სააკაშვილის საქმე სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება - აშშ-ის ელჩი

© Facebook / US Embassy Tbilisi, Georgiaკელი დეგნანი
კელი დეგნანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა, დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად, სწორედ ამის იმედი გვაქვს, აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
დეგნანი მიიჩნევს, რომ საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია.
„გუშინდელზე საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ წინსვლაზე. ჩვენ გვსურს, ადამიანები ფოკუსირებული იყვნენ არჩევნებზე. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც საჭიროა, რომ ეს ქვეყანა გაუმკლავდეს, ასეთია სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კოვიდი, განათლება, წყალი, გზები“, - აცხადებს ელჩი.
ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დაუბრუნდებიან მუშაობას იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულია ქართული საზოგადოებისთვის.
„სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა. ჩვენ დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად და ქართული კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. სწორედ ამის ნახვის იმედი გვაქვს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს სანზონაში, ნაქირავებ ბინაში დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური