https://sputnik-georgia.com/20210825/carieli-skamebi-da-saprotesto-aqcia-gaxarias-partiam-awarasi-kandidatebi-daasaxela-258613843.html
ცარიელი სკამები და საპროტესტო აქცია: გახარიას პარტიამ აჭარაში კანდიდატები წარადგინა
ცარიელი სკამები და საპროტესტო აქცია: გახარიას პარტიამ აჭარაში კანდიდატები წარადგინა
Sputnik საქართველო
პარტიამ წარადგინა ბათუმის და აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები, ასევე მაჟორიტარობის შვიდი კანდიდატი ბათუმის საკრებულოში. 25.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-25T20:50+0400
2021-08-25T20:50+0400
2021-08-25T22:36+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251890860_0:180:1728:1152_1920x0_80_0_0_c75e406c437a963c68df01cc385759ad.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოპოზიციურმა პარტიამ „საქართველოსთვის“ აჭარაში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ტრანსლაცია პარტიის Facebook-გვერდზე მიმდინარეობდა.კანდიდატების სრულ სიას ცესკო 8 სექტემბერს წარმოადგენს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.კანდიდატები პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ მძიმე ეპიდვითარების გამო წარდგენა დამსწრეების გარეშე ჩატარდა, თუმცა მათთვის სიმბოლურად იყო დატოვებული ცარიელი სკამები.რაც შეეხება პარტიის „საქართველოსთვის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებს, მათი შვიდეული ასე გამოიყურება:წარდგენის ღონისძიება აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები მივიდნენ. მათ გიორგი გახარიასგან 20-21 ივნისის მოვლენებსა და გახმაურებულ საქმეებზე პასუხისმგებლობის აღება მოითხოვეს.მოსალოდნელია, რომ პარტიას ასევე თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება.პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.გამოკითხვების შედეგებით, ამჟამად გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 15–30 ივნისს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გახარიას პარტიას რესპონდენტების 9% უჭერს მხარს.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.
https://sputnik-georgia.com/20210817/Cveni-gegma-gvaqvs-ratom-ar-Cqarobs-gaxarias-partia-merobis-kandidatebis-wardgenas-252608534.html
https://sputnik-georgia.com/20210818/politikuri-devna-Tu-rigiTi-kriminali-gaxarias-partia-skandalSi-gaexva-252617223.html
https://sputnik-georgia.com/20210825/opoziciis-sida-gamokitxva-qartuli-ocneba-seizleba-damarcxdes-258612658.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251890860_342:206:1603:1152_1920x0_80_0_0_ee786c0d64fb914a656ace148e4774e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ცარიელი სკამები და საპროტესტო აქცია: გახარიას პარტიამ აჭარაში კანდიდატები წარადგინა
20:50 25.08.2021 (განახლებულია: 22:36 25.08.2021) პარტიამ წარადგინა ბათუმის და აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები, ასევე მაჟორიტარობის შვიდი კანდიდატი ბათუმის საკრებულოში.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოპოზიციურმა პარტიამ „საქართველოსთვის“ აჭარაში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ტრანსლაცია პარტიის
Facebook-გვერდზე მიმდინარეობდა.
კანდიდატების სრულ სიას ცესკო 8 სექტემბერს წარმოადგენს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.
კანდიდატები პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ მძიმე ეპიდვითარების გამო წარდგენა დამსწრეების გარეშე ჩატარდა, თუმცა მათთვის სიმბოლურად იყო დატოვებული ცარიელი სკამები.
ბათუმის მერობის კანდიდატი - ირაკლი მიქელაძე
ხელვაჩაური - ჯუმბერ ბერიძე
რაც შეეხება პარტიის „საქართველოსთვის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებს, მათი შვიდეული ასე გამოიყურება:
წარდგენის ღონისძიება აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები მივიდნენ. მათ გიორგი გახარიასგან 20-21 ივნისის მოვლენებსა და გახმაურებულ საქმეებზე პასუხისმგებლობის აღება მოითხოვეს.
მოსალოდნელია, რომ პარტიას ასევე თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.
გამოკითხვების შედეგებით, ამჟამად გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 15–30 ივნისს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გახარიას პარტიას რესპონდენტების 9% უჭერს მხარს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.