https://sputnik-georgia.com/20210901/giorgi-gaxaria-tbilisis-merobistvis-ibrzolebs-259225383.html
„საქმე გექნებათ ჩემთან“: გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
„საქმე გექნებათ ჩემთან“: გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
Sputnik საქართველო
არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად გიორგი გახარიამ ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 15–30 ივნისს... 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T19:28+0400
2021-09-01T19:28+0400
2021-09-01T22:15+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251890844_0:39:1242:738_1920x0_80_0_0_fd6fb76e5985e28de7a8eb6e3b0503df.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია 2 ოქტომბერს თბილისის მერის პოსტზე იყრის კენჭს. ამის შესახებ მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა.ღონისძიება მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში გაიმართა.გახარიამ თავის ყოფილ თანაგუნდელებს, „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.მისი თქმით, პარტიაში სრული მობილიზება ცხადდება.„ვაცხადებთ სრულ მობილიზებას და ვამბობთ, თბილისიდან დაწყებული საქართველოს თითოეულ პუნქტში ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად“, – თქვა გახარიამ.მან ასევე განაცხადა, რომ თბილისელებს შესთავაზებს დედაქალაქის განვითარების კონკრეტულ გეგმას.არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად გიორგი გახარიამ, როგორც ყველა სხვა კანდიდატმა, ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.კანდიდატების სრულ სიას ცესკო წარმოადგენს 8 სექტემბერს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება.თბილისის მერობისთვის, გახარიას გარდა, საკუთარ ძალებს მოსინჯავენ დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილიც უჭერს მხარს, ასევე საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი მიხეილ ქუმსიშვილი, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი ანა ბიბილაშვილი.გარდა ამისა, თბილისის მერობის კანდიდატად რეგისტრაცია ცესკოში უკვე გაიარეს გიორგი გაჩეჩილაძემ („მწვანეთა პარტია“), არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ (პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“), თეიმურაზ ბობოხიძემ (პარტია „მამული“), ევგენი ღვინიაშვილმა („მშრომელთა სოციალისტური პარტია“) და გიორგი ლომიამ („პატრიოტთა ალიანსი“).დღესვე პარტიამ „საქართველოსთვის“ დაასახელა თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები:პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.გამოკითხვების შედეგებით, ამჟამად გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 15–30 ივნისს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გახარიას პარტიას რესპონდენტების 9% უჭერს მხარს.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.
https://sputnik-georgia.com/20210825/carieli-skamebi-da-saprotesto-aqcia-gaxarias-partiam-awarasi-kandidatebi-daasaxela-258613843.html
https://sputnik-georgia.com/20210831/morigi-gamokitxva-bin-gaimarjvebs-arcevnebze-259193370.html
https://sputnik-georgia.com/20210826/nigeriis-mepe-tbilisis-merobistvis-ibrdzolebs-258634276.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251890844_104:0:1139:776_1920x0_80_0_0_f89a7ebd519591d5a1838830a321a16f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
„საქმე გექნებათ ჩემთან“: გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
19:28 01.09.2021 (განახლებულია: 22:15 01.09.2021) არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად გიორგი გახარიამ ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 15–30 ივნისს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გახარიას პარტიას რესპონდენტების 9% უჭერს მხარს.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია 2 ოქტომბერს თბილისის მერის პოსტზე იყრის კენჭს. ამის შესახებ მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას
განაცხადა.
ღონისძიება მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში გაიმართა.
გახარიამ თავის ყოფილ თანაგუნდელებს, „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.
„მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, პარტიაში სრული მობილიზება ცხადდება.
„ვაცხადებთ სრულ მობილიზებას და ვამბობთ, თბილისიდან დაწყებული საქართველოს თითოეულ პუნქტში ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად“, – თქვა გახარიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ თბილისელებს შესთავაზებს დედაქალაქის განვითარების კონკრეტულ გეგმას.
არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად გიორგი გახარიამ, როგორც ყველა სხვა კანდიდატმა, ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.
კანდიდატების სრულ სიას ცესკო წარმოადგენს 8 სექტემბერს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება.
თბილისის მერობისთვის, გახარიას გარდა, საკუთარ ძალებს მოსინჯავენ დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილიც უჭერს მხარს, ასევე საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი მიხეილ ქუმსიშვილი, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი ანა ბიბილაშვილი.
გარდა ამისა, თბილისის მერობის კანდიდატად რეგისტრაცია ცესკოში უკვე გაიარეს გიორგი გაჩეჩილაძემ („მწვანეთა პარტია“), არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ (პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“), თეიმურაზ ბობოხიძემ (პარტია „მამული“), ევგენი ღვინიაშვილმა („მშრომელთა სოციალისტური პარტია“) და გიორგი ლომიამ („პატრიოტთა ალიანსი“).
დღესვე პარტიამ „საქართველოსთვის“ დაასახელა თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები:
პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.
გამოკითხვების შედეგებით, ამჟამად გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 15–30 ივნისს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გახარიას პარტიას რესპონდენტების 9% უჭერს მხარს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.