https://sputnik-georgia.com/20210819/adgilobrivi-eqsporti-gaizarda-252623306.html
ადგილობრივი ექსპორტი ივლისში გასული წელთან შედარებით 48,5 პროცენტით გაიზარდა
ადგილობრივი ექსპორტი ივლისში გასული წელთან შედარებით 48,5 პროცენტით გაიზარდა
Sputnik საქართველო
საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური ტენდენციები და ზრდის დინამიკა ბოლო თვის მონაცემებითაც შენარჩუნებულია, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში. 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T15:07+0400
2021-08-19T15:07+0400
2021-10-19T18:03+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396201_0:116:3068:1842_1920x0_80_0_0_593cab94d6eb5d201341fa11a8562c87.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ივლისში ადგილობრივმა ექსპორტმა 285,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდზე 48,5 პროცენტით, ხოლო პანდემიამდე პერიოდზე – 2019 წლის ივლისის მონაცემებზე 52,4%-ით მეტია, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.სამინისტროს ცნობით, 2021 წლის იანვარი–ივლისში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. კერძოდ, 2021 წლის იანვარი–ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 30,7 პროცენტით გაიზარდა და 1.662,7 მლნ აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 73,1 პროცენტს გაუტოლდა.ქვეყნების მიხედვით 2021 წლის იანვარი–ივლისში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში (47.0%-ით და გაუტოლდა 352,2 მლნ დოლარს); რუსეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 42,1%-ით და 293,9 მლნ დოლარი შეადგინა); თურქეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 71,0%-ით და 180,1 მლნ დოლარი შეადგინა); აშშ-ში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 123,2%-ით და 84,6 მლნ დოლარი შეადგინა); უკრაინაში (45,5%-ით და 85,8 მლნ დოლარს გაუტოლდა); სომხეთსა (38,7%-ით და 65,9 მლნ დოლარს გაუტოლდა) და აზერბაიჯანში (41,5%-ით და 56,1 მლნ დოლარს გაუტოლდა).რაც შეეხება უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალს: 2021 წლის იანვარი–ივლისში გაიზარდა ფეროშენადნობის (76,4%-ით და 228,5 მლნ დოლარი შეადგინა), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (5,8%-ით, 465,9 მლნ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლების (34,2%-ით, 79,9 მლნ დოლარი), ტრიკოტაჟის ნაწარმის (82,9%-ით, 42,5 მლნ დოლარი), ყურძნის ნატურალური ღვინოების (15,9%-ით, 123,9 მლნ დოლარი), გაზიანი წყლების (93,2%-ით, 34,3 მლნ დოლარი), თხილისა და კაკლის (75,1%-ით, 35,9 მლნ დოლარი), სპირტიანი სასმელებისა (17,9%-ით, 49,9 მლნ დოლარი) და აზოტოვანი სასუქების (4,3%-ით, 54,3 მლნ დოლარი) ადგილობრივი ექსპორტი.
https://sputnik-georgia.com/20210814/saqarTvelodan-eqspoeti-isev-izrdeba-axali-monacemebi-252580084.html
https://sputnik-georgia.com/20210806/saqartvelodan-gvinis-eqsporti-izrdeba-252519818.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396201_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_65993ad43848b86d706dc58422bd5020.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ადგილობრივი ექსპორტი ივლისში გასული წელთან შედარებით 48,5 პროცენტით გაიზარდა
15:07 19.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური ტენდენციები და ზრდის დინამიკა ბოლო თვის მონაცემებითაც შენარჩუნებულია, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ივლისში ადგილობრივმა ექსპორტმა 285,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდზე 48,5 პროცენტით, ხოლო პანდემიამდე პერიოდზე – 2019 წლის ივლისის მონაცემებზე 52,4%-ით მეტია, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.
სამინისტროს ცნობით, 2021 წლის იანვარი–ივლისში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. კერძოდ, 2021 წლის იანვარი–ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 30,7 პროცენტით გაიზარდა და 1.662,7 მლნ აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 73,1 პროცენტს გაუტოლდა.
ქვეყნების მიხედვით 2021 წლის იანვარი–ივლისში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში (47.0%-ით და გაუტოლდა 352,2 მლნ დოლარს); რუსეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 42,1%-ით და 293,9 მლნ დოლარი შეადგინა); თურქეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 71,0%-ით და 180,1 მლნ დოლარი შეადგინა); აშშ-ში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 123,2%-ით და 84,6 მლნ დოლარი შეადგინა); უკრაინაში (45,5%-ით და 85,8 მლნ დოლარს გაუტოლდა); სომხეთსა (38,7%-ით და 65,9 მლნ დოლარს გაუტოლდა) და აზერბაიჯანში (41,5%-ით და 56,1 მლნ დოლარს გაუტოლდა).
რაც შეეხება უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალს: 2021 წლის იანვარი–ივლისში გაიზარდა ფეროშენადნობის (76,4%-ით და 228,5 მლნ დოლარი შეადგინა), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (5,8%-ით, 465,9 მლნ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლების (34,2%-ით, 79,9 მლნ დოლარი), ტრიკოტაჟის ნაწარმის (82,9%-ით, 42,5 მლნ დოლარი), ყურძნის ნატურალური ღვინოების (15,9%-ით, 123,9 მლნ დოლარი), გაზიანი წყლების (93,2%-ით, 34,3 მლნ დოლარი), თხილისა და კაკლის (75,1%-ით, 35,9 მლნ დოლარი), სპირტიანი სასმელებისა (17,9%-ით, 49,9 მლნ დოლარი) და აზოტოვანი სასუქების (4,3%-ით, 54,3 მლნ დოლარი) ადგილობრივი ექსპორტი.