გახარია დებატებში იწვევს თავის ძირითად კონკურენტებს – კალაძეს და მელიას

© Facebook / For Georgiaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
თბილისის მერის პოსტზე ძირითადი ბრძოლა, სავარაუდოდ, სწორედ გახარიას, კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის წარიმართება.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან „საქართველოსთვის“ გიორგი გახარია დებატებში იწვევს თავის მთავარ კონკურენტებს – კახა კალაძეს და ნიკა მელიას.
თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე მეორე ვადით კენჭს იყრის მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ წამოყენებული კანდიდატია.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
„საქმე გექნებათ ჩემთან“: გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
ბოლო გამოკითხვებით, რეიტინგებში ეს სამი პარტია ლიდერობს. თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებისთვის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს.

„დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!“ – დაწერა გახარიამ თავის Facebook-გვერდზე.

იმის შესახებ, რომ გახარიამ დედაქალაქის მერის პოსტზე კენჭისყრა გადაწყვიტა, გუშინ, საღამოს გახდა ცნობილი. მალევე ყოფილი პრემიერის ირგვლივ სკანდალი აგორდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახარიასა და მათ კანდიდატ კახა კალაძეს შორის „ფარული“ შეხვედრის შესახებ განაცხადა.
„იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს... ამის შემდეგ იყო არაერთგზის, მისწერა მესიჯი, ურეკავდა კახა კალაძეს გახარია გუშინდელი დღის განმავლობაში და წერდა თუ დაუკავშირდა – სადაც უნდოდა, იქ შეხვდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და დღეს შედგა ასეთი შეხვედრა კახა კალაძესა და გახარიას შორის. ერთადერთი თემა საუბრის იყო ის, რომ გახარია, მისი თქმით, აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს ეს გაეგო ტელევიზიის მეშვეობით, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო“, – განაცხადა გუშინ ირაკლი კობახიძემ.
გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გახარიას პარტიამ მერობის 37 კანდიდატი დაასახელა
გახარიასთან შეხვედრის ფაქტი მოქმედმა მერმაც დაადასტურა.
„რამდენჯერმე განხორციელდა ზარი... მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა, მეც ვუთხარი, მერიაში ვარ, მოდი-მეთქი. მოვიდა მერიაში და შედგა შეხვედრა. ეს შეხვედრა შედგა გუშინ, დილით, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე... სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი, შეხვედრაზე ითქვა, რომ ის აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ეს გამეგო ტელევიზიით, გადაწყვიტა თავად ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი ვერაფერი გავიგე“, – განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტიის ლიდერების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტიის „საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ლევან დოლიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
პრემიერი: „ქართული ოცნება" შარლ მიშელის შეთანხმებას არ დაუბრუნდება
„პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არის ორ კაცსა და ორ ადამიანს შორის ურთიერთობის საკითხი, როდესაც ღირსეული ადამიანი თავის ყოფილ კოლეგას, რომელთანაც ჰქონდა ღირსეული ურთიერთობა, აყენებს საქმის კურსში... ტყუილი, აბსურდი და სისულელე ნამდვილად არის ის ბრალდებები, რომელიც გუშინ გაახმოვანეს“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის მერს აირჩევს, მათ შორის, თბილისში.
ყველა ახალი ამბავი
0