https://sputnik-georgia.com/20210826/xelisufleba-soflis-meurneobasi-7-mlrd-lars-daabandebs-258674059.html
საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარს დააბანდებს
საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარს დააბანდებს
Sputnik საქართველო
მთავრობის 10-წლიანი გეგმის ფარგლებში იგეგმება სოფლის გაძლიერება, ადგილობრივი წარმოების გაზრდა და, შედეგად, რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირება. 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T18:16+0400
2021-08-26T18:16+0400
2021-08-26T23:30+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366070_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_0d5b533b85bae075403de255595e1061.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას სოფლის მეურნეობის განვითარებაში. აქედან 2,5 მილიარდი ლარი ადგილობრივი წარმოების წახალისებას მოხმარდება, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.სოფლის მეურნეობის განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში იგეგმება სოფლის გაძლიერება, ადგილობრივი წარმოების გაზრდა და, შედეგად, რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირება.ქვეყანაში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ამიტომ მმართველი პარტიის მსგავს დაპირებებს ოპოზიციაში პოპულიზმს უწოდებენ.რას მოხმარდება თანხა2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივმა ინვესტიციებმა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს.ფერმერებისთვის უკეთ ხელმისაწვდომი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. შესაბამისი პროგრამა წელსვე ამოქმედდება. ამისათვის გამოიყოფა 50 მილიონი ლარი. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში ამ მიმართულებით დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიცია.სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, სავარაუდოდ, 3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს.ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად მიწის ფართობის გაზრდა 500 ათას ჰექტრამდე იგეგმება, წარმოებისა – 3,7 მილიონ ტონამდე, მათ შორის, ყურძნის მოსავალმა 600 ათას ტონას უნდა მიაღწიოს.მთავრობა აპირებს 500 ჰექტარზე სასათბურე მეურნეობების შექმნის ხელშეწყობას. თანადაფინანსების სახით იგი ამ მიზნით 124 მილიონ ლარს დახარჯავს.50 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება ხილის ბაღები, 15 ათას ჰექტარზე – ვენახები. პროექტის რეალიზაციისთვის გაიცემა 340 მილიონი ლარი თანადაფინანსების სახით.ასევე თანადაფინანსების სახით 560 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს მეცხოველეობისა და მეფრინველეობის 400 თანამედროვე ფერმის მშენებლობას.იგეგმება 2030 წლისთვის 227 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის წყლით უზრუნველყოფა, მელიორაციის სისტემის სრულად აღდგენა, რასაც 1 მილიარდი ლარი მოხმარდება.ხელისუფლება მოსახლეობას ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიების დანერგვას ჰპირდება. ამას გარდა, დაცული ტერიტორიების ფართობი 1 მილიონ ჰექტრამდე უნდა გაიზარდოს – ეს ქვეყნის ტერიტორიის 17%-ია.
https://sputnik-georgia.com/20210701/levan-daviTaSvili-soflis-ganviTarebis-programa-252182806.html
https://sputnik-georgia.com/20210629/saqarTvelo-apirebs-ufro-aqtiurad-gamoiyenos-mwvane-energetika-soflis-meurneobaSi-252156230.html
https://sputnik-georgia.com/20210817/sakredito-portfelma-agroseqtorSi-2-mlrd-lars-gadaaWarba-252602025.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366070_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_4410529a7d5bf3f10ab5d9cc41055b41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარს დააბანდებს
18:16 26.08.2021 (განახლებულია: 23:30 26.08.2021) მთავრობის 10-წლიანი გეგმის ფარგლებში იგეგმება სოფლის გაძლიერება, ადგილობრივი წარმოების გაზრდა და, შედეგად, რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირება.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას სოფლის მეურნეობის განვითარებაში. აქედან 2,5 მილიარდი ლარი ადგილობრივი წარმოების წახალისებას მოხმარდება, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სოფლის მეურნეობის განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში იგეგმება სოფლის გაძლიერება, ადგილობრივი წარმოების გაზრდა და, შედეგად, რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირება.
„ჩვენ საერთო ჯამში 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის და ათასზე მეტი ახალი საწარმოს შექმნას ვვარაუდობთ“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ქვეყანაში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ამიტომ მმართველი პარტიის მსგავს დაპირებებს ოპოზიციაში პოპულიზმს უწოდებენ.
2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივმა ინვესტიციებმა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს.
ფერმერებისთვის უკეთ ხელმისაწვდომი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. შესაბამისი პროგრამა წელსვე ამოქმედდება. ამისათვის გამოიყოფა 50 მილიონი ლარი. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში ამ მიმართულებით დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიცია.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, სავარაუდოდ, 3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად მიწის ფართობის გაზრდა 500 ათას ჰექტრამდე იგეგმება, წარმოებისა – 3,7 მილიონ ტონამდე, მათ შორის, ყურძნის მოსავალმა 600 ათას ტონას უნდა მიაღწიოს.
მთავრობა აპირებს 500 ჰექტარზე სასათბურე მეურნეობების შექმნის ხელშეწყობას. თანადაფინანსების სახით იგი ამ მიზნით 124 მილიონ ლარს დახარჯავს.
50 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება ხილის ბაღები, 15 ათას ჰექტარზე – ვენახები. პროექტის რეალიზაციისთვის გაიცემა 340 მილიონი ლარი თანადაფინანსების სახით.
ასევე თანადაფინანსების სახით 560 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს მეცხოველეობისა და მეფრინველეობის 400 თანამედროვე ფერმის მშენებლობას.
იგეგმება 2030 წლისთვის 227 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის წყლით უზრუნველყოფა, მელიორაციის სისტემის სრულად აღდგენა, რასაც 1 მილიარდი ლარი მოხმარდება.
ხელისუფლება მოსახლეობას ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიების დანერგვას ჰპირდება. ამას გარდა, დაცული ტერიტორიების ფართობი 1 მილიონ ჰექტრამდე უნდა გაიზარდოს – ეს ქვეყნის ტერიტორიის 17%-ია.