https://sputnik-georgia.com/20211005/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-5-oqtomberi-260186177.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ოქტომბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ოქტომბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T00:15+0400
2021-10-05T00:15+0400
2021-10-05T00:15+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23454/14/234541441_0:218:2317:1521_1920x0_80_0_0_06e093aff5ff15ca297bb0bf518eb0e0.jpg
დღეს 2021 წლის 5 ოქტომბერია, სამშაბათი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.მოვლენები უსწრაფესად განვითარდება. გეგმის მიხედვით მოქმედებას მხოლოდ ყველაზე ჯიუტი ადამიანები შეძლებენ. დანარჩენები სწრაფად ცვლად გარემოებებს მოერგებიან და მოიგებენ. ადვილი იქნბება მათთვის, ვინც მეტოქეებისგან და არაკეთილმოსურნეებისგანაც სწავლობს.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ოქტომბერი>>ვერძი: რთულ და არაერთმნიშვნელოვან ვითარებებზე დაფიქრებით სერიოზულ საკითხებზე იპოვით პასუხებს, მიხვდებით, საით უნდა წახვიდეთ და როგორ მიაღწიოთ მიზანს. გარშემომყოფები რჩევებს არ დაიშურებენ, მაგრამ ყველა რჩევა სარგებელს არ მოგიტანთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, რომელი რეკომენდაციაა გასათვალისწინებელი და რომელი – არა. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის იმ ადამიანებთან, რომელბზეც თქვენი პროფესიული ზრდა და კარიერაა დამოკიდებული.კურო: განეწყვეთ მეგობრულად და ეცადეთ, არავისთან იჩხუბოთ. ეს დღის პირველ ნახევარში რთული იქნება. გარშემომყოფები თითქოს სპეციალურად ცდილობენ თქვენს მდგომარეობიდან გამოყვანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავიზე გაბრაზდეთ და თავი შეიკავოთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა გეგმების მოსაფიქრებლად და განსახორციელებლად, ობიექტურად აფასებთ თქვენს ძალებს და ილუზიებით არ იკვებებით.ტყუპი: დაელაპარაკეთ მათ, ვისთანაც რთული ურთიერთობები გაქვთ და საერთო ენას აქამდე ვერ პოულობდით. დღეს კარგად გესმით ადამიანების, ხვდებით, რა უდევთ მათ გულში. თუ სწორად მოიქცევით, ძველი მეტოქეები თქვენ მხარეს დადგებიან, არაკეთილმოსურნეები შეცდომის გამოსწორებას შეეცდებიან. შესანიშნავი დღეა სამუშაოსა და ბიზნესზე საუბრისთვის, გარიგებების დასადებად. არ არის გამორიცხული თანხის მიღება.კირჩხიბი: იმოქმედეთ. ეს დღე თითქოს სპეციალურად არის განკუთვნილი იმისთვის, რომ თამამი გეგმები განახორციელოთ და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში. ბევრ რამეს იმაზე მარტივად ასრულებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ხანდახან წარმატებას აღწევთ ისე, რომ ძალისხმევაც არ გჭირდებათ. კარგი დღეა იმისთვის, რომ სახელმწიფო ორგანოებს მიმართოთ, მაგალითად, საჭირო დოკუმენტის ასაღებად.ლომი: არ იჩქაროთ. აზრების მოსაკრებლად და გეგმის შესადგენად ცოტა დრო გჭირდებათ. სჯობს, არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგათ, სანამ 100 პროცენტით არ იქნებით დარწმუნებული ამ მოქმედების სისწორეში. დღის პირველი ნახევარი შემოქმედებითი სამუშაოსთვის არის განკუთვნილი, შემდეგ კი შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც ზუსტ მოქმედებებსა და დეტალებისადმი დიდ ყურადღებას მოითხოვს.ქალწული: ეცადეთ, მეტი ეკონტაქტოთ ადამიანებს. დღეს ისე, რომ ამას თვითონაც ვერ მიხვდებიან, გარშემომყოფები ძალიან საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდიან, მოგეცემენ ძალზე სასარგებლო რჩევას ან მშვენიერი იდეისკენ გიბიძგებენ. შუადღისას, შესაძლოა, თქვენი გეგმები შეიცვალოს. ეს მხოლოდ გაგახარებთ. შესანიშნავი დღეა იმპროვიზაციების, ექსპერიმენტებისთვის. ეს დღეს ძალიან კარგად გამოგდით.სასწორი: არ ინერვიულოთ, თუ რაღაც სწრაფად არ გამოგივათ. ეს ის დღეა, როცა ყველაზე მარტივი საქმეებიც კი დიდ ძალისხმევას საჭიროებს. გექნებათ ზოგიერთ პრობლემაში გარკვევის შესაძლებლობა, რომლებიც დიდი ხანია გადასაწყვეტია. ამის მერე თავს ბევრად თავისუფლად იგრძნობთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. თავისუფალ დროს დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც თქვენთვის საინტერესოა და არ დაგძაბავთ.მორიელი: მოთმინებით აღიჭურვეთ და აუხსენით გარშემომყოფებს, რატომ გადაწყვიტეთ ასე მოქმედება და არა სხვანაირად. შესაძლოა, საუბარი დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ სწორედ ამის წყალობით აიცილებთ თავიდან წყენასა და სხვადასხვა უსიამოვნებას. მოგეცემათ რთული ამოცანის გადაჭრის საშუალება. მთელი დღის განმავლობაში შესანიშნავი იდეები გაგიჩნდებათ, რომელთა რეალიზებას დროთა განმავლობაში შეძლებთ.მშვილდოსანი: არ გადადოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. დღის პირველი ნახევარი ამისთვის შესანიშნავი დროა. შეგიძლიათ განიხილოთ სერიოზული საკითხები, მიმართოთ ადამიანებს, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. წარმატებული იქნება საჯარო გამოსვლები. შეძლებთ მსმენელის დაინტერესებას. დღის მეორე ნახევარში დამოუკიდებლად მოქმედება ჯობია. შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც ჩვეული, ისე სრულიად ახალი საქმეები.თხის რქა: იფიქრეთ – ეს შესანიშნავად გამოგდით. დღე გაძლევთ საშუალებას, რომ იპოვოთ პასუხები ბევრ საჭირბოროტო კითხვაზე, გადაჭრათ ამოცანა, რომელმაც ჩიხში შეგიყვანათ. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება პროფესიული თვალსაზრისით. გარშემომყოფები ძალიან დაინტერესებული იქნებიან თქვენი საქმეებით და შეიძლება უტაქტოდაც ჩაერიონ ამაში.მერწყული: გააკეთეთ სასარგებლო საქმეები, დღეს ბევრ რამეს უმკლავდებით შესანიშნავად, ხშირად ეხმარებით რთულ ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანებს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება, ბევრი მოინდომებს თქვენთან დაახლოებას. ზოგი თქვენი მეგობარი გახდება, არაა გამორიცხული ასევე რომანტიკული ურთიერთობების დაწყებაც. შესანიშნავი დღეა პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ფულს ან ქონებას უკავშირდება.თევზები: დღეს ადამიანებზე ზეგავლენიოს მოხდენა შეგიძლიათ, თან სულ იოლად. შეძლებთ რთული საკითხების განხილვას უკონფლიქტოდ და ჩხუბის გარეშე. ძალზე წარმატებული იქნება საქმიანი მოლაპარაკებები, კარგად ჩაივლის შეხვედრები შესაძლოა დამსაქმებლებთან, პოტენციურ პარტნიორებთან. საკუთარ საქმეებს შესანიშნავად უმკლავდებით, ხოლო სხვის საქმეები მხოლოდ მაშინ ერევით, როდესაც ეს უადგილო არაა და ყველას წაადგება.
https://sputnik-georgia.com/20210930/oqtomberi-astrologiuri-prognozi-zodiaqos-nisnebistvis-259997739.html
https://sputnik-georgia.com/20210706/zodiaqo-vis-rogor-umarTlebs-siyvarulSi-252217722.html
https://sputnik-georgia.com/20200918/zodiaqos-xuTi-niSani-romlebic-advilad-uyvardebaT-249463213.html
https://sputnik-georgia.com/20190704/vin-iyaviT-wina-cxovrebaSi-zodiaqos-niSani-245817449.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23454/14/234541441_0:0:2317:1738_1920x0_80_0_0_5a9b517010d6f0ca7bf6e7349ebaee3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ოქტომბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 5 ოქტომბერია, სამშაბათი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მოვლენები უსწრაფესად განვითარდება. გეგმის მიხედვით მოქმედებას მხოლოდ ყველაზე ჯიუტი ადამიანები შეძლებენ. დანარჩენები სწრაფად ცვლად გარემოებებს მოერგებიან და მოიგებენ. ადვილი იქნბება მათთვის, ვინც მეტოქეებისგან და არაკეთილმოსურნეებისგანაც სწავლობს.
ვერძი: რთულ და არაერთმნიშვნელოვან ვითარებებზე დაფიქრებით სერიოზულ საკითხებზე იპოვით პასუხებს, მიხვდებით, საით უნდა წახვიდეთ და როგორ მიაღწიოთ მიზანს. გარშემომყოფები რჩევებს არ დაიშურებენ, მაგრამ ყველა რჩევა სარგებელს არ მოგიტანთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, რომელი რეკომენდაციაა გასათვალისწინებელი და რომელი – არა. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის იმ ადამიანებთან, რომელბზეც თქვენი პროფესიული ზრდა და კარიერაა დამოკიდებული.
![გულის კლიტე გულის კლიტე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24875/29/248752904_0:342:3000:1542_1920x0_80_0_0_5125a31f59d913553d360b053d44c827.jpg)
30 სექტემბერი 2021, 00:30
კურო: განეწყვეთ მეგობრულად და ეცადეთ, არავისთან იჩხუბოთ. ეს დღის პირველ ნახევარში რთული იქნება. გარშემომყოფები თითქოს სპეციალურად ცდილობენ თქვენს მდგომარეობიდან გამოყვანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავიზე გაბრაზდეთ და თავი შეიკავოთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა გეგმების მოსაფიქრებლად და განსახორციელებლად, ობიექტურად აფასებთ თქვენს ძალებს და ილუზიებით არ იკვებებით.
ტყუპი: დაელაპარაკეთ მათ, ვისთანაც რთული ურთიერთობები გაქვთ და საერთო ენას აქამდე ვერ პოულობდით. დღეს კარგად გესმით ადამიანების, ხვდებით, რა უდევთ მათ გულში. თუ სწორად მოიქცევით, ძველი მეტოქეები თქვენ მხარეს დადგებიან, არაკეთილმოსურნეები შეცდომის გამოსწორებას შეეცდებიან. შესანიშნავი დღეა სამუშაოსა და ბიზნესზე საუბრისთვის, გარიგებების დასადებად. არ არის გამორიცხული თანხის მიღება.
კირჩხიბი: იმოქმედეთ. ეს დღე თითქოს სპეციალურად არის განკუთვნილი იმისთვის, რომ თამამი გეგმები განახორციელოთ და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში. ბევრ რამეს იმაზე მარტივად ასრულებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ხანდახან წარმატებას აღწევთ ისე, რომ ძალისხმევაც არ გჭირდებათ. კარგი დღეა იმისთვის, რომ სახელმწიფო ორგანოებს მიმართოთ, მაგალითად, საჭირო დოკუმენტის ასაღებად.
ლომი: არ იჩქაროთ. აზრების მოსაკრებლად და გეგმის შესადგენად ცოტა დრო გჭირდებათ. სჯობს, არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგათ, სანამ 100 პროცენტით არ იქნებით დარწმუნებული ამ მოქმედების სისწორეში. დღის პირველი ნახევარი შემოქმედებითი სამუშაოსთვის არის განკუთვნილი, შემდეგ კი შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც ზუსტ მოქმედებებსა და დეტალებისადმი დიდ ყურადღებას მოითხოვს.
ქალწული: ეცადეთ, მეტი ეკონტაქტოთ ადამიანებს. დღეს ისე, რომ ამას თვითონაც ვერ მიხვდებიან, გარშემომყოფები ძალიან საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდიან, მოგეცემენ ძალზე სასარგებლო რჩევას ან მშვენიერი იდეისკენ გიბიძგებენ. შუადღისას, შესაძლოა, თქვენი გეგმები შეიცვალოს. ეს მხოლოდ გაგახარებთ. შესანიშნავი დღეა იმპროვიზაციების, ექსპერიმენტებისთვის. ეს დღეს ძალიან კარგად გამოგდით.
სასწორი: არ ინერვიულოთ, თუ რაღაც სწრაფად არ გამოგივათ. ეს ის დღეა, როცა ყველაზე მარტივი საქმეებიც კი დიდ ძალისხმევას საჭიროებს. გექნებათ ზოგიერთ პრობლემაში გარკვევის შესაძლებლობა, რომლებიც დიდი ხანია გადასაწყვეტია. ამის მერე თავს ბევრად თავისუფლად იგრძნობთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. თავისუფალ დროს დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც თქვენთვის საინტერესოა და არ დაგძაბავთ.
![საჰაერო ბურთები ცაში საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24823/62/248236293_0:248:3883:1801_1920x0_80_0_0_6fed21277ebd91d5038438279e4f499e.jpg)
18 სექტემბერი 2020, 00:45
მორიელი: მოთმინებით აღიჭურვეთ და აუხსენით გარშემომყოფებს, რატომ გადაწყვიტეთ ასე მოქმედება და არა სხვანაირად. შესაძლოა, საუბარი დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ სწორედ ამის წყალობით აიცილებთ თავიდან წყენასა და სხვადასხვა უსიამოვნებას. მოგეცემათ რთული ამოცანის გადაჭრის საშუალება. მთელი დღის განმავლობაში შესანიშნავი იდეები გაგიჩნდებათ, რომელთა რეალიზებას დროთა განმავლობაში შეძლებთ.
მშვილდოსანი: არ გადადოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. დღის პირველი ნახევარი ამისთვის შესანიშნავი დროა. შეგიძლიათ განიხილოთ სერიოზული საკითხები, მიმართოთ ადამიანებს, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. წარმატებული იქნება საჯარო გამოსვლები. შეძლებთ მსმენელის დაინტერესებას. დღის მეორე ნახევარში დამოუკიდებლად მოქმედება ჯობია. შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც ჩვეული, ისე სრულიად ახალი საქმეები.
თხის რქა: იფიქრეთ – ეს შესანიშნავად გამოგდით. დღე გაძლევთ საშუალებას, რომ იპოვოთ პასუხები ბევრ საჭირბოროტო კითხვაზე, გადაჭრათ ამოცანა, რომელმაც ჩიხში შეგიყვანათ. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება პროფესიული თვალსაზრისით. გარშემომყოფები ძალიან დაინტერესებული იქნებიან თქვენი საქმეებით და შეიძლება უტაქტოდაც ჩაერიონ ამაში.
მერწყული: გააკეთეთ სასარგებლო საქმეები, დღეს ბევრ რამეს უმკლავდებით შესანიშნავად, ხშირად ეხმარებით რთულ ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანებს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება, ბევრი მოინდომებს თქვენთან დაახლოებას. ზოგი თქვენი მეგობარი გახდება, არაა გამორიცხული ასევე რომანტიკული ურთიერთობების დაწყებაც. შესანიშნავი დღეა პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ფულს ან ქონებას უკავშირდება.
თევზები: დღეს ადამიანებზე ზეგავლენიოს მოხდენა შეგიძლიათ, თან სულ იოლად. შეძლებთ რთული საკითხების განხილვას უკონფლიქტოდ და ჩხუბის გარეშე. ძალზე წარმატებული იქნება საქმიანი მოლაპარაკებები, კარგად ჩაივლის შეხვედრები შესაძლოა დამსაქმებლებთან, პოტენციურ პარტნიორებთან. საკუთარ საქმეებს შესანიშნავად უმკლავდებით, ხოლო სხვის საქმეები მხოლოდ მაშინ ერევით, როდესაც ეს უადგილო არაა და ყველას წაადგება.