სააკაშვილის საქმე - გამოცდა საქართველოსთვის: რეაგირება სააკაშვილის დაპატიმრებაზე მსოფლიოში

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლამ სამშობლოში და მისმა დაკავებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. უკვე მეორე დღეა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია - მისი დაკავების შესახებ კომენტარს აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
ზალკალიანი კიევის რეაქციაზე: „მათი პოზიცია გასაგებია">>
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწოდებით გამოდის, არ მოხდეს სააკაშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პოლიტიზება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნებულ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„ლიეტუვა ყურადღებით ადევნებს თვალს განცხადებებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. გვაქვს იმედი, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და შესაბამისი პროცესი. კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიზირებული გადაწყვეტილებებისგან“, - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის საქმე საქართველოსთვის გამოცდა გახდება.
„სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა. ჩვენ დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად და ქართული კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. სწორედ ამის ნახვის იმედი გვაქვს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სააკაშვილი უნდა ჩამოვიყვანოთ
ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკური სტაბილიზაცია სჭირდება და არა პოლარიზაცია.
„გუშინდელზე საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ წინსვლაზე. ჩვენ გვსურს, ადამიანები ფოკუსირებული იყვნენ არჩევნებზე. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც საჭიროა, რომ ეს ქვეყანა გაუმკლავდეს, ასეთია სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კოვიდი, განათლება, წყალი, გზები“, - აცხადებს ელჩი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას შესაბამის მხარდაჭერას აღმოუჩენენ.
„გაჭირვების დროს უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს დავიცავთ“, - აღნიშნა მან.
უმაღლესი რადის დეპუტატი პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ რენატ კუზმინი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა დაიმსახურა ციხე.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
აგრძელებს თუ არა შიმშილობას მიხეილ სააკაშვილი?
„როგორც იქნა, სააკაშვილმა დაიკავა დამსახურებული ადგილი ქართულ ციხეში. ის მძიმე დანაშაულებშია ბრალდებული, მათ შორის კორუფციულ დანაშაულებში, რომლებიც პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა“, - დაწერა კუზმინმა თავის Telegram-არხზე.
სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შესახებ დასავლური მასმედიაც წერს:
New York Times: ამას ჰქონდა პოლიტიკური თეატრის ატრიბუტები მაღალი ფსონებით, ექს-პრეზიდენტი მთავრობას დასცინოდა.
Washington Post: სააკაშვილის დაკავებამ დაამძიმე პოლიტიკური განლაგება საქართველოში და „კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს კრიზისში აგდებს“. ამ ინციდენტმა შეიძლება მოსკოვის წისქვილზე დაასხას წყალი და „თბილისი დასავლელ მოკავშირეებს დააშოროს“.
Financial Times: თბილისში ამის გარეშეც პოლიტიკური კრიზისია მმართველ პარტი „ქართულ ოცნებასა“ და სააკაშვილის პარტიას შორის ბრძოლის ფონზე. ახლა უკრაინა ცდილობს, გაერკვიოს თავისი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
სააკაშვილი საქართველოში, შესაძლოა თურქეთიდან მოხვედრილიყო - ექსპერტი
ამჟამად უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ექს-პრეზიდენტს სასჯელის მოხდა საქართველოში მოუწევს.
თავად სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და როგორც უკრაინის მოქალაქე, კონსულთან შეხვედრას ითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0