https://sputnik-georgia.com/20210916/meriis-prioriteti-zrunva-ekologiaze-259643654.html
თბილისის მერიის პრიორიტეტი: ზრუნვა ეკოლოგიაზე
თბილისის მერიის პრიორიტეტი: ზრუნვა ეკოლოგიაზე
Sputnik საქართველო
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი დედაქალაქში ჰაერის სისუფთავე და ნარჩენების მართვის მიმართულება იქნება. 16.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-16T14:33+0400
2021-09-16T14:33+0400
2021-09-16T18:48+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24186/58/241865873_0:386:7360:4526_1920x0_80_0_0_f7f55ab49f810e21b8c421397ae94247.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. კახა კალაძის მერად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები, რომლებიც დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ დედაქალაქის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე.ბასილაიამ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება პრიორიტეტულია და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მერია ამ მიმართულებით იმუშავებს.„დაგეგმილი გვაქვს, რომ სრულად ამოქმედდეს შესაბამისი სტანდარტი, რომელიც ეხება მასალების გადატანა-რეალიზაციას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს სტანდარტი აუცილებლად ამოქმედდება დედაქალაქში და ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ნარჩენების მართვის სტრატეგიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც გასული ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ დიდი სამუშაო გასწია.მერიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემაა, რაც ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემაა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გასულ წლებში მერიას კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს.ამის შემდეგ კი ნარჩენების გადამუშავების პრობლემა უნდა გადაიჭრას, აღნიშნა მერის მოადგილემ.„შემდეგი ნაბიჯი იქნება ნარჩენების გადამუშავების დაწყება. ეს ამოცანა დგას ყველა თანამედროვე ქალაქის წინაშე, რათა რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე. ასევე ჩვენ ვიცით, რომ არსებული ნაგავსაყრელი პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც მასთან ახლოს ცხოვრობს“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.ანდრია ბასილაიას თქმით, ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, აუცილებლად დაიხურება ძველი ნაგავსაყრელი და თბილისი აუცილებლად იქნება უფრო მწვანე ქალაქი, დედაქალაქს ექნება უფრო სუფთა ჰაერი და ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა.
https://sputnik-georgia.com/20210608/kalaZe-narCenebis-marTvis-gegma-251965592.html
https://sputnik-georgia.com/20210608/kalaZe-siamayiT-vacxadebT-garemos-dacvis-kuTxiT-warmatebebs-mivaRwieT-251963268.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24186/58/241865873_405:0:6954:4912_1920x0_80_0_0_0853b053717c28e5e1d1424d260351e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისის მერიის პრიორიტეტი: ზრუნვა ეკოლოგიაზე
14:33 16.09.2021 (განახლებულია: 18:48 16.09.2021) მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი დედაქალაქში ჰაერის სისუფთავე და ნარჩენების მართვის მიმართულება იქნება.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. კახა კალაძის მერად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები, რომლებიც დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ დედაქალაქის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე.
ბასილაიამ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება პრიორიტეტულია და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მერია ამ მიმართულებით იმუშავებს.
„დაგეგმილი გვაქვს, რომ სრულად ამოქმედდეს შესაბამისი სტანდარტი, რომელიც ეხება მასალების გადატანა-რეალიზაციას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს სტანდარტი აუცილებლად ამოქმედდება დედაქალაქში და ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ნარჩენების მართვის სტრატეგიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც გასული ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ დიდი სამუშაო გასწია.
მერიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემაა, რაც ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემაა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გასულ წლებში მერიას კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს.
ამის შემდეგ კი ნარჩენების გადამუშავების პრობლემა უნდა გადაიჭრას, აღნიშნა მერის მოადგილემ.
„შემდეგი ნაბიჯი იქნება ნარჩენების გადამუშავების დაწყება. ეს ამოცანა დგას ყველა თანამედროვე ქალაქის წინაშე, რათა რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე. ასევე ჩვენ ვიცით, რომ არსებული ნაგავსაყრელი პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც მასთან ახლოს ცხოვრობს“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
ანდრია ბასილაიას თქმით, ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, აუცილებლად დაიხურება ძველი ნაგავსაყრელი და თბილისი აუცილებლად იქნება უფრო მწვანე ქალაქი, დედაქალაქს ექნება უფრო სუფთა ჰაერი და ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა.