ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები დედაქალაქში: თბილისელებს სასიამოვნო სიახლეები ელოდებათ

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი ავტობუსები
ახალი ავტობუსები  - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
დედაქალაქს დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შეემატება, რომელთაგან 180 ერთეული 8-მეტრიანი, ხოლო 200 – 18-მეტრიანი იქნება.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ახალი 8-მეტრიანი 20 ავტობუსი უკვე ჩამოვიდა თბილისში და 22 სექტემბრიდან მოქალაქეებს მოემსახურება. ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
კალაძის თქმით, ავტობუსების განახლება–ჩანაცვლების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, მაგრამ მერია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ისეთი უბნები, ქუჩები, რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ამიტომ, გარდა ჩანაცვლებისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 იქნება 8-მეტრიანი ავტობუსი, 200 იქნება 18-მეტრიანი, რომელთა შესყიდვას მომავალ წელს განვახორციელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ავტობუსებისა, ცვლილებები შეეხება მიკროავტობუსებსაც. კალაძე დედაქალაქის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ წლის ბოლომდე თბილისში არც ერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს და დედაქალაქის მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
წლის ბოლომდე დედაქალაქში არც ერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს – კახა კალაძე
„არც ერთი ყვითელი, დანგრეული ე.წ. მარშრუტკა ქალაქში არ იმოძრავებს. დღეის მდგომარეობით ჩამოსულია 90 ახალი მიკროავტობუსი და ესეც 22 სექტემბრიდან გავა ხაზებზე. იცით, რომ ასევე ქსელის მთლიანად განახლება მიმდინარეობს, რათა არ დავტოვოთ არც ერთი ქუჩა, უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის”, – განაცხადა კალაძემ.
ბოლო წლებში თბილისში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც დედაქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვასთან ერთად მიზნად ისახავს, რომ თბილისელებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო იყოს. მერიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არა პირადი ავტომობილი.
ყველა ახალი ამბავი
0