კახა კალაძე ოპონენტებთან დებატებისთვის მზადაა
© press-service of the Tbilisi City Hallკახა კალაძე
© press-service of the Tbilisi City Hall
გამოწერა
კალაძე და მელია დებატებში პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ გამოიწვია
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს ყველა თავის კონკურენტთან პოლიტიკურ დებატებში.
კალაძე დებატებში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან და ოპოზიციის ნაწილის კანდიდატ ნიკა მელიასთან ერთად ქვეყნის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა და თავისი პარტიიდან „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გამოიწვია.
„რა თქმა უნდა, მზად ვარ დებატებისთვის აბსოლუტურად ყველასთან. ჩემთვის არაფრით განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან, ან მელია რომელიმესგან. ყველასთან იქნება დებატები. ამისთვის მზად ვარ, რომ შესაბამის პლატფორმაზე გაიმართოს დებატები“, – განაცხადა კალაძემ.
არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერის პოსტზე უკვე 16 კანდიდატურა დარეგისტრირდა.
№1 თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა“
№5 ნიკა მელია –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
№8 გიორგი ლომია – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
№9 ანა ბიბილაშვილი – „ლელო საქართველოსთვის“
№10 მიხეილ ქუმსიშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
№13 გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“
№15 თეიმურაზ ბობოხიძე „მამული“
№20 გიორგი ლაღიძე „მომავალი საქართველო“
№23 არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი ერთიანი საქართველო“
№25 გიორგი გახარია – „საქართველოსთვის“
№29 ქეთევან ნაკაშიძე – „სოციალური სამართლიანობისთვის“
№ ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“
№37 ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო“
№41 კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
№48 ანა დოლიძე „ხალხისთვის“
№50 გიორგი გაჩეჩილაძე – „მწვანეთა პარტია“.