მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19: ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სუსტი წერტილი დაადგინეს

© REUTERS / DANIEL TAPIAკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინელმა ექსპერტებმა გააანალიზეს ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში იანვარი-თებერვლის მეტეოროლოგიური მონაცემები და დაადგინეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა პიკს ჰაერის გარკვეულ ტემპერატურაზე აღწევდა.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 ყველაზე უკეთ თავს მაშინ გრძნობს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +8,72 გრადუსია ცელსიუსით, იუწყება South China Morning Post-ი ჩინელ მეცნიერებზე დაყრდნობით. 

​მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან მგრძნობიარეა ჰაერის მაღალი ტემპერატურისადმი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელმა ექსპერტებმა გააანალიზეს ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში იანვრის მეტეოროლოგიური მონაცემები და დაადგინეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა პიკს მაშინ აღწევდა, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა +8,72 გრადუსს შეადგენდა ცელსიუსით. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
შუაღამიდან დილამდე: რა მოხდა მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო – 16-17 მარტი

ამასთან, ჩინელი მეცნიერების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილ და ნოტიო ამინდს ნამდვილად შეუძლია COVID-19 დაასუსტოს და ნაკლებად გადამდებად აქციოს, არ ღირს იმის იმედად ყოფნა, რომ ეპიდემია ზაფხულში თავისით, ავტომატურად ჩაქრება.   

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, დღეისათვის, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან, მსოფლიოს 155 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 182 423 ადამიანს შეადგენს. აქედან სულ გარდაცვლილია 7 155 და გამოჯანმრთელებულია 79 433 კაცი.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, ასე გამოიყურება: ჩინეთი — 81 052 ინფიცირებული, იტალია — 27 980, ირანი — 14 991, ესპანეთი — 9 942, სამხრეთ კორეა — 8 320, გერმანია — 7 272, საფრანგეთი — 6 655, აშშ — 4 661, შვეიცარია — 2 330, დიდი ბრიტანეთი — 1 553, ნიდერლანდები — 1 414, ნორვეგია — 1 347, შვედეთი — 1 121, ბელგია — 1 058, ავსტრია — 1 018 ინფიცირებული.

ყველა ახალი ამბავი
0