ექსპორტი იზრდება: რა გადის საქართველოდან

© photo: Sputnikფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გაუთვალისწინებლად) 30,7%-ით გაიზარდა და 1.662,8 მილიონი დოლარი შეადგინა.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარი-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,7%-ით გაიზარდა და 7.481,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
წლის დასაწყისიდან საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.930,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,7%-ით მეტია.
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
ადგილობრივი ექსპორტი ივლისში გასული წელთან შედარებით 48,5 პროცენტით გაიზარდა
რა შემოაქვს და გააქვს საქართველოს
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ. 
2021 წლის დასაწყისიდან გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (5,8%) ფეროშენადნობის (75,7%), ნატურალური ყურძნის ღვინის (16,3%), სპირტიანი სასმელების (27%) მინერალური და მტკნარი წყლის (34,2%), თხილის (80,8%), ტრიკოტაჟის პროდუქციის (82,7%), აზოტოვანი სასუქების (4,3%) ექსპორტი. ამავე დროს, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა 13,4%-ით.
  • საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გაუთვალისწინებლად) 30,7%-ით გაიზარდა და 1.662,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 73,1%-ს შეადგენს
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
2021 წლის იანვარი–ივლისში გაიზარდა საბურღი მანქანების (89,9%), სატვირთო ავტომობილების (83,1%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (45,3%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (30,7%), მსუბუქი ავტომობილების (2,2%) იმპორტი. ამავე დროს საანგარიშო პერიოდში შემცირდა აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (4,5%), ხორბლის (5,9%) იმპორტი.
ყველა ახალი ამბავი
0