წლის ბოლომდე დედაქალაქში არც ერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს – კახა კალაძე

© press-service of the Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. წლის ბოლომდე თბილისში არც ერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს და თბილისის მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მომემსახურება. აღნიშნული განცხადება თბილისის მოქმედმა მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ რიყის პარკში საკუთარი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების – სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში ცვლილებები შეეხება ავტობუსებსაც. კერძოდ, მგზავრებისათვის მოცდის მაქსიმალური პერიოდი შვიდ წუთამდე უნდა შემცირდეს და ამისათვის დედაქალაქში დამატებით 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

„ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა აუცილებლად მოსაწესრიგებელია, რომელიც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში გადაადგილება ძალიან მარტივი იყოს; თბილისში იმოძრავებს 380 ახალი ავტობუსი, რომელთაგან 180 ერთეული 8-მეტრიანი იქნება, ხოლო მომავალ წელს ვაპირებთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქში შეიქმნება 10 სატრანზიტო დერეფანი, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს ძალიან სწრაფად, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე გადაადგილებას.
კალაძის თქმით, მისი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში თბილისში 260 კილომეტრზე მეტი საერთო სიგრძის ველობილიკი გაჩნდება, ასევე გაგრძელდება „ტაქსების რეფორმა“.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
კალაძემ თბილისის განვითარების ექვსი მიმართულება დაასახელა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძეა, ოთხი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებისა – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, თბილისის მერობისთვის იბრძვის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. ცესკოში ამ დროისათვის თბილისის მერობის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული.
ყველა ახალი ამბავი
0