https://sputnik-georgia.com/20210817/sakredito-portfelma-agroseqtorSi-2-mlrd-lars-gadaaWarba-252602025.html
საქართველოს მთავრობის საკრედიტო პორტფელმა აგროსექტორში 2 მლრდ ლარს გადააჭარბა
საქართველოს მთავრობის საკრედიტო პორტფელმა აგროსექტორში 2 მლრდ ლარს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
განვითარების გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდ ლარამდე უნდა ჩადოს, განაცხადა მინისტრმა. 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T10:02+0400
2021-08-17T10:02+0400
2021-10-19T18:03+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366432_0:96:1440:906_1920x0_80_0_0_bc80287eaa0b1f0fb0a6f5a3ed19e958.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობის საკრედიტო პორტფელმა აგროსექტორში ბოლო წლებში 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.საქართველო აპირებს უფრო აქტიურად გამოიყენოს „მწვანე ენერგეტიკა“ სოფლის მეურნეობაში>>მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა მიმართულია სოფლის მეურნეობის, საკვები და გადამამუშავებელი მრეწველობის თანადაფინანსებისკენ, ასევე მიზანია, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ფინანსურ რესურსებზე მიუწვდებოდეთ ხელი.მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების წინაპირობებს თავად ჩვენი ქვეყნის ბუნება განსაზღვრავს.„განვითარება არის კომპლექსური – გარემოსთან ჰარმონიით გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები სწორად და განვავითაროთ სოფელი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას, არამედ ეკოტურიზმს, სასოფლო ტურიზმს, აგროტურიზმს, ღვინის ტურიზმს და ა.შ. ეს ყველაფერი, რაც უნდა განვითარდეს მოსახლეობასთან ერთად და მათი ინიციატივით, ჩვენი მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.მინისტრის თქმით, განვითარების გეგმის თანახმად, სახელმწიფომ 2030 წლამდე სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდამდე ლარი უნდა ჩადოს.უწყება აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი ტარიფით გაცემას უზრუნველყოფს.„შეღავათიანი აგროკრედიტის" წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში 300 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული. 2020 წლის განმავლობაში 372 მლნ ლარზე მეტი ოდენობის 6,2 ათასი კრედიტი გაიცა. აქედან სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 64,3 მლნ ლარი შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210629/kreditebi-fermerebisTvis-ufro-xelmisawvdomi-gaxdeba-252157501.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366432_52:0:1388:1002_1920x0_80_0_0_2a0625c58a2f8521a91db0d7d5b2c68a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო
საქართველოს მთავრობის საკრედიტო პორტფელმა აგროსექტორში 2 მლრდ ლარს გადააჭარბა
10:02 17.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) განვითარების გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდ ლარამდე უნდა ჩადოს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობის საკრედიტო პორტფელმა აგროსექტორში ბოლო წლებში 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა მიმართულია სოფლის მეურნეობის, საკვები და გადამამუშავებელი მრეწველობის თანადაფინანსებისკენ, ასევე მიზანია, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ფინანსურ რესურსებზე მიუწვდებოდეთ ხელი.
„მთლიანად სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო სექტორის დაკრედიტების ოდენობა იყო 50 მლნ წელიწადში, მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში პორტფელმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2 მილიარდი ლარის საკრედიტო რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა და სურსათის მრეწველობა, გადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდეს. ეს არის მხოლოდ ნაწილი ჩვენი დახმარებებისა და ჩვენი ინტერვენციების“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების წინაპირობებს თავად ჩვენი ქვეყნის ბუნება განსაზღვრავს.
„განვითარება არის კომპლექსური – გარემოსთან ჰარმონიით გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები სწორად და განვავითაროთ სოფელი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას, არამედ ეკოტურიზმს, სასოფლო ტურიზმს, აგროტურიზმს, ღვინის ტურიზმს და ა.შ. ეს ყველაფერი, რაც უნდა განვითარდეს მოსახლეობასთან ერთად და მათი ინიციატივით, ჩვენი მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, განვითარების გეგმის თანახმად, სახელმწიფომ 2030 წლამდე სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდამდე ლარი უნდა ჩადოს.
უწყება აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი ტარიფით გაცემას უზრუნველყოფს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის" წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში 300 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული. 2020 წლის განმავლობაში 372 მლნ ლარზე მეტი ოდენობის 6,2 ათასი კრედიტი გაიცა. აქედან სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 64,3 მლნ ლარი შეადგინა.