დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ოქტომბერი

© Facebook / The Protected Landscape of Tushetiმთები
მთები - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 4 ოქტომბერია, ორშაბათი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ურთიერთობების დღეა. ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვასა და შეთანხმებას, კომპრომისის მოძებნას სხვადასხვა საკითხზე ძალიან განსხვავებული ადამიანებიც შეძლებენ. მუშაობა კი ისეთ საქმეებზე, რომლებიც გულმოდგინებასა და ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს დეტალებისადმი, ადვილი არ იქნება. საჭიროა აჩქარების გარეშე მოქმედება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 3 ოქტომბერი>>
ვერძი: საოცარი დღეა. შეგიძლიათ იმის მიღწევა, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. ამაში სიმტკიცე და თავის გაკონტროლება დაგეხმარებათ. შესანიშნავად უმკლავდებით არა მხოლოდ საკუთარ საქმეებს, არამედ ბრწყინვალედ ხელმძღვანელობთ ყველას, ვისაც ეს ესაჭიროება. ადვილად უპყრობთ სხვების ყურადღებას, თქვენი სიტყვები და საქციელი აღტაცებას იწვევს ირგვლივ მყოფებში.
გულის კლიტე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
რომანტიკა, სიყვარული და ზოდიაქოს ნიშნები ოქტომბერში – თვის ასტროპროგნოზი
კურო: მოსაწყენი დღე ნამდვილად არ გექნებათ. გინდათ ახალი შთაბეჭდილებების მიღება. ზოგჯერ ამას თანხის დახარჯვის გარეშე ვერ მიიღებთ, ამიტომ საჭიროა ხარჯების გაკონტროლება. ეცადეთ, გართობისთვის ზედმეტი ფული არ დახარჯოთ. გექნებათ ბევრი საინტერესო საქმე. კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, მათთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. უთანხმოებები მოსალოდნელი არ არის.
ტყუპი: განსაკუთრებული დღეა მათთვის, ვინც დღეს სერიოზულ შეხვედრებს მართავს. მოახერხებთ საჭირო შთაბეჭდილების მოხდენას. შეხვედრები იმაზე უკეთესად ჩაივლის, ვიდრე ელოდებით. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები. გექნებათ ცხოვრებაში ახალი შტრიხების შეტანის საშუალება. გარშემომყოფების კარგად გესმით. საღამო შესაფერისი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
კირჩხიბი: გრძნობთ, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ და არც ცდებით. შეძლებთ წარმატების მიღწევას საქმეში, რომელიც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. პრობლემების გადაჭრაში ფანტაზია და შემოქმედებითი დამოკიდებულება გეხმარებათ. შესაძლებელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება. კარგი დღეა ახლობლებთან სამომავლო გეგმების განხილვისთვის.
ევრო - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ოქტომბერი – ფინანსური წარმატების თვე ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის
ლომი: სასიამოვნო მოვლენებისა და კარგი სიახლეების დღეა. თქვენ წინაშე ჩნდება ახალი შესაძლებლობები და ეცადეთ, რომ ხელიდან არ გაუშვათ. თუ პროფესიული პოზიციების გამტკიცება ან კარიერულ კიბეზე ასვლა გინდათ, აჩვენეთ თქვენი შესაძლებლობები სამუშაოზე. თქვენი მიღწევები შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლოა, საინტერესო წინადადება სულ მალე მიიღოთ. სწრაფად მოახერხებთ საოჯახო საქმეებთან გამკლავებას.
ქალწული: მრავალფეროვანი დღეა. ხართ ენერგიული და დასახული მიზნის მისაღწევად განწყობილი. სწრაფად პოულობთ პასუხებს რთულ კითხვებზე, შესანიშნავად ეწყობით გარშემომყოფებს. ისინი მხარს გიჭერენ და პირველ შედეგებს მალე მიიღებთ. მოიპოვებთ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას. მათი წყალობით შეძლებთ არაკეთილმოსურნეებზე გამარჯვებას. კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის.
სასწორი: წარმატებული დღეა მათთვის, ვისაც სიმშვიდის შენარჩუნების უნარი აქვს. ნუ მიიტანთ გულთან ახლოს წვრილმან შემთხვევებს, რაღაც გაუგებრობებს. როგორც წესი, კარგად აწონილ–დაწონილი გადაწყვეტილებები სწორია და მოფიქრებულ ნაბიჯები გულდასაწყვეტი არ იქნება. შესაძლებელია მცირე უთანხმოებები სამუშაოზე, სახლში, მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
მორიელი: მშფოთვარე დღეა. ერთ–რამეზე ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ, თქვენს ყურადღებას ბევრი საკითხი მოითხოვს. ყოველთვის ნათელი არ არის, პირველ რიგში რომელ საქმეს უნდა მოჰკიდოთ ხელი. სიტუაციაში ორიენტაციაში ინტუიცია დაგეხმარებათ. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა, რომელიც სასარგებლო იქნება საქმიანი თვალსაზრისით. სასიამოვნო ნაცნობობა არ არის გამორიცხული ასევე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც.
მშვილდოსანი: რთული, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი დღეა. შესანიშნავად გაუმკლავდებით მნიშვნელოვან საქმეებს, რადგან მათ შემოქმედებითად ეკიდებით. იქნება შანსი, რომ ადრინდელი ჩანაფიქრი განახორციელოთ. კარგად ჩაივლის პაემნები, საქმიანი შეხვედრაც კი შეიძლება რომანტიკულ ტალღაზე დასრულდეს, თუ ამას მოინდომებთ. შესაძლოა, დაიწყოს სასიყვარულო ისტორია, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა, როდესაც შეგიძლიათ ინიციატივის გამოჩენა. ეს შეეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. შესაძლებელია თქვენი იდეების გაზიარება სხვებისთვის. უამრავი სასარგებლო საქმე შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ დრო რამე მხიარული და სასიამოვნოსთვის, ასევე დასვენებისთვისაც დაგრჩებათ. თუ მეგობრებმა სადმე დაგპატიჟეს, უარი არ თქვათ – დიდი ალბათობით დიდ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მერწყული: ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ და დიდი ალბათობით, წარმატებასაც მიაღწევთ. შეძლებთ ადრე დაშვებული შეცდომების სწრაფად გამოსწორებას, შერიგებას ადამიანებთან, რომლებთანაც ნაჩხუბარი იყავით. მოთმინებით აღიჭურვეთ. ეს დაგჭირდებათ საქმიან სფეროშიცა და პირად ურთიერთობებშიც. შესაძლოა, ახლობლებმა სწორად ვერ გაგიგონ ზოგიერთ საკითხში.
თევზები: მარტივი დღე არ გელოდებათ, მაგრამ ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები. დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში არაერთხელ გამოგადგებათ. დილით რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება შეიძლება მოგიწიოთ, ასევე სხვების შეცდომების გამოსწორება. ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. მოგვიანებით დასვენების, შემდეგ კი სასიამოვნოსა და საინტერესოზე დაფიქრების შესაძლებლობა მოგეცემათ.
ყველა ახალი ამბავი
0