კალაძე: თბილისში შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
დედაქალაქის მთავრობა თბილისის ეკოლოგიაზე ზრუნვას განაგრძობს და ამ მიმართულებით ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება ტარდება, აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. განვლილი წლების განმავლობაში დედაქალაქში ნარჩენების მართვის გეგმა შემუშავდა, რომლის მეშვეობითაც მისი სწრაფად და ეფექტიანად გატანა-გადამუშავება ბევრად მარტივი გახდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის წარდგენისას.

ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის იზრდება – თბილისის მერია სანქციებს ამკაცრებს>>

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითების შესაბამისად გრძელდება.

„უნდა გადმოვიტანოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების სეპარირება, გადამუშავება და შემდეგ მისგან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიღება. ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ასევე შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონები და ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანი კონტროლი ხორციელდება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
კალაძე: სიამაყით ვაცხადებ, რომ გარემოს დაცვის კუთხით უამრავ წარმატებას მივაღწიეთ

თბილისის მერმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებს.

კალაძე ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების თემასაც შეეხო. მისი თქმით, თბილისში დაწყებულია ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პრევენციისთვის აუცილებელი სამუშაოები. ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით.

  • „საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლებაზე“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ეკოლოგიაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია და ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და სამომავლო განვითარებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0