https://sputnik-georgia.com/20210816/evropulma-saqarTvelom-merobis-kandidatebi-waradgina-252598442.html
„ევროპულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატები წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატები წარადგინა
Sputnik საქართველო
რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარტიას საკუთარი კანდიდატები ეყოლება. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი „ევროპული საქართველო“ მხარს შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს. 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T18:58+0400
2021-08-16T18:58+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252294421_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_eb6c0c506f4ffad2c4f8a2de804794eb.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რაიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა.კანდიდატების სრულ სიას ცესკო 8 სექტემბერს წარმოადგენს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მანამდე მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.პარტიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, რვა მუნიციპალიტეტში პარტიას საკუთარი კანდიდატი ეყოლება. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი „ევროპული საქართველო“ მხარს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს.„მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, სად დაუჭერს „ევროპული საქართველო“ მხარს საერთო შეთანხმებულ კანდიდატებს, რომლებიც არიან წარდგენილი სხვადასხვა პარტიიდან ან დამოუკიდებელი კანდიდატების სახით, და ასეთი არის სადღაც 17 მუნიციპალიტეტი ამ ეტაპზე. ამასთან ერთად, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში წინასწარი შეთანხმება არის ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.„ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატები არიან:ამათ გარდა, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს" მერობის ორი კანდიდატი (ხონში - ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში - ზურაბ ბუცხრიკიძე) სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან უკვე შეთანხმებული, საერთო კანდიდატია.პარტია აგრეთვე აპირებს წალენჯიხის, ნინოწმინდისა და ადიგენის მერობის კანდიდატები ცალკე წარადგინოს.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
https://sputnik-georgia.com/20210815/nacmoZraobam-merobis-kandidatebi-waradgina-252589924.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252294421_92:0:1231:854_1920x0_80_0_0_3acf3d08f9ac74778178b16ebf30e970.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
„ევროპულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატები წარადგინა
18:58 16.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარტიას საკუთარი კანდიდატები ეყოლება. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი „ევროპული საქართველო“ მხარს შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რაიონებში მერობის კანდიდატები
წარადგინა.
კანდიდატების სრულ სიას ცესკო 8 სექტემბერს წარმოადგენს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მანამდე მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.
პარტიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, რვა მუნიციპალიტეტში პარტიას საკუთარი კანდიდატი ეყოლება. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი „ევროპული საქართველო“ მხარს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, სად დაუჭერს „ევროპული საქართველო“ მხარს საერთო შეთანხმებულ კანდიდატებს, რომლებიც არიან წარდგენილი სხვადასხვა პარტიიდან ან დამოუკიდებელი კანდიდატების სახით, და ასეთი არის სადღაც 17 მუნიციპალიტეტი ამ ეტაპზე. ამასთან ერთად, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში წინასწარი შეთანხმება არის ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.
„ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატები არიან:
- გორი - ეთერ ჯალაღანია
- ახალციხე - ზურაბ სადათიერაშვილი
- ახალქალაქი - არსენ კარაპეტიანი
- მარნეული - აჰმედ იმამკულიევი
- სამტრედია - ჟუკიანა ფოფხაძე
- კასპი - აკაკი (კახა) გეჯაძე
- ამბროლაური - მაია კაციტაძე
- თეთრიწყარო - ნინო დავითაშვილი
ამათ გარდა, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს" მერობის ორი კანდიდატი (ხონში - ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში - ზურაბ ბუცხრიკიძე) სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან უკვე შეთანხმებული, საერთო კანდიდატია.
პარტია აგრეთვე აპირებს წალენჯიხის, ნინოწმინდისა და ადიგენის მერობის კანდიდატები ცალკე წარადგინოს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.