კორონავირუსი საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკაზე ნეგატიურად აისახა – სტატისტიკა

© photo: Sputnikჭავჭავაძის გამზირი
ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის ფონზე პრობლემები შეეხო როგორც საავტომობილო სექტორს, ისე ავიაგადაზიდვებსა და რკინიგზას.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. 2020 წლის იანვარი–ივლისის პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო სექტორი 154,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 60,6 მილიონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ცარიელი აეროპორტი და ტუროპერატორები, რომლებიც ქვეყნის დატოვებას არ გირჩევენ

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე დიდი კლება საავტომობილო სექტორში შეინიშნება. თუ 2019 წლის შვიდი თვის განმავლობაში ტრანსპორტის ეს სექტორი 210,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წლის აღნიშნულ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 153,4 მილიონი შეადგინა.

ანალოგიური ვითარებაა სამოქალაქო ავიაციაშიც. იანვარი–ივლისში სამოქალაქო ავიაცია 0,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,1 მილიონს შეადგენდა.

კლება შეიმჩნევა რკინიგზაშიც – მიმდინარე წლის შვიდ თვეში აღნიშნული მომსახურებით 0,7 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 1 მილიონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0