ხალხს არ უნდა უხაროდეს სააკაშვილის დაპატიმრება - ვაშაძე

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
ვაშაძე, რომელიც ადრე სააკაშვილის გუნდის წევრი იყო, ექპრეზიდენტის დაპატიმრების თაობაზე აზრი გამოთქვა.
თბილისი, 2 ოქტომბერი- Sputnik. საზოგადოებას არ უნდა უხაროდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, განუცხადა ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ახლა მნიშვნელოვანი შერიგების გზით სვლაა.
„რას ცვლის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ქართულ პოლიტიკაში, ამას არჩევნებზე ვნახავთ, დარჩა რამდენიმე საათი და შევხედავთ. გულწრფელად ვიტყვი, რომ სანამ პოლიტიკოსები ვართ, მანამდე ადამიანები ვართ და ნამდვილად არ უნდა გვიხაროდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მაგრამ მთავარი ახლა არის წავიდეთ თანხმობის გზით, შერიგების გზით, მოლაპარაკების გზით, განვითარების გზით და არა დაპირისპირების და თავპირის მტვრევის გზით", - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მის გუნდს აქვს მიზანი, ითამაშოს შემრიგებლის როლი და სიტუაციიდან გამოსვლის გზები იპოვოს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
სააკაშვილის მეგობარმა გოგონამ ზელენსკის მიმართა
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
წაიკითხეთ ასევე:
სააკაშვილის საქმე სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება - აშშ-ის ელჩი
როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე - ვერსიები
შსს-ს განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით
ყველა ახალი ამბავი
0