ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის მეფე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

© Facebook / Hrm Eze Agunechembaარინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ  - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის, თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიგერიელი ბიზნესმენი, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ იქნება. ინფორმაცია ცესკოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
საქართველოში მცხოვრები ნიგერიელის კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა – პარტიამ „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარადგინა.
ქართულ მედისაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოგბუნუჯუ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს.
2015 წელს ჟურნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატი ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის, იბოს მეფეა, კარგად საუბრობს ქართულად, დაახლოებით 30 წელიწადია, რაც საქართველოში ცხოვრობს და მეფედაც აქ აკურთხეს.
მისი ქართველი მეუღლე ხათუნა კი ამბობს, რომ რიჩარდი ქართველი მამაკაცებისგან არაფრით განსხვავდება, მან აფრიკული ზღაპარი რეალურად აუხდინა და ნიგერიული ტრადიციებიც ძალიან ჰგავს ქართულს.
2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისი მეოთხედ აირჩევს მერს, ბოლო 30 წლის განმავლობაში კი დედაქალაქს 10-ზე მეტი სხვადასხვა პარტიის, ინტერესების, განათლების, პროფესიის ადამიანი მართავდა.
ყველა ახალი ამბავი
0