თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ მომენტისთვის მსოფლიოს 155 ქვეყანაში 182 406 ადამიანს აღწევს, აქედან გარდაცვლილია 7 154 და გამოჯანმრთელებულია 79 433 პაციენტი — ასეთია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემები.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სულ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა თითქმის 14 ათასი ადამიანი.
COVID-19-ის პანდემიასთან და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები, რომლებიც შუაღამიდან ამ მომენტამდე მოხდა მსოფლიოს მასშტაბით, ასე გამოიყურება:
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა მოსახლეობას, არ დააცარიელონ მაღაზიები. მისი თქმით, ქვეყანაში პროდუქტის რაოდენობა სრულად შეესაბამება მოთხოვნას;
I ask all Americans to band together and support your neighbors by not hoarding unnecessary amounts of food and essentials. TOGETHER we will stay STRONG and overcome this challenge!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 16, 2020
- საფეხბურთო კლუბ „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობასა და მწვრთნელთა შტაბში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა, რის შესახებაც კლუბი საკუთარ ოფიციალურ საიტზე წერს. თუმცა ინფიცირებულთა ვინაობას არ აკონკრეტებს;
- რუსეთმა სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა მოდლოვასთან, უკრაინასთან და ყაზახეთთან;
- უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მზადაა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადისლავ კრიკლის განცხადებით, იქ უკვე აიკრძალა ავიარეისები, მატარებლების, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა;
- საბერძნეთმა ტაძრებში წირვა-ლოცვა ორი კვირით აკრძალა;
- ტუნისმა ყველა საზღვარი ჩაკეტა;
- ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას გეგმავენ;
- ნიუ-იორკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედრო ექიმები ჩართოს. ამის შესახებ ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა პრესკონფერენციაზე;
- ნიუ-იორკის შემდეგ რესტორნები და ბარები დაიხურა ვაშინგტონსა და მერილენდში;
- ბრაზილიაში COVID-19-თან ბრძოლაში დახმარება სთხოვეს პენსიაზე გასულ ექიმებს;
- გერმანულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია CureVac-მა უარყო მანამდე გამოცემა Welt-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კომპანიის მეცნიერების აშშ-ში გადაბირებას ცდილობს;
- სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი კრისტოფერ ჰივიუ კორონავირუსით დაავადდა;
Actor Kristofer Hivju, who played Tormund Giantsbane on HBO's "Game of Thrones," says he has tested positive for coronavirus https://t.co/lQCqzcC1YJ
— CNN (@CNN) March 17, 2020 - იტალიამ სპეკულანტებისგან სამედიცინო ნიღბებისა და ერთჯერადი ხელთათმანების კონფისკაცია დაიწყო;
- ვენესუელაში საერთო ეროვნული კარანტინი გამოცხადდა;
- კოლუმბიამ 30 მაისამდე ჩაკეტა საზღვრები;
- კალიფორნიასა და მიმდებარე ქალაქების მოსახლეობას ხელისუფლებამ (დაახლოებით 7 მლნ ადამიანს) სახლებიდან გასვლა აუკრძალა, თუ ამას „გადაუდებელი აუცილებლობა“ არ მოითხოვს;
- ურუგვაიმ არგენტინასთან საზღვარი ჩაკეტა;
- ეკვადორში კომენდანტის საათი გამოცხადდა;
- Facebook, Google, Microsoft, Twitter, YouTube და სხვა სოციალური ქსელები ერთობლივ ბრძოლას უცხადებენ კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას;
- ყირგიზეთმა ქვეყანაში უცხოელების შეშვება აკრძალა. იხურება დიდი კაფეები და რესტორნები...