შსს-ს განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

© AFP 2024 / REMKO DE WAALმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
პოლიციამ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თბილისში მდებარე იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ქვეყნის ექს-პრეზიდენტს ექვს წლიანი პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. პოლიციამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე დააკავა, ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო გამწვავების თავიდან არიდების მიზნით გასაიდუმლოებულად ჩაატარეს.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლების მიერ დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო. პოლიციამ ის თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე - ვერსიები
გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო.
დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, პოლიციამ ასევე თბილისში მდებარე იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონე დააკავა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია დამნაშავედ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით იგი გადაყვანილია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.
Ираклий Грарибашвили - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
სააკაშვილის სამალავი გასაღებით გააღეს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს - პრემიერი
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0