https://sputnik-georgia.com/20210817/Cveni-gegma-gvaqvs-ratom-ar-Cqarobs-gaxarias-partia-merobis-kandidatebis-wardgenas-252608534.html
„ჩვენი გეგმა გვაქვს“ - რატომ არ ჩქარობს გახარიას პარტია მერობის კანდიდატების წარდგენას
„ჩვენი გეგმა გვაქვს“ - რატომ არ ჩქარობს გახარიას პარტია მერობის კანდიდატების წარდგენას
Sputnik საქართველო
გახარიას თქმით, პარტია ჯერჯერობით დაკავებულია რეგიონებში ოფისების გახსნით, შემდეგ კი წარადგენს მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T19:33+0400
2021-08-17T19:33+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250142220_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_0766b271bedb22a52071fdc8ff1b947e.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. პარტია „საქართველოსთვის“ მოქმედებს საკუთარი გეგმის მიხედვით და ჯერ პარტიული ოფისების გახსნას დაასრულებს, შემდეგ კი კანდიდატებს წარადგენს, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ.საქართველოში სრული სვლით მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდება. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რაიონებში მერობის კანდიდატები წარადგინეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე „ევროპულმა საქართველომ“. გახარიას პარტიას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავს - ოზურგეთში.„ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, ჩვენ ამ გეგმას მივუყვებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი გამოწვევები ცოტა სხვა არის, ეს არის ის პოლიტიკური გამოწვევები, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უკვე წლებია, ინფრასტრუქტურულად ჩამოყალიბებული არიან. ჩვენ ამისთვის დაგვჭირდება ცოტა მეტი დრო, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ბევრად ხარისხიანად. ამიტომ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს დროს, არსად არ გვეჩქარება“, - განაცხადა გახარიამ.პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.გამოკითხვების შედეგებით, ამჟამად გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 15–30 ივნისს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გახარიას პარტიას რესპონდენტების 9% უჭერს მხარს.
https://sputnik-georgia.com/20210816/evropulma-saqarTvelom-merobis-kandidatebi-waradgina-252598442.html
https://sputnik-georgia.com/20210815/nacmoZraobam-merobis-kandidatebi-waradgina-252589924.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250142220_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_4f8dbe82d45c9cbe42a3009c54855046.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
„ჩვენი გეგმა გვაქვს“ - რატომ არ ჩქარობს გახარიას პარტია მერობის კანდიდატების წარდგენას
19:33 17.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) გახარიას თქმით, პარტია ჯერჯერობით დაკავებულია რეგიონებში ოფისების გახსნით, შემდეგ კი წარადგენს მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. პარტია „საქართველოსთვის“ მოქმედებს საკუთარი გეგმის მიხედვით და ჯერ პარტიული ოფისების გახსნას დაასრულებს, შემდეგ კი კანდიდატებს წარადგენს, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ.
საქართველოში სრული სვლით მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდება. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რაიონებში მერობის კანდიდატები წარადგინეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე „ევროპულმა საქართველომ“. გახარიას პარტიას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავს - ოზურგეთში.
„ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, ჩვენ ამ გეგმას მივუყვებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი გამოწვევები ცოტა სხვა არის, ეს არის ის პოლიტიკური გამოწვევები, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უკვე წლებია, ინფრასტრუქტურულად ჩამოყალიბებული არიან. ჩვენ ამისთვის დაგვჭირდება ცოტა მეტი დრო, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ბევრად ხარისხიანად. ამიტომ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს დროს, არსად არ გვეჩქარება“, - განაცხადა გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.
გამოკითხვების შედეგებით, ამჟამად გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 15–30 ივნისს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გახარიას პარტიას რესპონდენტების 9% უჭერს მხარს.