https://sputnik-georgia.com/20210803/rZis-produqtebSi-mcenareuli-cximebi-gamovlinda-252492164.html
თბილისსა და რეგიონებში რძის პროდუქტების ნიმუშებში მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა
თბილისსა და რეგიონებში რძის პროდუქტების ნიმუშებში მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ობიექტებში რძის ნაწარმის შემოწმებას ახორციელებს. 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T14:36+0400
2021-08-03T14:36+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/91/247359180_0:12:2000:1143_1920x0_80_0_0_78833dce6e724f255952f0755ca3373e.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმი აღმოაჩინა.სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა სარეალიზაციო ობიექტებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. მათ სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 96 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა სულგუნის, იმერული ყველის, ქარხნული ყველის, არაჟნის, ხაჭოს, მაწვნის რვა ნიმუშში.კრიტიკული შეუსაბამობის გამო მწარმოებლები დაჯარიმდნენ და მათ პროდუქციის სურსათის რეალიზაციიდან ამოღება დაევალათ.სააგენტოს ინფორმაციით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, დაუშვებელია, რომ რძის ნაწარმი (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ყველი, კარაქი და ა.შ.) მცენარეულ ცხიმს ან სხვა ნარევ ცხიმებს შეიცავდეს.
https://sputnik-georgia.com/20210714/sursaTis-saagentom-transximebze-40-nimuSi-gamoikvlia-252319959.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/91/247359180_0:0:2000:1258_1920x0_80_0_0_0604273f6ec0dfacce5170c262060712.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
თბილისსა და რეგიონებში რძის პროდუქტების ნიმუშებში მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა
14:36 03.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ობიექტებში რძის ნაწარმის შემოწმებას ახორციელებს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმი აღმოაჩინა.
სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა სარეალიზაციო ობიექტებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. მათ სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 96 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა სულგუნის, იმერული ყველის, ქარხნული ყველის, არაჟნის, ხაჭოს, მაწვნის რვა ნიმუშში.
კრიტიკული შეუსაბამობის გამო მწარმოებლები დაჯარიმდნენ და მათ პროდუქციის სურსათის რეალიზაციიდან ამოღება დაევალათ.
სააგენტოს ინფორმაციით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, დაუშვებელია, რომ რძის ნაწარმი (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ყველი, კარაქი და ა.შ.) მცენარეულ ცხიმს ან სხვა ნარევ ცხიმებს შეიცავდეს.