https://sputnik-georgia.com/20210813/saqartvelo-gvinis-eqsports-zrdis-252580655.html
პრემიერი: საქართველო ათ წელში ღვინის ექსპორტისგან მლრდ დოლარს მიიღებს
პრემიერი: საქართველო ათ წელში ღვინის ექსპორტისგან მლრდ დოლარს მიიღებს
Sputnik საქართველო
სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განხორციელებულმა სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა, აღნიშნა... 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T23:45+0400
2021-08-13T23:45+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
ქართული ღვინო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/08/241790872_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_26f586ce2fc22d89c99e300e0a29200a.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. უახლოეს 10 წელში საქართველოს მთავრობის გეგმებში ქართული ღვინის ექსპორტისგან შემოსავლების 1 მლნ დოლარამდე გაზრდაა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში მეღვინეებთან შეხვედრაზე.შეხვედრა შატო ზეგაანში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა მეღვინეებთან შეხვედრაზე დარგის მიმართულებით არსებული ვითარება, განვითარების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და დარგის განვითარების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მეღვინეებისგან მოისმინა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს რთველის მხარდასაჭერად სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება, რომლის განხორციელების მიზანია პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა.სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს. რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, თელავში 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბი. პროგრამის წყალობით, ერთი კილოგრამი „რქაწითელი“ ეღირება 0,90 ლარი, საიდანაც კომპანიები სახელმწიფოსგან 0,35 ლარს მიიღებენ.რთველის სუბსიდირებაზე მთავრობამ 100 მლნ ლარი გამოყო. მოსაცლის აღების ორგანიზებისთვის მიმდინარე წელს თელავში შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც 24–საათიან რეჟიმში იმუშავებს.ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის შვიდ თვეში საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12%-ით მეტია. ამასთან, ექსპორტირებული ღვინით მიღებულმა შემოსავალმა 125 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.
https://sputnik-georgia.com/20210806/saqartvelodan-gvinis-eqsporti-izrdeba-252519818.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/08/241790872_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_b75d18676f955975994b18948a608d5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, ქართული ღვინო, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, ქართული ღვინო, საქართველო
პრემიერი: საქართველო ათ წელში ღვინის ექსპორტისგან მლრდ დოლარს მიიღებს
23:45 13.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განხორციელებულმა სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა, აღნიშნა ღარიბაშვილმა
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. უახლოეს 10 წელში საქართველოს მთავრობის გეგმებში ქართული ღვინის ექსპორტისგან შემოსავლების 1 მლნ დოლარამდე გაზრდაა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში მეღვინეებთან შეხვედრაზე.
შეხვედრა შატო ზეგაანში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა მეღვინეებთან შეხვედრაზე დარგის მიმართულებით არსებული ვითარება, განვითარების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და დარგის განვითარების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მეღვინეებისგან მოისმინა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს რთველის მხარდასაჭერად სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება, რომლის განხორციელების მიზანია პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა.
სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს. რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, თელავში 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბი. პროგრამის წყალობით, ერთი კილოგრამი „რქაწითელი“ ეღირება 0,90 ლარი, საიდანაც კომპანიები სახელმწიფოსგან 0,35 ლარს მიიღებენ.
რთველის სუბსიდირებაზე მთავრობამ 100 მლნ ლარი გამოყო. მოსაცლის აღების ორგანიზებისთვის მიმდინარე წელს თელავში შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც 24–საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის შვიდ თვეში საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12%-ით მეტია. ამასთან, ექსპორტირებული ღვინით მიღებულმა შემოსავალმა 125 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.