https://sputnik-georgia.com/20210825/opoziciis-sida-gamokitxva-qartuli-ocneba-seizleba-damarcxdes-258612658.html
ოპოზიციის შიდა გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ შესაძლოა არჩევნებში დამარცხდეს
ოპოზიციის შიდა გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ შესაძლოა არჩევნებში დამარცხდეს
Sputnik საქართველო
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში პარტიები თავიანთი კვლევების შედეგებს აქვეყნებენ. დაპირისპირებულთა რიცხვები მნიშვნელოვნად განსხვავდება. 25.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-25T19:41+0400
2021-08-25T19:41+0400
2021-08-25T22:20+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249501727_0:193:2795:1765_1920x0_80_0_0_1f4c4c6887285395f5359abe5642a4c0.jpg
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კვალდაკვალ გამოაქვეყნა თავისი შიდა კვლევის შედეგები, რომელთა თანახმად, ოპოზიცია არჩევნებში იმარჯვებს.ოპოზიციის გამოკითხვა 5-11 აგვისტოს საქართველოს ოთხ ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა. გამოიკითხა 600 ადამიანი.გამოკითხვის თანახმად, თელავსა და რუსთავში ოპოზიციას მხარს უჭერს ამომრჩევლების 47%, ქუთაისსა და ბათუმში – 49%. აქ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, შესაბამისად, 25% და 27%. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი შესაბამისად – 21% და 25%.როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რესპონდენტებმა, რომლებმაც უარი თქვეს კონკრეტული პარტიების დასახელებაზე, მაინც აღნიშნეს, რომ არჩევნებში მხარს ოპოზიციურ ძალას დაუჭერენ. ასეთი გამოკითხულთა 70% აღმოჩნდა.ციფრების პარადოქსისაკუთარი კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ მმართველმა ძალამაც გამოაქვეყნა. გამოკითხვა ქუთაისში ჩატარდა.შედეგების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 44,7%, ოპოზიციას – 54,9%, ამასთან კონკრეტულად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 32,6%.„ნაცმოძრაობის“ გამოკითხვის მიხედვით, იმავე ქალაქში „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 26%, ოპოზიციას – 49%, კერძოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 23%.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
https://sputnik-georgia.com/20210823/vin-gaimarjvebs-arCevnebze-qartulma-ocnebam-kvlevis-Sedegebi-gamoaqveyna-252655019.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249501727_91:0:2702:1958_1920x0_80_0_0_aca6a947cebc174c134cc12b76027792.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ოპოზიციის შიდა გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ შესაძლოა არჩევნებში დამარცხდეს
19:41 25.08.2021 (განახლებულია: 22:20 25.08.2021) არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში პარტიები თავიანთი კვლევების შედეგებს აქვეყნებენ. დაპირისპირებულთა რიცხვები მნიშვნელოვნად განსხვავდება.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კვალდაკვალ გამოაქვეყნა თავისი შიდა კვლევის შედეგები, რომელთა თანახმად, ოპოზიცია არჩევნებში იმარჯვებს.
ოპოზიციის გამოკითხვა 5-11 აგვისტოს საქართველოს ოთხ ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა. გამოიკითხა 600 ადამიანი.
გამოკითხვის თანახმად, თელავსა და რუსთავში ოპოზიციას მხარს უჭერს ამომრჩევლების 47%, ქუთაისსა და ბათუმში – 49%. აქ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, შესაბამისად, 25% და 27%. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი შესაბამისად – 21% და 25%.
როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რესპონდენტებმა, რომლებმაც უარი თქვეს კონკრეტული პარტიების დასახელებაზე, მაინც აღნიშნეს, რომ არჩევნებში მხარს ოპოზიციურ ძალას დაუჭერენ. ასეთი გამოკითხულთა 70% აღმოჩნდა.
საკუთარი კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ მმართველმა ძალამაც გამოაქვეყნა. გამოკითხვა ქუთაისში ჩატარდა.
შედეგების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 44,7%, ოპოზიციას – 54,9%, ამასთან კონკრეტულად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 32,6%.
„ნაცმოძრაობის“ გამოკითხვის მიხედვით, იმავე ქალაქში „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 26%, ოპოზიციას – 49%, კერძოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 23%.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.