ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმების სიხშირე იცვლება

© photo: Sputnik / Stringerთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართული თხილის ხარისხის მიმართ ნდობის ზრდას უკავშირდება.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული თხილის შემოწმების სიხშირე მცირდება. თუ ადრე მოწმდებოდა ექსპორტირებული პარტიის ნახევარი, ახალი წესის თანახმად მხოლოდ ერთ მეხუთედს შეამოწმებენ. იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
„ევროკავშირის კომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მცენარეთა, ცხოველთა, სურსათისა და ცხოველის საკვების მუდმივმოქმედი კომიტეტის (PAFF) 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ თხილის პარტიებზე საიდენტიფიკაციო და ფიზიკური შემოწმებების სიხშირე 50%-დან 20%-მდე შემცირდება“, - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძეხვეული - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტები ლაბორატორიებში შეამოწმა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართული თხილის ხარისხის მიმართ ნდობის ზრდასა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან პოლიტიკაზე მიუთითებს.
კომიტეტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და, აფლატოქსინებით დაბინძურებისგან თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მიერ 2020 წელს გატარებული ღონისძიებები.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება.
გასული წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში საქართველოდან 16,5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 86,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
თბილისსა და რეგიონებში რძის პროდუქტების ნიმუშებში მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0