საქართველო აპირებს უფრო აქტიურად გამოიყენოს „მწვანე ენერგეტიკა“ სოფლის მეურნეობაში

© Sputnik / STRINGERკერძო სახლი
კერძო სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს დაემატა ახალი მიზნობრიობა, რომლის ფარგლებში შესაძლებელი გახდა განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი და მოწყობა.

თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებზე მიზნობრივი კრედიტების დაბალ პროცენტში გაცემას უზრუნველყოფს, პროგრამის ბენეფიციარებს დაეხმარება სოფლის მეურნეობაში განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვაში, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„შეღავათიან აგროკრედიტში“ ცვლილებები ორშაბათს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

მიწის დამუშავება ხულოში - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
შვეიცარია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლიურად 10 მლნ დოლარს გამოუყოფს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს დაემატა ახალი მიზნობრიობა, რომლის ფარგლებში შესაძლებელი გახდა განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი და მოწყობა, რაც გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, ეს გაზრდის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პრაქტიკის დანერგვას, აცხადებენ სამინისტროში.

უწყების მონაცემებით, აღნიშნული მიზნობრიობით ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 1,5 მლნ ლარიდან 10 მლნ ლარამდე მერყეობს. სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 11%-ის ოდენობით.

პროექტში შესული ცვლილებების შედეგად გაჩნდა განახლებადი ენერგიის წყაროების აგროლიზინგით შეძენის შესაძლებლობა, აცხადებენ სამინისტროში.

ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში ენერგოეფექტურობის გაზრდას გეგმავს

მასშტაბური პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ რეალიზაციის წყალობით აგრომეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსები.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში მობილიზებულია 300 მილიონი ლარი. 2020 წლის განმავლობაში 372 მილიონი ლარის ოდენობით 6,2 ათასი კრედიტი გაიცა. სააგენტოს თანადაფინანსებამ 64,3 მილიონი ლარი შეადგინა.

პროექტს შეუერთდა 11 ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაცია.

პირველადი საწარმოო, გადამამუშავებელი და შესანახი პროცესების გასაუმჯობესებლად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყების დღიდან გაიცა საერთო ჯამში 2,7 მილიარდი ლარის ღირებულების 46,4 ათასი კრედიტი. სააგენტოს თანადაფინანსებამ 379,3 მილიონი ლარი შეადგინა. 

ყველა ახალი ამბავი
0