„მწვანე ქალაქი" – რას გეგმავს თბილისის მერია

© Pixabay / VMonte13ფიჭვები
ფიჭვები - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქში გარემოსდაცვითი სტანდარტების ზედმიწევნით დაცვაა.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. „მწვანე ქალაქის“ შექმნის მიზნით დედაქალაქში მინიმუმ 300.000 ნერგი დაირგვება, განაცხადა დედაქალაქის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე.
დედაქალაქში მწვანე ნარგავების განახლება ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ თბილისში ფიჭვების 90% დაავადებულია და ხმება. მათი ნაწილი უკვე მოჭრილია და ახალი ხეებია დარგული. ანალოგიური სიტუაციაა მთაწმინდის ფერდობზეც, სადაც მწვანე საფარი დაავადებასთან ერთად ხანძარმაც დააზიანა.
მერის ინფორმაციით, დედაქალაქში მიმდინარეობს ფიჭვების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს თბილისისთვის.
რიყის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
თბილისი – პარკების ქალაქი: რა გეგმები აქვს მერიას
„ფიჭვების დიდი ნაწილი დაავადებული და გადამხმარია. თბილისის ტყე გაშენდება 300 ჰა ფართობზე. მინდა საქველმოქმედო ფონდს მადლობა გადავუხადო იმ აღდგენითი სამუშაოებისთვის, რასაც მთაწმინდის ფერდზე ახორციელებენ. ჩვენ ამ პროცესის თანამონაწილეები ვიქნებით“, – განაცხადა კალაძემ.
2020 წელს თბილისის მერიამ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამწვანების პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მთაწმინდის ფერდზე დაახლოებით 700 ჰექტარი ფართობის მქონე ტერიტორიის გამწვანება იგეგმება.
ამასთან, როგორც მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ აღნიშნულ პროგრამაზე საუბრისას განმარტა, დედაქალაქში ტყის მასივების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გენგეგმამ შემოიღო ტყის ზონა და ამით შეაჩერა ტყის ხარჯზე მშენებლობების ადრე არსებული პრაქტიკა.
ურნები ნარჩენების დახარისხებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
თბილისის მერიის პრიორიტეტი: ზრუნვა ეკოლოგიაზე
„მთაწმინდის გარდა ჩვენ სხვა პრობლემურ ფერდებზეც შევალთ და ანალოგიურ სამუშაოებს ჩავატარებთ. ეს იქნება თბილისის ზღვის ფერდები, მახათას მთის ფერდი, ასევე ნუცუბიძის და ჯიქიას ფერდები. ჯამში 300 ჰა ტყე იქნება გაშენებული დამატებით“, – აღნიშნა ბასილაიამ.
მისი ინფორმაციით, დედაქალაქის მერიამ დაიწყო ბეტონის კუნძულების გადაკეთება „მწვანე" კუნძულებად.
„მინიმუმ 12.000 კვ. მ ფართობზე მოვაწყობთ დამატებით კუნძულებს. რაც მთავარია, ჩვენ ოთხ წელიწადში არ გვექნება დაავადებული ფიჭვების პრობლემა და აქტიურად დავიწყებთ ამ ხე-მცენარეების ჩანაცვლებას”, – განაცხადა ბასილაიამ.
თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
„გაამწვანე შენი უბანი" – თბილისში ეზოების გამწვანება იგეგმება
მანამდე, როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 2017 წლის არჩევნებიდან მოყოლებული პრიორიტეტი თბილისში არსებული რეკრეაციული ზონების მოწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თბილისი უახლოეს მომავალში გამორჩეული, ერთ-ერთი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე ქალაქი გახდება, სადაც განვითარება და აღმშენებლობა უმაღლესი გარემოსდაცვითი სტანდარტების მიხედვით გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0