https://sputnik-georgia.com/20210820/qartuli-fexburtis-ckevla-252628881.html
მუდმივი ტრავმები და გამქრალი ტალანტები, ანუ ქართული ფეხბურთის წყევლა
მუდმივი ტრავმები და გამქრალი ტალანტები, ანუ ქართული ფეხბურთის წყევლა
Sputnik საქართველო
„ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“ – ფრაზა, რომელიც ხშირად გვსმენია, თამამად შეგვიძლია თანამედროვე ქართულ ფეხბურთშიც გადმოვიტანოთ. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T10:25+0400
2021-08-20T10:25+0400
2021-08-20T14:57+0400
ავტორები
ანალიტიკა
მოსაზრება
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0c/250023651_0:130:1281:854_1920x0_80_0_0_c434b43a2f5e7ff29d003156a5d24f71.jpg
შეიძლება ამას 21-ე საუკუნის წყევლაც კი დავარქვათ, რადგან დღემდე ამოუცნობ ფაქტად რჩება, თუ რა ემართებათ თანამედროვე ქართველ ფეხბურთელებს და რატომ ვერ ამართლებენ ისინი მათზე გაცემულ ავანსებს.ბევრი ყოფილი სპორტსმენი თუ უბრალოდ ფეხბურთის მცოდნე ამბობს, რომ ეს შესაძლოა საქართველოს შიდა ჩემპიონატში არცთუ სახარბიელო მდგომარეობის ბრალია. ზოგიერთი თვლის, რომ მათი წარუმატებლობა უბრალოდ ე.წ. ქართულ ხასიათზეა დამოკიდებული, ვიღაცები ამომავალი ქართველი ვარსკვლავების ჩამონგრეულ კარიერას უბრალო უიღბლობასაც კი აწერენ. ამ მიზეზებს თუ გავითვალისწინებთ, გაუგებარია თუ როგორ ითამაშა კახა კალაძემ დიდი ფეხბურთი, ან რატომ იცნობენ ძმებ არველაძეებს მთელ მსოფლიოში, ისინიც ხომ დაწყევლილი 21-ე საუკუნის ქართული ფეხბურთის „შვილები“ არიან.თავის მხრივ, დათო ყიფიანისა და ვოვა გუცაევის თაობის თანამედროვეები მუდმივად იმეორებენ – „ქართული ფეხბურთისგან არაფერი გამოვა“, თუმცა ამ ყველაფრის მიზეზს ვერც ისინი ასახელებენ და ამ დროს იწყება უკვე მოსაწყენი, გაუთავებელი საუბარი 1981 წლის მოგებულ ფინალზე.ქართველები ფეხბურთს თამაშობენ დღეს და თამაშობდნენ 40 წლის წინაც, მაგრამ ამ ორი პერიოდის შედარება ნამდვილად არ იქნება სამართლიანი. საინტერესოა კონკრეტული სპორტსმენების ისტორიები და ფაქტები უახლოესი წარსულიდან, თუ რატომ ვერ განვითარდა ესა თუ ის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ.ლევან ყენია – ბიჭი, რომელსაც საოცარი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდალევან ყენია
ლევან ყენიამ ფეხბურთის თამაში თბილისის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში დაიწყო, საიდანაც თბილისის „ლოკომოტივში“ აღმოჩნდა. პროფესიონალური კარიერის პირველივე სეზონში ყენიამ საკმაოდ დიდი სათამაშო პრაქტიკა მიიღო, მან „რკინიგზელთა“ შემადგენლობაში 20-მდე შეხვედრა ჩაატარა და ოთხი გოლიც მიითვალა.კარგი დასაწყისი შეუმჩნეველი არ დარჩენილა საქართველოს ნაკრების იმდროინდელი მწვრთნელისთვისაც. მაშინ „ჯვაროსნების“ დამრიგებელი გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი იყო. ლევან ყენიამ პირველი სანაკრებო შეხვედრა 2007 წლის 8 სექტემბერს ოლეგ ბლოხინის მიერ გაწვრთნილ უკრაინის ნაკრებთან ჩაატარა. მაშინ კლაუსმა ყენიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ადრე არასოდეს უნახავს ამ ასაკის ფეხბურთელი ასეთი სრულყოფილი ტექნიკური შესაძლებლობებით.სანაკრებო დებიუტის შემდეგ ყენიას შეძენით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა და მათ შორის იყო გერმანული „შალკე“, რომელიც იმ პერიოდში ბუნდესლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ითვლებოდა. საბოლოოდ ტრანსფერი შედგა და 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი გერმანულ კლუბს 2008 წლის იანვარში შეუერთდა.პირველ ორ სეზონში ლევანს გერმანულ კლუბში შანსი იშვიათად ეძლეოდა, თუმცა მცირე სათამაშო დროის მიუხედავად მუდმივად ყურადღების ცენტრში ხვდებოდა. 2009-2010 წლების სეზონს კი ყენია უფრო აქტიურად შეხვდა. „შალკემ“ ბუნდესლიგის პირველი მატჩი „ნიურნბერგთან“ გამარჯვებით დაიწყო, მატჩის გადამწყვეტი გოლი კი კევინ კურანმა სწორედ ყენიას გადაცემის შედეგად გაიტანა. ამ თამაშის შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მწვრთნელის, ფელიქს მაგათის ნდობა დაიმსახურა.აღნიშნულ სეზონში ლევანმა 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში მისთვის ყველაფერი შეიცვალა. მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ ყენიასთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2011 წლის დასაწყისში გაუმჯობესდა და თითქოს მოედანზე გასვლაც შეეძლო, თუმცა ფაქტი იყო, რომ ახალგაზრდა ქართველს ტრავმა ისევ აწუხებდა. მაშინ, როდესაც „შალკე“ თურქეთში მოსამზადებელ პერიოდს გადიოდა, ლევანს ფეხი კვლავ აწუხებდა. მაგრამ ეს მიუღებელი აღმოჩნდა ფელიქს მაგათისთვის (გერმანელ სპეციალისტს რთული ხასიათის გამო ზედმეტსახელად „რკინის ფელიქსსაც“ ეძახდნენ).„თურქულ შეკრებაზე ფელიქსს ყოველდღე ვეუბნებოდი, რომ ტკივილს ვგრძნობდი, თუმცა ის ამას არ ითვალისწინებდა. ალბათ ფიქრობდა, რომ ვატყუებდი. მას სურდა თამაში ძალიან სწრაფად დამეწყო“, – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ფეხბურთელი.შედეგად ქართველ ფეხბურთელს ტრავმა კიდევ უფრო გაუმიზეზდა და მისი კარიერული დაღმასვლაც დაიწყო. 2012 წლის გაზაფხულზე ყენია გერმანულ გრანდს ტოვებს და უკრაინულ „კარპატიში“ გადადის. ფაქტია, რომ ყენია ის ფეხბურთელი უკვე აღარ იყო, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ. უკრაინაში გადასვლის შემდეგ მან მრავალი ქვეყანა და გუნდი მოიარა, კარიერის ბოლო შეხვედრა კი თბილისის „საბურთალოში“ გასულ წელს ჩაატარა.კარგად ვიცით, რომ ფეხბურთი საკმაოდ ტრავმიანი სპორტია, ამიტომ ლევანის წარუმატებლობის გადაბრალება „რკინის ფელიქსზე“ ბოლომდე სამართლიანი არ იქნება. საბოლოოდ მაინც გაუგებარი რჩება, თუ რატომ დაკარგა უნიჭიერესმა ქართველმა ფეხბურთელმა ის შემართება და ჟინი, რომელიც მან კარიერის საწყის წლებში გამოავლინა.„ქართველი მესი“, ანუ გიორგი არაბიძეგიორგი არაბიძე
საუბარია ფეხბურთელზე, რომელიც მოედანზე გამოჩენის პირველივე დღიდან ყურადღების ცენტრში მოექცა. გიორგი გამორჩეული ფეხბურთელია მისი შესანიშნავი ტექნიკური შესაძლებლობების გამო და ბევრი რამით ძალიან ჰგავს არგენტინელ ლეგენდას ლიონელ მესის. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც 1998 წელს ვანში დაიბადა, 2005 წლიდან თბილისის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდში იწყებს თამაშის სწავლას. 2013 წლის სეზონში „რკინიგზელთა“ რიგებში გიორგის პროფესიონალური დებიუტი შედგა, სადაც თავისი საოცარი დრიბლინგითა და მოძრაობებით სრულიად საქართველოს ყურადღება მიიპყრო.არაბიძემ თბილისური კლუბის რიგებში ორი წელი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში თავის გამოჩენა 21-ჯერ მოახერხა. გიორგი მაშინვე გახდა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების უცვლელი წევრი. ქართველი ფეხბურთელით მალევე დაინტერესდა უკრაინული დონეცკის „შახტარი“, რომელსაც იმ პერიოდში მირჩა ლუჩესკუ წვრთნიდა. 2015 წელს არაბიძე უკრაინულ კლუბს უკვე ოფიციალურად შეუერთდა და მეორე შემადგენლობაში დაიწყო თამაში. ლუჩესკუ გიორგის შესაძლებლობებით მოხიბლული ჩანდა, რადგან პერიოდულად ის ახალგაზრდა ქართველს ძირითად გუნდშიც ათამაშებდა ხოლმე. განსაკუთრებული ყურადღება გიორგიმ უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მიიქცია, სადაც მატჩის კომენტატორებმა მას „ქართველი მესი“ შეარქვეს. მარჯვენა ფლანგელი შემტევი მოედანზე ძალიან დამაჯერებელი იყო, მარჯვენა ფლანგიდან მისი წამოწყებული შეტევები მოწინააღმდეგე კლუბის მცველებისთვის ნამდვილი კოშმარი ხდებოდა. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს კი მისი შემხედვარე იმედი ჩაგვესახა, რომ რაღაც „გვეშველებოდა“.გიორგის შემთხვევაში კარიერული ვარდნის მიზეზი ტრავმა არ გამხდარა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 2016 წელს მირჩა ლუჩესკუმ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ ჩაიბარა და უკრაინული კლუბის თავკაცად პაულუ ფონსეკა დაინიშნა. ფონსეკასა და გიორგის შორის რა მოხდა, არავინ იცის, თუმცა ფაქტი იყო, რომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა მას სრული უნდობლობა გამოუცხადა. პაულუმ გიორგი ჯერ რამდენჯერმე გაფართოებული შემადგენლობის მიღმა დატოვა, შემდეგ კი გუნდის შეკრებაზეც არ წაიყვანა.პორტუგალიელის ეს საქციელი შეიძლება გიორგის ხასიათიდან გამომდინარე აიხსნას. მედიაში ხშირად ვრცელდებოდა და დღემდე დადის ხმები, რომ არაბიძე არცთუ კარგი ხასიათითა და დისციპლინით გამოირჩევა. სხვანაირად წარმოუდგენელი იქნებოდა რატომ ვერ ხვდება ასეთი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი ამ დრომდე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, მაშინ, როცა ნაკრებმა მწვრთნელი ბოლო წლებში უკვე რამდენჯერმე გამოიცვალა. ყველაზე საინტერესო და გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ გიორგი ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის საშუალო დონის კლუბში, „სამტრედიაში“ ირიცხება. ნათელია და დასანანი, რომ ფეხბურთელს, რომელიც კარიერას დონეცკის „შახტარში“ შესანიშნავად იწყებს და დღეს „სამტრედიაში“ ირიცხება, წარმატებულს ვერ ვუწოდებთ.გიორგი ჩაკვეტაძე ანუ ტალანტი, რომელმაც ქართველ ქომაგებს იმედი კიდევ ერთხელ გაუჩინაგიორგი ჩაკვეტაძე
გიორგის კარიერა 2007 წელს „ნორჩ დინამოში“ დაიწყო, საიდანაც ქართული ფეხბურთის ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე კლუბში თბილისის „დინამოში“ მალევე მოხვდა. ახალგაზრდა ქართველმა ტალანტმა 2015 წელს „დინამოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს ოფიციალურად შეუერთდა, მოედანზე კი პირველად 2016 წელს „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამოჩნდა, მაშინ ჩაკვეტაძემ ოთარ კიტეიშვილი შეცვალა.სადებიუტო მატჩების შემდეგ ყველა ხვდებოდა, რომ გიორგის თბილისური კლუბი დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებდა. 2017 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი მისი დახვეწილი და ელეგანტური თამაშის სტილით უამრავი უცხოელი სკაუტი მოიხიბლა. როგორც ყოველთვის ხდება, ქართულ და უცხოურ პრესაში აქტიურად იწერებოდა ჩაკვეტაძეზე. ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მართლაც მაღალი იყო. პრესამ გიორგის ტრანსფერი ნაადრევად ჯერ ინგლისურ „ტოტენჰემში“ დახურა, შემდეგ კი სულაც მიუნხენის „ბაიერნის“ მაისური გადააცვა. საბოლოოდ ქართველი ფეხბურთელი ბევრად დაბალი დონის კლუბში ბელგიურ „გენტში“ აღმოჩნდა. თუმცა ამასაც აქვს გამართლება. გიორგის საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ „პრემიერლიგასა“ და „ბუნდესლიგაში“ ადაპტაცია ძალიან გაუჭირდებოდა, „გენტი“ კი მისთვის ერთგვარი კარიერული ტრამპლინი უნდა გამხდარიყო.ჩაკვეტაძემ ბელგიურ კლუბში 7-ნომრიანი მაისური მოირგო და დასაწყისიც შესანიშნავი ჰქონდა. მან სადებიუტო სეზონის (2017/2018) 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ნელ-ნელა კლუბის ძირითად ფეხბურთელადაც ყალიბდებოდა. შემდეგ სეზონში მან უკვე თითქმის ოთხჯერ მეტი სათამაშო დრო მიიღო და ბელგიური კლუბის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. მიხვდებოდით, რომ გიორგის ფანტასტიკური სტარტი ბელგიის ჩემპიონატში ისევე კარგად არ გაგრძელდა, როგორც დაიწყო. მის შემთხვევაში მიზეზი 2019 წელს მიღებული უმძიმესი ტრავმაა. დაზიანებამდე გიორგიმ იმდენად კარგი სეზონი ჩაატარა, რომ მიღებული ტრავმის შემდეგ ევროპული გრანდები მისი ყიდვით მაინც დაინტერესდნენ (ჩაკვეტაძეს რამდენიმე თვე გაუცდა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი იკლებდა). პირველი ტრანსფერის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც უამრავი ჭორი გავრცელდა, თუმცა გიორგის მსურველები პერიოდულად იკლებდნენ, რადგან ქართველი ფეხბურთელის ტრავმა იმაზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე „გენტის“ სამედიცინო შტაბში წარმოედგინათ. გაკეთებული ოპერაციებისა და გამოკვლევების ფონზე გიორგი მოედანს რამდენჯერმე დაუბრუნდა, თუმცა ყოველ ჯერზე საკმაოდ შეშინებული ჩანდა. გულშემატკივარს ის სულ სხვანაირი ახსოვდა. ჩაკვეტაძე ბელგიური კლუბის ლაზარეთში კიდევ ბევრჯერ დაბრუნდა, ამ ყველაფერმა კი მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კონდიციებზე ძალიან იმოქმედა.ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს თავი განსაკუთრებით „ერთა ლიგის“ გათამაშებაზე დაამახსოვრა. საქართველოს ნაკრების რიგებში მან უეფას მიერ შექმნილი ახალი ტურნირის პირველი და ულამაზესი გოლი შეაგდო. ყაზახეთთან გამართულ შეხვედრაში შორეული დარტყმის შედეგად გატანილი გოლით გიორგი „ერთა ლიგის“ გათამაშების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. მან აღნიშნულ ტურნირზე ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში გამარჯვება მისი წყალობით იზეიმა.აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე მოედანს გასულ კვირაში „კონფერენს ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუბრუნდა და შედარებით კარგ ფორმაშია. შესაძლოა ეს გიორგის კარიერაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს, რაც ქართულ ფეხბურთს ერთიორად გააძლიერებს.
https://sputnik-georgia.com/20210816/sportis-kviris-mimoxilva-252590787.html
https://sputnik-georgia.com/20210726/sportuli-mimoxilva-252419740.html
https://sputnik-georgia.com/20210719/kviris-sportuli-mimoxilva-252356521.html
https://sputnik-georgia.com/20210711/----UFC-------252278999.html
https://sputnik-georgia.com/20210711/evropis-chempionatis-kulminacia-252278688.html
https://sputnik-georgia.com/20210704/kvaracxelias-didebuli-dabruneba-252203163.html
https://sputnik-georgia.com/20210611/erekle-xitalishvili-251993029.html
https://sputnik-georgia.com/20210606/sportuli-mimoxilva-251946005.html
https://sputnik-georgia.com/20210530/fexburtis-skandali-sachxereshi-251888457.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0c/250023651_0:50:1281:854_1920x0_80_0_0_e8f1782f9d5257b333d0a822beb45ce7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
ავტორები, ანალიტიკა, მოსაზრება, სპორტი
ავტორები, ანალიტიკა, მოსაზრება, სპორტი
შეიძლება ამას 21-ე საუკუნის წყევლაც კი დავარქვათ, რადგან დღემდე ამოუცნობ ფაქტად რჩება, თუ რა ემართებათ თანამედროვე ქართველ ფეხბურთელებს და რატომ ვერ ამართლებენ ისინი მათზე გაცემულ ავანსებს.
ბევრი ყოფილი სპორტსმენი თუ უბრალოდ ფეხბურთის მცოდნე ამბობს, რომ ეს შესაძლოა საქართველოს შიდა ჩემპიონატში არცთუ სახარბიელო მდგომარეობის ბრალია. ზოგიერთი თვლის, რომ მათი წარუმატებლობა უბრალოდ ე.წ. ქართულ ხასიათზეა დამოკიდებული, ვიღაცები ამომავალი ქართველი ვარსკვლავების ჩამონგრეულ კარიერას უბრალო უიღბლობასაც კი აწერენ. ამ მიზეზებს თუ გავითვალისწინებთ, გაუგებარია თუ როგორ ითამაშა კახა კალაძემ დიდი ფეხბურთი, ან რატომ იცნობენ ძმებ არველაძეებს მთელ მსოფლიოში, ისინიც ხომ დაწყევლილი 21-ე საუკუნის ქართული ფეხბურთის „შვილები“ არიან.
თავის მხრივ, დათო ყიფიანისა და ვოვა გუცაევის თაობის თანამედროვეები მუდმივად იმეორებენ – „ქართული ფეხბურთისგან არაფერი გამოვა“, თუმცა ამ ყველაფრის მიზეზს ვერც ისინი ასახელებენ და ამ დროს იწყება უკვე მოსაწყენი, გაუთავებელი საუბარი 1981 წლის მოგებულ ფინალზე.
ქართველები ფეხბურთს თამაშობენ დღეს და თამაშობდნენ 40 წლის წინაც, მაგრამ ამ ორი პერიოდის შედარება ნამდვილად არ იქნება სამართლიანი. საინტერესოა კონკრეტული სპორტსმენების ისტორიები და ფაქტები უახლოესი წარსულიდან, თუ რატომ ვერ განვითარდა ესა თუ ის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ.
ლევან ყენია – ბიჭი, რომელსაც საოცარი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდა
ლევან ყენიამ ფეხბურთის თამაში თბილისის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში დაიწყო, საიდანაც თბილისის „ლოკომოტივში“ აღმოჩნდა. პროფესიონალური კარიერის პირველივე სეზონში ყენიამ საკმაოდ დიდი სათამაშო პრაქტიკა მიიღო, მან „რკინიგზელთა“ შემადგენლობაში 20-მდე შეხვედრა ჩაატარა და ოთხი გოლიც მიითვალა.
კარგი დასაწყისი შეუმჩნეველი არ დარჩენილა საქართველოს ნაკრების იმდროინდელი მწვრთნელისთვისაც. მაშინ „ჯვაროსნების“ დამრიგებელი გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი იყო. ლევან ყენიამ პირველი სანაკრებო შეხვედრა 2007 წლის 8 სექტემბერს ოლეგ ბლოხინის მიერ გაწვრთნილ უკრაინის ნაკრებთან ჩაატარა. მაშინ კლაუსმა ყენიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ადრე არასოდეს უნახავს ამ ასაკის ფეხბურთელი ასეთი სრულყოფილი ტექნიკური შესაძლებლობებით.
სანაკრებო დებიუტის შემდეგ ყენიას შეძენით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა და მათ შორის იყო გერმანული „შალკე“, რომელიც იმ პერიოდში ბუნდესლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ითვლებოდა. საბოლოოდ ტრანსფერი შედგა და 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი გერმანულ კლუბს 2008 წლის იანვარში შეუერთდა.
პირველ ორ სეზონში ლევანს გერმანულ კლუბში შანსი იშვიათად ეძლეოდა, თუმცა მცირე სათამაშო დროის მიუხედავად მუდმივად ყურადღების ცენტრში ხვდებოდა. 2009-2010 წლების სეზონს კი ყენია უფრო აქტიურად შეხვდა. „შალკემ“ ბუნდესლიგის პირველი მატჩი „ნიურნბერგთან“ გამარჯვებით დაიწყო, მატჩის გადამწყვეტი გოლი კი კევინ კურანმა სწორედ ყენიას გადაცემის შედეგად გაიტანა. ამ თამაშის შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მწვრთნელის, ფელიქს მაგათის ნდობა დაიმსახურა.
აღნიშნულ სეზონში ლევანმა 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში მისთვის ყველაფერი შეიცვალა. მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ ყენიასთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2011 წლის დასაწყისში გაუმჯობესდა და თითქოს მოედანზე გასვლაც შეეძლო, თუმცა ფაქტი იყო, რომ ახალგაზრდა ქართველს ტრავმა ისევ აწუხებდა. მაშინ, როდესაც „შალკე“ თურქეთში მოსამზადებელ პერიოდს გადიოდა, ლევანს ფეხი კვლავ აწუხებდა. მაგრამ ეს მიუღებელი აღმოჩნდა ფელიქს მაგათისთვის (გერმანელ სპეციალისტს რთული ხასიათის გამო ზედმეტსახელად „რკინის ფელიქსსაც“ ეძახდნენ).
„თურქულ შეკრებაზე ფელიქსს ყოველდღე ვეუბნებოდი, რომ ტკივილს ვგრძნობდი, თუმცა ის ამას არ ითვალისწინებდა. ალბათ ფიქრობდა, რომ ვატყუებდი. მას სურდა თამაში ძალიან სწრაფად დამეწყო“, – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ფეხბურთელი.
შედეგად ქართველ ფეხბურთელს ტრავმა კიდევ უფრო გაუმიზეზდა და მისი კარიერული დაღმასვლაც დაიწყო. 2012 წლის გაზაფხულზე ყენია გერმანულ გრანდს ტოვებს და უკრაინულ „კარპატიში“ გადადის. ფაქტია, რომ ყენია ის ფეხბურთელი უკვე აღარ იყო, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ. უკრაინაში გადასვლის შემდეგ მან მრავალი ქვეყანა და გუნდი მოიარა, კარიერის ბოლო შეხვედრა კი თბილისის „საბურთალოში“ გასულ წელს ჩაატარა.
კარგად ვიცით, რომ ფეხბურთი საკმაოდ ტრავმიანი სპორტია, ამიტომ ლევანის წარუმატებლობის გადაბრალება „რკინის ფელიქსზე“ ბოლომდე სამართლიანი არ იქნება. საბოლოოდ მაინც გაუგებარი რჩება, თუ რატომ დაკარგა უნიჭიერესმა ქართველმა ფეხბურთელმა ის შემართება და ჟინი, რომელიც მან კარიერის საწყის წლებში გამოავლინა.
„ქართველი მესი“, ანუ გიორგი არაბიძე
საუბარია ფეხბურთელზე, რომელიც მოედანზე გამოჩენის პირველივე დღიდან ყურადღების ცენტრში მოექცა. გიორგი გამორჩეული ფეხბურთელია მისი შესანიშნავი ტექნიკური შესაძლებლობების გამო და ბევრი რამით ძალიან ჰგავს არგენტინელ ლეგენდას ლიონელ მესის. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც 1998 წელს ვანში დაიბადა, 2005 წლიდან თბილისის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდში იწყებს თამაშის სწავლას. 2013 წლის სეზონში „რკინიგზელთა“ რიგებში გიორგის პროფესიონალური დებიუტი შედგა, სადაც თავისი საოცარი დრიბლინგითა და მოძრაობებით სრულიად საქართველოს ყურადღება მიიპყრო.
არაბიძემ თბილისური კლუბის რიგებში ორი წელი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში თავის გამოჩენა 21-ჯერ მოახერხა. გიორგი მაშინვე გახდა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების უცვლელი წევრი. ქართველი ფეხბურთელით მალევე დაინტერესდა უკრაინული დონეცკის „შახტარი“, რომელსაც იმ პერიოდში მირჩა ლუჩესკუ წვრთნიდა. 2015 წელს არაბიძე უკრაინულ კლუბს უკვე ოფიციალურად შეუერთდა და მეორე შემადგენლობაში დაიწყო თამაში. ლუჩესკუ გიორგის შესაძლებლობებით მოხიბლული ჩანდა, რადგან პერიოდულად ის ახალგაზრდა ქართველს ძირითად გუნდშიც ათამაშებდა ხოლმე. განსაკუთრებული ყურადღება გიორგიმ უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მიიქცია, სადაც მატჩის კომენტატორებმა მას „ქართველი მესი“ შეარქვეს. მარჯვენა ფლანგელი შემტევი მოედანზე ძალიან დამაჯერებელი იყო, მარჯვენა ფლანგიდან მისი წამოწყებული შეტევები მოწინააღმდეგე კლუბის მცველებისთვის ნამდვილი კოშმარი ხდებოდა. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს კი მისი შემხედვარე იმედი ჩაგვესახა, რომ რაღაც „გვეშველებოდა“.
გიორგის შემთხვევაში კარიერული ვარდნის მიზეზი ტრავმა არ გამხდარა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 2016 წელს მირჩა ლუჩესკუმ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ ჩაიბარა და უკრაინული კლუბის თავკაცად პაულუ ფონსეკა დაინიშნა. ფონსეკასა და გიორგის შორის რა მოხდა, არავინ იცის, თუმცა ფაქტი იყო, რომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა მას სრული უნდობლობა გამოუცხადა. პაულუმ გიორგი ჯერ რამდენჯერმე გაფართოებული შემადგენლობის მიღმა დატოვა, შემდეგ კი გუნდის შეკრებაზეც არ წაიყვანა.
პორტუგალიელის ეს საქციელი შეიძლება გიორგის ხასიათიდან გამომდინარე აიხსნას. მედიაში ხშირად ვრცელდებოდა და დღემდე დადის ხმები, რომ არაბიძე არცთუ კარგი ხასიათითა და დისციპლინით გამოირჩევა. სხვანაირად წარმოუდგენელი იქნებოდა რატომ ვერ ხვდება ასეთი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი ამ დრომდე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, მაშინ, როცა ნაკრებმა მწვრთნელი ბოლო წლებში უკვე რამდენჯერმე გამოიცვალა. ყველაზე საინტერესო და გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ გიორგი ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის საშუალო დონის კლუბში, „სამტრედიაში“ ირიცხება. ნათელია და დასანანი, რომ ფეხბურთელს, რომელიც კარიერას დონეცკის „შახტარში“ შესანიშნავად იწყებს და დღეს „სამტრედიაში“ ირიცხება, წარმატებულს ვერ ვუწოდებთ.
გიორგი ჩაკვეტაძე ანუ ტალანტი, რომელმაც ქართველ ქომაგებს იმედი კიდევ ერთხელ გაუჩინა
გიორგის კარიერა 2007 წელს „ნორჩ დინამოში“ დაიწყო, საიდანაც ქართული ფეხბურთის ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე კლუბში თბილისის „დინამოში“ მალევე მოხვდა. ახალგაზრდა ქართველმა ტალანტმა 2015 წელს „დინამოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს ოფიციალურად შეუერთდა, მოედანზე კი პირველად 2016 წელს „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამოჩნდა, მაშინ ჩაკვეტაძემ ოთარ კიტეიშვილი შეცვალა.
სადებიუტო მატჩების შემდეგ ყველა ხვდებოდა, რომ გიორგის თბილისური კლუბი დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებდა. 2017 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი მისი დახვეწილი და ელეგანტური თამაშის სტილით უამრავი უცხოელი სკაუტი მოიხიბლა. როგორც ყოველთვის ხდება, ქართულ და უცხოურ პრესაში აქტიურად იწერებოდა ჩაკვეტაძეზე. ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მართლაც მაღალი იყო. პრესამ გიორგის ტრანსფერი ნაადრევად ჯერ ინგლისურ „ტოტენჰემში“ დახურა, შემდეგ კი სულაც მიუნხენის „ბაიერნის“ მაისური გადააცვა. საბოლოოდ ქართველი ფეხბურთელი ბევრად დაბალი დონის კლუბში ბელგიურ „გენტში“ აღმოჩნდა. თუმცა ამასაც აქვს გამართლება. გიორგის საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ „პრემიერლიგასა“ და „ბუნდესლიგაში“ ადაპტაცია ძალიან გაუჭირდებოდა, „გენტი“ კი მისთვის ერთგვარი კარიერული ტრამპლინი უნდა გამხდარიყო.
ჩაკვეტაძემ ბელგიურ კლუბში 7-ნომრიანი მაისური მოირგო და დასაწყისიც შესანიშნავი ჰქონდა. მან სადებიუტო სეზონის (2017/2018) 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ნელ-ნელა კლუბის ძირითად ფეხბურთელადაც ყალიბდებოდა. შემდეგ სეზონში მან უკვე თითქმის ოთხჯერ მეტი სათამაშო დრო მიიღო და ბელგიური კლუბის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. მიხვდებოდით, რომ გიორგის ფანტასტიკური სტარტი ბელგიის ჩემპიონატში ისევე კარგად არ გაგრძელდა, როგორც დაიწყო. მის შემთხვევაში მიზეზი 2019 წელს მიღებული უმძიმესი ტრავმაა. დაზიანებამდე გიორგიმ იმდენად კარგი სეზონი ჩაატარა, რომ მიღებული ტრავმის შემდეგ ევროპული გრანდები მისი ყიდვით მაინც დაინტერესდნენ (ჩაკვეტაძეს რამდენიმე თვე გაუცდა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი იკლებდა). პირველი ტრანსფერის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც უამრავი ჭორი გავრცელდა, თუმცა გიორგის მსურველები პერიოდულად იკლებდნენ, რადგან ქართველი ფეხბურთელის ტრავმა იმაზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე „გენტის“ სამედიცინო შტაბში წარმოედგინათ. გაკეთებული ოპერაციებისა და გამოკვლევების ფონზე გიორგი მოედანს რამდენჯერმე დაუბრუნდა, თუმცა ყოველ ჯერზე საკმაოდ შეშინებული ჩანდა. გულშემატკივარს ის სულ სხვანაირი ახსოვდა. ჩაკვეტაძე ბელგიური კლუბის ლაზარეთში კიდევ ბევრჯერ დაბრუნდა, ამ ყველაფერმა კი მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კონდიციებზე ძალიან იმოქმედა.
ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს თავი განსაკუთრებით „ერთა ლიგის“ გათამაშებაზე დაამახსოვრა. საქართველოს ნაკრების რიგებში მან უეფას მიერ შექმნილი ახალი ტურნირის პირველი და ულამაზესი გოლი შეაგდო. ყაზახეთთან გამართულ შეხვედრაში შორეული დარტყმის შედეგად გატანილი გოლით გიორგი „ერთა ლიგის“ გათამაშების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. მან აღნიშნულ ტურნირზე ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში გამარჯვება მისი წყალობით იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე მოედანს გასულ კვირაში „კონფერენს ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუბრუნდა და შედარებით კარგ ფორმაშია. შესაძლოა ეს გიორგის კარიერაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს, რაც ქართულ ფეხბურთს ერთიორად გააძლიერებს.