https://sputnik-georgia.com/20210827/qartuli-ocnebis-axali-kvleva-ra-achvena-gamokitxvam-258715505.html
„ქართული ოცნების“ ახალი კვლევა: რა აჩვენა წინასაარჩევნო გამოკითხვამ
„ქართული ოცნების“ ახალი კვლევა: რა აჩვენა წინასაარჩევნო გამოკითხვამ
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საარჩევნო ბარიერს მხოლოდ ხუთი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს. 27.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-27T20:17+0400
2021-08-27T20:17+0400
2021-10-19T18:04+0400
საზოგადოება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251304498_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_4c0270de55f18a08bbc39be2fb2b4362.jpg
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თბილისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგები „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარმოადგინა. გამოკითხვის შედეგები ასეთია:„ქართული ოცნება“ – 47,4%;„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 25,2%;„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 4,9%;„საქართველოსთვის“ – 4,7%;„მოქალაქეები“ – 3,2%;„ლელო საქართველოსთვის“ – 2,4%;„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,9%;„ევროპული საქართველო“ – 1,8%;„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1,7%;„გირჩი“ – 1,1%;„ლეიბორისტული პარტია“ – 0,7%;„ერთიანი საქართველო“ – 0,7%;სხვა პარტიები – 4,3%.სარჯველაძის თქმით, 21–25 აგვისტოს პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2.958-მა რესპონდენტმა. ცდომილება +/–3%-ს შეადგენს.გარდა ამისა, მმართველი პარტიის კვლევის თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატების წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:კახა კალაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – 60,1%ნიკა მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 29,2%.სხვა კანდიდატები – 10,7%.ოპოზიციას აღნიშნული შედეგების არ სჯერა. „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო კვლევის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია იგებს და მმართველი პარტია ხმების 40%-საც ვერ მიიღებს.
https://sputnik-georgia.com/20210825/opoziciis-sida-gamokitxva-qartuli-ocneba-seizleba-damarcxdes-258612658.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251304498_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_486e47e52ac47a7c40fed54a2610d6c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, საქართველო
„ქართული ოცნების“ ახალი კვლევა: რა აჩვენა წინასაარჩევნო გამოკითხვამ
20:17 27.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საარჩევნო ბარიერს მხოლოდ ხუთი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თბილისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგები „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარმოადგინა. გამოკითხვის შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება“ – 47,4%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 25,2%;
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 4,9%;
„საქართველოსთვის“ – 4,7%;
„ლელო საქართველოსთვის“ – 2,4%;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,9%;
„ევროპული საქართველო“ – 1,8%;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1,7%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 0,7%;
„ერთიანი საქართველო“ – 0,7%;
სარჯველაძის თქმით, 21–25 აგვისტოს პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2.958-მა რესპონდენტმა. ცდომილება +/–3%-ს შეადგენს.
„თუ საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, მაშინ ბარიერს მხოლოდ ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გადალახავს და (თბილისის საკრებულოში პროპორციული) 40 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ – 22 ადგილი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 12 ადგილი, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“ 2–2 მანდატი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გარდა ამისა, მმართველი პარტიის კვლევის თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატების წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:
კახა კალაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – 60,1%
ნიკა მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 29,2%.
სხვა კანდიდატები – 10,7%.
ოპოზიციას აღნიშნული შედეგების არ სჯერა. „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო კვლევის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია იგებს და მმართველი პარტია ხმების 40%-საც ვერ მიიღებს.