https://sputnik-georgia.com/20210831/morigi-gamokitxva-bin-gaimarjvebs-arcevnebze-259193370.html
მორიგი გამოკითხვა - ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე
მორიგი გამოკითხვა - ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე
Sputnik საქართველო
გამოკითხვის თანახმად, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Gorbi, არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად ხვალვე... 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T22:21+0400
2021-08-31T22:21+0400
2021-09-01T12:28+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0e/250033881_0:0:3236:1821_1920x0_80_0_0_347224443a02b49637caa945af521a67.jpg
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დიდი უპირატესობით ლიდერობს ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.გამოკითხვის თანახმად, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Gorbi, არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად ხვალვე მზადაა გამოკითხულთა 47,2%.მეორე ადგილზეა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“, რომელსაც ხვალ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 26,8%.დანარჩენი პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, გამოკითხულებს შესთავაზეს არჩევანი გაეკეთებინათ ორ კანდიდატს შორის: კახა კალაძე („ქართული ოცნება“) და ნიკა მელია (ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრობასთან“ ერთად).კახა კალაძის მხარდასაჭერად მზადაა გამოკითხულთა 61,4%, ნიკა მელიას - 38,6%.გამოკითხვა ჩატარდა 14-25 აგვისტომდე პერიოდში. სულ გამოკითხულია 1.500 ადამიანი. ცდომილება საქართველოს მასშტაბით შეადგენს +/-2,5%, თბილისში - +/-3,6%.ოპოზიციაში ამ შედეგების არ სჯერათ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ბოლო გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებს მოიგებს ოპოზიცია, ხოლო მმართველი პარტია 40%-საც ვერ აიღებს.
https://sputnik-georgia.com/20210827/qartuli-ocnebis-axali-kvleva-ra-achvena-gamokitxvam-258715505.html
https://sputnik-georgia.com/20210825/opoziciis-sida-gamokitxva-qartuli-ocneba-seizleba-damarcxdes-258612658.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0e/250033881_505:0:3236:2048_1920x0_80_0_0_585d436e4bec236db28da1e2eb7a6240.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
მორიგი გამოკითხვა - ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე
22:21 31.08.2021 (განახლებულია: 12:28 01.09.2021) გამოკითხვის თანახმად, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Gorbi, არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად ხვალვე მზადაა გამოკითხულთა 47,2%.
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დიდი უპირატესობით ლიდერობს ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
გამოკითხვის თანახმად, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Gorbi, არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად ხვალვე მზადაა გამოკითხულთა 47,2%.
მეორე ადგილზეა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“, რომელსაც ხვალ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 26,8%.
დანარჩენი პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
„გახარია - საქართველოსთვის“ – 6,9%.
„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.4%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2,4%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2,1%
„ევროპული საქართველო“ - 1,4%
„ლეიბორისტული პარტია“ - 1,2%
რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, გამოკითხულებს შესთავაზეს არჩევანი გაეკეთებინათ ორ კანდიდატს შორის: კახა კალაძე („ქართული ოცნება“) და ნიკა მელია (ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრობასთან“ ერთად).
კახა კალაძის მხარდასაჭერად მზადაა გამოკითხულთა 61,4%, ნიკა მელიას - 38,6%.
გამოკითხვა ჩატარდა 14-25 აგვისტომდე პერიოდში. სულ გამოკითხულია 1.500 ადამიანი. ცდომილება საქართველოს მასშტაბით შეადგენს +/-2,5%, თბილისში - +/-3,6%.
ოპოზიციაში ამ შედეგების არ სჯერათ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ბოლო გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებს მოიგებს ოპოზიცია, ხოლო მმართველი პარტია 40%-საც ვერ აიღებს.