„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა" – რა ცვლილებები იგეგმება დედაქალაქში

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
მერია მოსახლეობას ჰპირდება, რომ „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა" დედაქალაქში განტვირთავს მოძრაობას და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში დედაქალაქში მომავალი წლიდან ე.წ. „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ ამოქმედდება, განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე.
ხმალაძის განმარტებით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დანერგვის გარდა, დაგეგმილ პროექტებს შორისაა დამატებით 380 ახალი ავტობუსის შემოყვანა, მიკროავტოპუსების ავტოპარკის სრულად განახლება, სატრანსპორტო დერეფნების მოწყობა, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემის ამოქმედება, მეტროს შემადგენლობების განახლება, ახალი ველობილიკების მოწყობა, ახალი საბაგირო გზების მშენებლობა და ა.შ.
ავტობუსში პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კალაძე: არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი არ დაიცავს წესებს
ვიცე-მერის განცხადებით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ ითვალისწინებს ქალაქში სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით.

„სისტემას შეუძლია მოულოდნელი ინციდენტებისა და „საცობების“ იდენტიფიცირება მისი დარეგულირების მიზნით და ავტომატურად სპეციალური რეჟიმის შექმნა/განხორციელება“, – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, ახალი სისტემა სპეციალიზებული ტრანსპორტის – სასწრაფო დახმარების, სახანძრო ბრიგადების, ავტობუსების სწრაფად გადაადგილების მიზნით იდენტიფიცირებას და სპეციალური დერეფნების გათავისუფლებას მოახდენს.
„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ მიზანია გზებზე უსაფრთხოების დაცვა, „საცობების“ და მგზავრობის დროის შემცირება, მოძრაობის საშუალო სიჩქარის გაზრდა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება“, – განაცხადა ხმალაძემ.
სატრანსპორტო პოლიტიკის ოთხწლიანი გეგმა ეხება მეტროპოლიტენსაც. ხმალაძის განცხადებით, მათ მიერ შემუშვებული სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება, 52 ვაგონი კაპიტალურად შეკეთდება, ხოლო მეტროს 10 სადგურის სრული რეაბილიტაცია მოხდება.
ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2020
კორონავირუსი საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკაზე ნეგატიურად აისახა – სტატისტიკა
„ჩვენ ევროპული ტიპის 40 ერთეული ვაგონის შეძენაზე ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ. სექტემბრის ბოლომდე გამარჯვებული კომპანია ცნობილი გახდება“, – აღნიშნა ვიცე-მერმა.
ხმალაძის თქმით, მეტროს სადგურების რეაბილიტაციის პროგრამის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 60 მლნ ევრო გამოყო. ამ თანხით გარემონტდება მეტროს სადგურები: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირის“ და „ნაძალადევი“.
მომავალ ოთხ წელიწადში თბილისში ასევე გაჩნდება ახალი ველობილიკები, რომელთა საერთო სიგრძეც 315 კილომეტრი იქნება.
ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია თბილისის მოქმედი მერისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოში თვითმმართველობის, მათ შორის, თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ექსპერტების შეფასებით, არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ძირითადი კონკურენტები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ექს-პრემიერი გიორგი გახარია იქნებან.
ყველა ახალი ამბავი
0