შვიდ თვეში ექსპორტზე 55 მილიონამდე ბოთლი ქართული ღვინო გავიდა

ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში ისევ რუსეთი ლიდერობს, შემდეგ მოდიან უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან შვიდ თვეში მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12%-ით მეტია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
მიმდინარე წლის იანვარი-ივლისში ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 125 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია. 
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
ღვინის ექსპორტი: მიღებულმა შემოსავალმა წინა წლების შემოსავლებს გადააჭარბა
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 28% (3.268.131 ბოთლი), ჩინეთი - 7% (3.143.021), ლიეტუვა - 51% (601.164), აშშ - 26% (565.876), გერმანია - 18% (439.042), დიდი ბრიტანეთი - 85% (395.082).
მიმდინარე წელს ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 93%, შვედეთი - 60%, ჩეხეთი - 589%, ყაზახეთი - 35%, ისრაელი – 78%, აზერბაიჯანი - 41%, თურქეთი - 436%, უკრაინა - 15%, რუსეთი - 9%, მონღოლეთი - 261%.
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 337-მა კომპანიამ განახორციელა.
ღვინის გარდა, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 34,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 6,4%).
ექსპორტირებულია 421 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 63% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,1 მლნ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 57% შეადგინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 202,4 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0