ბიუჯეტი, ბიზნესი და მშენებლობა: კალაძემ თავისი პროგრამის ეკონომიკური ნაწილი წარმოადგინა

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
კალაძემ პირობა დადო, რომ თბილისის მერად მისი არჩევის შემთხვევაში ქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ თავისი წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი წარმოადგინა.
კალაძის განცხადებით, მისი ეკონომიკური პროგრამა მიმართულია დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდისკენ, ბიზნესის დახმარებისკენ პანდემიის პირობებში და სამშენებლო სექტორთან თანამშრომლობისკენ.
„საზოგადოება 2 ოქტომბერს მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ეკადრება ამ ქალაქს, ისეთ გადაწყვეტილებას, რომ გაიმარჯვოს ამ ქალაქმა და გაგრძელდეს აღმშენებლობა და განვითარება“, – განაცხადა კალაძემ პრეზენტაციაზე.
დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზრდება
ქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი 2022 წელს 500 მილიონით გაიზრდება და 1,7 მილიარდი გახდება. შედარებისთვის, 2012 წელს თბილისის ბიუჯეტი შეადგენდა 656,5 მლნ ლარს, 2017 წელს – თითქმის 826 მლნ-ს, ხოლო 2021 წელს – 1,227 მლრდ ლარს.
ფიჭვები - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
„მწვანე ქალაქი" – რას გეგმავს თბილისის მერია
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ამ თანხიდან 800 მლნ ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, 450 მლნ – ჯანდაცვას, 240 მლნ – ეკოლოგიურ პოლიტიკას.
ბიზნესის მხარდაჭერა
ხმალაძის თქმით, 2021–2022 წლებში მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 11 მილიონ ლარამდე ქირის გადახდისგან 700-მდე მოიჯარე გათავისუფლდება. მაგალითად, 2022 წლის ბოლომდე საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდება 160 ღია კაფეს მეპატრონე, ჯამურად ისინი 800 ათასი ლარის ეკონომიას გასწევენ.
იმ მოიჯარეებს, რომლებსაც სარგებლობის ვადა ამოეწურათ ან ვადაზე ადრე შეუწყდათ 2020 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ან რომელთა ხელშეკრულების ვადაც 2022 წლის 1 იანვრამდე იწურება, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების ვადის 2024 წლის 1 იანვრამდე აღდგენა–გაგრძელებას სთავაზობს.
ურნები ნარჩენების დახარისხებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
თბილისის მერიის პრიორიტეტი: ზრუნვა ეკოლოგიაზე
ამას გარდა, პანდემიით დაზარალებულ მოიჯარეებს ქირის გადაუხდელობის გამო მილიონობით ლარის დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოები ჩამოეწერება, ხოლო ტურისტული ობიექტები ერთჯერადად დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან, განაცხადა ხმალაძემ.
ახალი შესაძლებლობები
ქალაქში მშენებლობების საკითხზე საუბრისას ხამალაძემ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებულია ახალი შესაძლებლობები სამშენებლო სექტორისთვის – ძველი ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლების პროგრამის სახით.
„ეს პროგრამა არის საბინაო ფონდის განახლებისა და ურბანული ქსოვილების გაჯანსაღების პროგრამა. ასევე არის სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, ეს სამშენებლო ბიზნესთან თანამშრომლობის სტაბილური და კონსტრუქციული მოდელია.
კახა კალაძე პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2021
თბილისში ე.წ. ხრუშოვკებს დაანგრევენ - კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება
„თავად მუნიციპალიტეტი მოამზადებს სამშენებლოდ თითოეულ პროექტს და ტენდერის საფუძველზე გადასცემს გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც არ უწევს არანაირი ბიუროკრატიული პროცედურის გავლა, არც პროექტის მომზადება, არც სამშენებლო ნებართვის მიღება. გადაეცემა კონკრეტული პროექტი და უნდა დაიწყოს მისი განხორციელება“, – განმარტა ხმალაძემ.
თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს შესთავაზებს ვარკეთილის მესამე მასივის განახლებას და ახალი მასივის აშენებას თბილისის ზღვის რაიონში.
უფრო ადრე კალაძემ უკვე გამართა პრეზენტაციები სატრანსპორტო, ეკოლოგიური, კულტურული, სოციალური მიმართულებებით თავისი მომავალი მუშაობის შესახებ – თუ მას მეორე ვადით აირჩევენ ქალაქის მერად.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, მათ შორის, თბილისის მერის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.
წაიკითხეთ ასევე:
ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები დედაქალაქში: თბილისელებს სასიამოვნო სიახლეები ელოდებათ
„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა" – რა ცვლილებები იგეგმება დედაქალაქში
თბილისი – პარკების ქალაქი: რა გეგმები აქვს მერიას
ყველა ახალი ამბავი
0