ზალკალიანი კიევის რეაქციაზე: „მათი პოზიცია გასაგებია"

© Government of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
საქართველოს მთავარი დიპლომატი იმედოვნებს, რომ სააკაშვილის ფაქტორი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. თბილისი გაგებით ეკიდება კიევის რეაქციას საქართველოში ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ვითარება გავლენას არ მოახდენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე.
„მათი პოზიცია გასაგებია, რადგან სააკაშვილი მათი მოქალაქეა. საელჩოს აქვს კომუნიკაცია, იყო კონტაქტი საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც უკრაინულ მხარეს მიაწვდის მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
მისი თქმით, „დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა“.
„დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება და ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა“, - განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სააკაშვილი უნდა ჩამოვიყვანოთ
მანამდე ოფიციალურმა კიევმა პირობა დადო, რომ სააკაშვილს საქართველოში აუცილებლად დაუჭერენ მხარს.
„ის ჩვენი მოქალაქეა, მას შესაბამის დახმარებას აღმოვუჩენთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი მოვა ჩვენი მოწვევით და მასთან განვიხილავთ ამ საკითხს. გაჭირვების დროს უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს დავიცავთ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ.
დმიტრი კულება - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამს
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური