https://sputnik-georgia.com/20210814/saqarTvelodan-eqspoeti-isev-izrdeba-axali-monacemebi-252580084.html
საქართველოდან ექსპორტი ისევ იზრდება – ახალი მონაცემები
საქართველოდან ექსპორტი ისევ იზრდება – ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2021 წლის პირველ შვიდ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი 27,8%-ით გაიზარდა. 14.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-14T10:30+0400
2021-08-14T10:30+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_0:70:2000:1195_1920x0_80_0_0_b384b2e0f6ee41655c61929b33873f14.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარი-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,8%-ით გაიზარდა და 7.484,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 5.209,3 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის იანვარი-ივნისთან შედარებით 19,3%-ით მეტია.2021 წლის იანვარი-ივლისში საქართველოდან 2.275,6 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,8%-ით მეტია.საანგარიშო პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.933,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,7%-ით მეტია.ხელისუფლება ექსპორტის ხელშეწყობას გააგრძელებსექსპორტის პოზიტიური სტატისტიკა, რომელიც ბოლო თვეებში ზრდის დინამიკით ხასიათდება, მკაფიოდ ასახავს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.„გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.მინისტრის თქმით, ექსპორტისა და საექსპორტო დარგებისა და საწარმოების ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.„ჩვენ შემოგვაქვს მხარდაჭერის ახალი მექანიზმები, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც დაბალპროცენტიან საბანკო რესურსზე ხელმისაწვდომობას, ასევე სპეციალური გრანტით სარგებლობას და სხვა მნიშვნელოვან ხელშეწყობას. ვფიქრობ, მხარდაჭერის ახალი მექანიზმების მეშვეობით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდის ტემპზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.კერძოდ, მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა 60-მდე ბიზნეს-მიმართულება, რომელთაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი.
https://sputnik-georgia.com/20210810/evrokavSirSi-saqarTvelodan-eqsportirebuli-Txilis-Semowmebis-sixSire-icvleba-252553400.html
https://sputnik-georgia.com/20210813/saqartvelo-gvinis-eqsports-zrdis-252580655.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_126:0:1903:1333_1920x0_80_0_0_061d17858f0be9b559b70294dbb516f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
საქართველოდან ექსპორტი ისევ იზრდება – ახალი მონაცემები
10:30 14.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) 2021 წლის პირველ შვიდ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი 27,8%-ით გაიზარდა.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარი-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,8%-ით გაიზარდა და 7.484,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის"
მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 5.209,3 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის იანვარი-ივნისთან შედარებით 19,3%-ით მეტია.
2021 წლის იანვარი-ივლისში საქართველოდან 2.275,6 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,8%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.933,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,7%-ით მეტია.
ხელისუფლება ექსპორტის ხელშეწყობას გააგრძელებს
ექსპორტის პოზიტიური სტატისტიკა, რომელიც ბოლო თვეებში ზრდის დინამიკით ხასიათდება, მკაფიოდ ასახავს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
- ივლისში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა 20,6%-ით გადააჭარბა 2019 წლის ივლისში პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემებს.
„გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ექსპორტისა და საექსპორტო დარგებისა და საწარმოების ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„ჩვენ შემოგვაქვს მხარდაჭერის ახალი მექანიზმები, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც დაბალპროცენტიან საბანკო რესურსზე ხელმისაწვდომობას, ასევე სპეციალური გრანტით სარგებლობას და სხვა მნიშვნელოვან ხელშეწყობას. ვფიქრობ, მხარდაჭერის ახალი მექანიზმების მეშვეობით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდის ტემპზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
კერძოდ, მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა 60-მდე ბიზნეს-მიმართულება, რომელთაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი.