„გაამწვანე შენი უბანი" – თბილისში ეზოების გამწვანება იგეგმება

© Sputnik / STRINGERთბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქში გარემოსდაცვითი სტანდარტების ზედმიწევნით დაცვაა.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. შიდაკვარტალური და საუბნო გამწვანების განვითარებისთვის მომდევნო წლიდან შესაძლებელი გახდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ საკუთარი ეზოს გამწვანება, განაცხადა დედაქალაქის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროგრამა „გაამწვანე შენი უბანი“ მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება და ხელს შეუწყობს როგორც მწვანე სივრცეების გაზრდას უბნებში, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას.
რიყის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
თბილისი – პარკების ქალაქი: რა გეგმები აქვს მერიას
მისი ინფორმაციით, კონკრეტულ უბნებსა და ეზოებში მცხოვრებ ადამიანებს თავად ექნებათ შესაძლებლობა, გაამწვანონ თავიანთი ეზოები.

„ეს არის ახალი საინტერესო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ უბნებსა და ეზოებში მცხოვრებ ადამიანებს თავად ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ეზოების გამწვანების, განახლებისა და ისინი ჩვენი მხრიდან წახალისებულები იქნებიან“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ აღნიშნულ პროგრამაზე საუბრისას განმარტა, კორპუსების ეზოების გამწვანების ინიციატივა თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან წამოვიდა და მას მუნიციპალიტეტმა აქტიურად დაუჭირა მხარი.
„მუნიციპალიტეტი შეიძენს გარკვეულ ნერგებს და შემდეგ უკვე ამხანაგობა აიღებს თავის თავზე გამწვანების სამუშაოების ჩატარებას. შეიქმნება ფორმალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მინიმუმ 100.000 ნერგის დარგვას შევძლებთ უბნებსა და ეზოებში. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროგრამა წარმატებული იქნება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ურნები ნარჩენების დახარისხებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
თბილისის მერიის პრიორიტეტი: ზრუნვა ეკოლოგიაზე
როგორც ბასილაიამ განაცხადა, მერიის მიზანია, არც ერთი ეზო და კვარტალი არ იყოს სკვერის გარეშე.
როგორც მანამდე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 2017 წლის არჩევნებიდან მოყოლებული პრიორიტეტი თბილისში არსებული რეკრეაციული ზონების მოწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თბილისი უახლოეს მომავალში გამორჩეული, ერთ-ერთი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე ქალაქი გახდება, სადაც განვითარება და აღმშენებლობა უმაღლესი გარემოსდაცვითი სტანდარტების მიხედვით გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0