საქართველოს ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის „უპრეცედენტო“ ზრდას ელოდება

© photo: Sputnikთაფლით ვაჭრობა
თაფლით ვაჭრობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
მთავრობის ამოცანაა – მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს მიერ ექსპორტზე გატანილი აგროსამრეწველო პროდუქციის ღირებულება იმპორტირებულთან შედარებით, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. შემოსავლები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისგან 2021 წელს 1 მლრდ დოლარს გადააჭარბებს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა აპრილიდან საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა 20,6%-ით გადააჭარბა 2019 წლის ივლისში, პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემებს.
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
საქართველო თხილის ექსპორტით მსოფლიოში მეორე ადგილის დაკავებას გეგმავს
„მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს და, ჩვენი ვარაუდით, 1,2 მლრდ დოლარი იქნება. ეს უპრეცედენტო რიცხვია. ამდენი გვქონდა იმპორტი და ქვეყანა იყო დამოკიდებული უცხოეთში წარმოებულ სასურსათო პროდუქტზე“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა – მნიშვნელოვნად გაზარდოს ექსპორტზე გატანილი აგროსამრეწველო პროდუქციის ღირებულება იმპორტირებულთან შედარებით.
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ექსპორტი იზრდება: რა გადის საქართველოდან
2021 წლის იანვარი–ივლისში ექსპორტზე გაიტანეს 2.275,6 მლნ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, რაც 27,8%-ით მეტია 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ამბიციური გეგმები
ხელისუფლების ამბიციური გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის იგეგმება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სამჯერ – 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდა.
სოფლის მეურნეობის განვითარება და იმპორტჩანაცვლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში იგეგმება სოფლის გაძლიერება, ადგილობრივი წარმოების გაზრდა და ამის შედეგად რეგიონებში სიღარიბის დაძლევა.
ასევე 2030 წლისთვის დაგეგმილია სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარის ინვესტირება. აქედან 2,5 მლრდ ლარი ადგილობრივი წარმოების წახალისებას მოხმარდება.
მიწის დამუშავება - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარს დააბანდებს
ქვეყანაში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ამიტომ მთავრობის მსგავს დაპირებებს ოპოზიცია პოპულისტურს უწოდებს.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მთელ მსოფლიოში, ბაზრების დაკეტვამ, ფასების ზრდამ იმპორტულ პროდუქტებზე საქართველოს ხელისუფლება პრიორიტეტების გადახედვასა და იმპორტჩანაცვლების გეგმებზე დააფიქრა, აქედან გამომდინარე – ფერმერებისა და სასოფლო საქმიანობაში ჩართული მეწარმეების დახმარებაზე.
ფერმერებისთვის დახმარების მიზნით ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ შეიმუშავა და 300 მლნ ლარი გამოყო. ამ პროგრამის წყალობით დამატებით შეღავეთებს დაახლოებით 200 ათასი ფერმერი იღებს.
კერძო სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
საქართველო აპირებს უფრო აქტიურად გამოიყენოს „მწვანე ენერგეტიკა“ სოფლის მეურნეობაში
ქვეყანაში ასევე ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო პროექტი: „შეღავთიანი აგროკრედიტი“, საწარმოების თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, „დანერგე მომავალი“, ფერმერებისთვის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, „ქართული ჩაი“. ზოგიერთი პროექტი კრიზისის გამო შეიცვალა.
მთავრობის აგროპოლიტიკის ძირითადი მიზანია აგროსამრეწველო პროდუქციის ექსპორტის გაზრდა და იმპორტდამოკიდებულების შემცირება.
ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა აგროსამრეწველო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, პროდუქტების უსაფრთხოება და სოფლის განვითარება.
ყველა ახალი ამბავი
0