აგრძელებს თუ არა შიმშილობას მიხეილ სააკაშვილი?

© AFP 2024 / VANO SHLAMOVმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
ექსკლუზივი
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ შიმშილობა გამოაცხადა. „Sputnik საქართველომ“ სცადა გაერკვია როგორ მოეწყო ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. მიხეილ სააკაშვილთან ორშაბათამდე მნახველები ვერ შევლენ, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ პენიტენციურ სამსახურში.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გუშინ, 1 ოქტომბერს მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
სააკაშვილი საქართველოში, შესაძლოა თურქეთიდან მოხვედრილიყო - ექსპერტი
„Sputnik საქართველო“ დაინტერესდა, როგორია ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა და აგრძელებს თუ არა შიმშილობას, რადგან სააკაშვილის მონახულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას და შიმშილობას აცხადებს.
პენიტენციურ სამსახურში განგვიცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია აგრძელებს თუ არა შიმშილობას სააკაშვილი, ხოლო რა პირობებში ცხოვრობს ის, აქვს თუ არა ტელევიზორი და ეცნობა თუ არა სიახლეებს, ეს პატიმრის პირადი ინფორმაციაა და ამას ვერ გაამჟღავნებენ. მასთან კი სახალხო დამცველის შემდეგ არავინ შესულა, რადგან უქმეებია და ადვოკატები მას ორშაბათამდე ვერ მოინახულებენ.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სააკაშვილი უნდა ჩამოვიყვანოთ
სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ იციან რა მდგომარეობაშია ექს-პრეზიდენტი, აგრძელებს თუ არა შიმშილობას და ჯერჯერობით, არც სახალხო დამცველს აქვს დაგეგმილი, როდის მოინახულებს მას მეორედ.
მიხეილ სააკაშვილს ორი ადვოკატი ჰყავს - „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ადვოკატი ბექა ბასილაია. გუშინ ციხესთან მისული ნიკა გვარამია უშედეგოდ ცდილობდა ციხეში სააკაშვილთან შესვლას. მისი თქმით, რადგანაც ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ადვოკატი პატიმარს შეხვედროდა, მაგრამ საბადრაგო სამსახურის თანამშრომელმა, თქვა, რომ გვარამია ციხის ხელმძღვანელობას ამ ეტაპზე ვერ გაესაუბრებოდა.
დღეს მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე მხოლოდ ექს-პრეზიდენტის ციხიდან საკუთარი ხელით დაწერილი წერილი გავრცელდა, სადაც ის ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეო მასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს. თავად მესამე პრეზიდენტმა დღეს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება
ყველა ახალი ამბავი
0