კალაძემ თბილისის განვითარების ექვსი მიმართულება დაასახელა

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
კალაძის თქმით, მან და მისმა გუნდმა შეძლეს შეექმნათ მყარი ფუნდამენტი ქალაქის სწორი განვითარებისთვის, რაც მომდევნო ოთხ წელსაც გაგრძელდება.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა და დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლისთვის დედაქალაქის პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები დაასახელა.
„ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლავთ „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ უკვე შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ მოვახდინოთ ქალაქის განვითარება და წინსვლა ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.
სამგზავრო ავტობუსი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების პირობა დაასახელა
რაც შეეხება იმ პროგრამულ მიმართულებებს, რომლებიც კალაძის გუნდის მენეჯმენტის პირობებში განხორციელდება, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე პრიორიტეტული იქნება: ურბანული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია თბილისის განვითარების ახალ გენგეგმაზე; გარემოს დაცვის პოლიტიკა. კალაძის თქმით, ქალაქში ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებაში დიდი როლი ითამაშა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებამ, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
სატრანსპორტო პოლიტიკა კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელიც კალაძემ გამოყო. მისი თქმით, შემოღებულია ზონალურ-საათობრივი პარკინგი და აღნიშნული პროექტი ეტაპობრივად მოიცავს დედაქალაქის ყველა რაიონსა და ქუჩას.

„დედაქალაქში გადაადგილდება 12-, 10- და 8-მეტრიანი ავტობუსები, თუმცა ჩვენ მხოლოდ ავტობუსების პარკის ჩანაცვლებით არ შემოვიფარგლებით. გვინდა დამატებითი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შემოყვანა. წლის ბოლომდე არც ერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. ასევე აუცილებლად გაგრძელდება ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა“, – აღნიშნა კალაძემ.

სოციალურ პოლიტიკაზე საუბრისას თბილისის მერმა პირობა დადო, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში აღნიშნული მიმართულება პრიორიტეტად დარჩება და ამასთან განხორციელდება თბილისელების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართული ახალი პროექტებიც.
მომავალ ოთხ წელში მერიის ყურადღების ცენტრში იქნება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა. კალაძის თქმით, მისი მერობის პერიოდში დაფინანსდა 320 საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი. სპორტულ ფედერაციებს გამოეყო 44 მლნ ლარის ოდენობის დახმარება.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
კახა კალაძე ოპონენტებთან დებატებისთვის მზადაა
კალაძის თქმით, მერიამ პირობა დადო, რომ დედაქალაქში ათი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მხოლოდ ორი კომპლექსის მშენებლობის დაწყება მოხერხდა.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ყველა სკვერში მაქსიმალურად ვცდილობთ შემოვიტანოთ ფიტნეს-ზონები, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება ვარჯიშის საშუალება. იქ, სადაც სივრცე გვაძლევს შესაძლებლობას, ვაკეთებთ სარბენ ბილიკს და ველობილიკს“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძე ასევე შეეხო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მართვის პოლიტიკას. მისი თქმით, 2014-2017 წლებში ინფრასტრუქტურის მიმართულებით 282 მლნ ლარი დაიხარჯა. ბოლო წლებში, კორონავირუსის პანდემიდან გამომდინარე რთული ვითარების მიუხედავად, აღნიშნული მიმართულებით 403 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვახერხეთ ათასამდე ქუჩის რეაბილიტაცია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. ჩვენი მიდგომა ასეთია: ჯერ მაქსიმალურად ვაწესრიგებთ კომუნიკაციებს – წყლის სისტემა, წყალარინების ქსელი, სანიაღვრე ქსელი, და ამის შემდეგ ხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მოქმედმა მერმა აღნიშნა, 2017 წელს მან პირობა დადო, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარამდე გაიზრდებოდა, ამ დროისთვის კი ბიუჯეტი 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0