სიმპტომებისთანავე მიემართათ ინფექციური საავადმყოფოებისთვის. ქვეყნის წამყვან ინფექციონისტებს უკვე დაწყებული ჰქონდათ ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში სამოქმედო გეგმის განხილვა. 

ამ დროს ჩინეთში კორონავირუსის გამო უკვე დაწესებული იყო საკარანტინო ზომები, რომელიც პროვინცია ჰუბეის 29,2 მლნ მცხოვრებს შეეხო. ყველაზე მკაცრი კარანტინი გამოცხადდა უჰანში. პარალელურად სოციალური ქსელებით გავრცელდა ჩინეთში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეოები. 

​24 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია მისცა მსოფლიოს ქვეყნებს, მზად ყოფილიყვნენ ჩინეთში აფეთქებული კორონავირუსის შესაკავებლად, ვინაიდან დაავადების გავრცელება ნებისმიერ ქვეყანაში იყო შესაძლებელი.

26 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 56-ს მიაღწია, ინფიცირებული იყო 1975 ადამიანი. ქვეყანამ კორონავირუსით ინფიცირებულთა განსათავსებლად ახალი, სპეციალური საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო, რომელიც ათ დღეში დასრულდა.

ამ დროს საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტებშივე ამოწმებდნენ სხეულის ტემპერატურაზე. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოს კორონავირუსის ახალ ტიპთან — 2019-nCoV-თან ჰქონდა საქმე. 

ჩინეთის ლიდერი სი ცზინპინი - Sputnik საქართველო
იბრძოლეთ სამკვდრო-სასიცოცხლოდ: ჩინეთის ლიდერმა ეპიდემიის კონტროლში არმია ჩართო

ამის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მოქალაქემ, რომელსაც „სასიკვდილო კორონავირუსის“ სიმპტომები აღენიშნებოდა, პარიზის აეროპორტში სკრინინგის კამერა მოატყუა და ქალაქში შეღწევა მოახერხა. ამის შესახებ მან მეგობრებთან დაიტრაბახა. ცოტა ხანში მას საფრანგეთში ჩინეთის საელჩოდან დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს, სასწრაფოდ მიემართა ექიმებისთვის. 

როგორც გაირკვა, უჰანის მკვიდრმა ქალმა პარიზის აეროპორტში სამედიცინო ბარიერების გადალახვა იმიტომ მოახერხა, რომ სიცხის დამწევი პრეპარატი ჰქონდა მიღებული. შედეგად – სპეციალურ თბოვიზორზე მისი ავადმყოფობა ვერ დაფიქსირდა. 

28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ძირითადად ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა, თუმცა დასნებოვნება ასევე შესაძლებელი იყო თვალებზე დაბინძურებული ხელების შეხებით. ამ დროს ქვეყანაში უკვე 4515 ადამიანი იყო ინფიცირებული, ხოლო 106 — გარდაცვლილი. 

ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაინფიცირების შემთხვევები გამოვლენილი იყო: ჰონკონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში. 

იანვრის ბოლოს კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე სერიოზული რყევები გამოიწვია, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო ინდექსების ვარდნა ნავთობზე, სპილენძზე, პალადიუმზე და სხვ.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-19: ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სუსტი წერტილი დაადგინეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი ავრცელებდა ცნობას, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა შორის პრაქტიკულად არ იყვნენ ბავშვები. ამ დროს ჩინეთში 563 კაცი გარდაცვლილია, ხოლო ინფიცირებულია 28 018 ადამიანი. ჯანმოს მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 190 ადამიანი.

11 თებერვალს ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს ოფიციალური სახელწოდება COVID-19 მიენიჭა. სპეციალისტებს უკვე დადგენილი აქვთ, რომ დაავადების გამომწვევი – 2019-nCoV კორონავირუსია.

15 თებერვალს ჩინეთში COVID-19-ის ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო. პარალელურად ვაქცინის შექმნაზე მუშაობს შეერთებული შტატებიც.

ჯანმო აქვეყნებს პროგნოზს, რომ COVID-2019-ით, სავარაუდოდ, დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დაავადდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებული იყო მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მარტის დასაწყისში ​ჯანმომ COVID-19-ისა და ჩვეულებრივი გრიპის განმასხვავებელი ნიშნები დაასახელა: 1.COVID-19 არ გადადის ისე ეფექტურად, როგორც გრიპი. 2. COVID-19 უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე გრიპი; 3. COVID-19-სგან განსხვავებით, სეზონური გრიპების შეკავება შეუძლებელია.  

იმავდროულად ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია ავრცელებს განცხადებას, რომ ახალ კორონავირუსს უკვე 149 მუტაცია გაუჩნდა, და რომ ვირუსი ორ ქვეტიპად — S და L ტიპებად განვითარდა. აქედან L-ტიპი უფრო გადამდებია, ვიდრე S-ტიპი. აღინიშნა, რომ S-ტიპის კორონავირუსი უფრო მეტად ღამურებში აღმოჩენილ ვირუსს შეესაბამება და ის კორონავირუსის უფრო „ძველი“ ვერსიაა.

9 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის საშიშროებაზე ალაპარაკდა, ხოლო 11 მარტს COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ამ დროს საქართველოში 23 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო მსოფლიოს 114 ქვეყანაში — 118 000 კაცი. მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა იმ მომენტში უკვე 4 291 ადამიანია. 

ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს იტალია იკავებს. 12 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 12 462 ადამიანია ინფიცირებული, აქედან გარდაცვლილია 462. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იტალიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე მსჯელობა მაშინ დაიწყო, როცა იქ სულ ორი შემთხვევა იყო გამოვლენილი, თუმცა გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავა. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-19, ანუ რეპორტაჟი საავადმყოფოდან: იტალიელი ექიმის პოსტმა მსოფლიო შეძრა

13 მარტს პანდემიის ცენტრმა ევროპაში, კერძოდ, იტალიაში გადაინაცვლა. ამ დროს ჩინეთში უკვე დახურულია ყველა დროებითი ჰოსპიტალი, დაავადება უკან იხევს.

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში შემოსვლაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს და ჩამოსულთა მოვალეობებს განმარტავს.

16 მარტს ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი განიკურნა. ეს COVID-19-სგან გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა ხდება ჩვენში.

იმავე დღეს ევროკავშირის ქვეყნები საზღვრების ჩაკეტვას იწყებენ. ამ დროს მსოფლიოში კორონავირუსის 170 ათასი შემთხვევაა დარეგისტრირებული. მათგან 81 ათასი – ჩინეთში, 89 ათასი – მის ფარგლებს გარეთ. ინფექციამ 133 ქვეყანაში შეაღწია. ვირუსით გარდაიცვალა 6,5 ათასი ადამიანი.

მარტის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა ამერიკელი მეცნიერების კვლევების შედეგები, რომელთა თანახმად, ჩინეთში ახალი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ პაციენტების უმეტესობას სიმპტომატიკა სუსტად ჰქონდა გამოხატული ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხოლო თავად ვირუსს სხვა ადამიანზე გადადების მაღალი უნარი ახასიათებს. მეცნიერებმა მოუწოდეს იმ ქვეყნების მთავრობებს, სადაც COVID-19 ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული, გაეთვალისწინებინათ მათი კვლევა, რომელიც ვირუსის უსიმპტომო მატარებლებისგან ინფექციის „ფარულ გადაცემას“ ადასტურებდა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-19-ის სწრაფი გავრცელების მთავარი მიზეზი: მეცნიერები ქვეყნების მთავრობებს აფრთხილებენ

21 მარტს ცნობილი ხდება, რომ ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალი, რომელსაც იმავდროულად ონკოდაავადება ჰქონდა. ამ დროს ესპანეთში, სადაც ევროპის ქვეყნებს შორის იტალიის შემდეგ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, ინფიცირების 17 147 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 767 ადამიანი. საქართველოში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 47 ადამიანს აღწევს – გარდაცვალების ნულოვანი მაჩვენებლითა და ერთი განკურნებულით.

21 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 21 აპრილამდე. ამ დროს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში კარანტინებია გამოცხადებული და პლანეტის მოსახლეობის მესამედი იზოლაციაში იმყოფება. ამ მონაცემებს Sky News-ი აქვეყნებს. ქვეყნების მთავრობები ჰეშთეგით #დარჩისახლში მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.   

დედამიწა - Sputnik საქართველო
COVID-19: პანდემიის გამო კაცობრიობის ნახევარი იზოლაციაშია

23 მარტს, კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, საქართველოს ორ ქალაქში – მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო ზომები გამოცხადდა. ქალაქებში სამხედრო ნაწილები შევიდა. მანამდე COVID-19 დაუდგინდა მარნეულის მკვიდრ 62 წლის ქალს, რომელსაც საკმაოდ ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. კარანტინი ამ დრომდე გრძელდება.

26 მარტს ცნობილი ხდება ახალი ტიპის კორონავირუსით მსოფლიოში პირველი ინფიცირებულის ვინაობა და მისი ისტორია. ამ დროს მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულია 532 788 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 24 077 და განიკურნა 122 672 დაავადებული. ინფიცირებულთა რაოდენობით შეერთებულმა შტატებმა პირველად გადაუსწრო ჩინეთს.

მეორე დღეს ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა კრემლში. პარალელურად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანად რუსეთში.

31 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედა. დაწესდა სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად გამოცხადდა კომენდანტის საათი.

 

© Sputnik / STRINGERთბილისი კარანტინში: როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი - ვიდეო დრონიდან
როგორ იწყებოდა პანდემია, ანუ კაცობრიობის უშეღავათო ბრძოლა „უხილავ მტერთან“ - Sputnik საქართველო
თბილისი კარანტინში: როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი - ვიდეო დრონიდან

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში, ინფექციის გავრცელების მომენტიდან, COVID-19-ით ინფიცირებულია 148 ადამიანი, განიკურნა 27 პაციენტი. გარდაცვლილები არ გვყავს. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 018 948 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 53 211 და განკურნებულია 212 357 ადამიანი.  

 

ყველა ახალი ამბავი
0